თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის მიერ გამოყენებული გადაადგილების დამხმარე საშუალებების, მათ შორის ეტლების, ან დამხმარე მოწყობილობების დაკარგვა ან დაზიანება, ან მეგზური ძაღლების დაკარგვა ან დაშავება გამოწვეულია სარკინიგზო საწარმოსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერის მიზეზით, ისინი პასუხისმგებელი არიან ამ ზიანზე და უნდა გადაიხადონ კომპენსაცია დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე. კომპენსაცია უნდა მოიცავდეს:
ა) დაკარგული ან დაზიანებული გადაადგილების დამხმარე საშუალებების ან დამხმარე მოწყობილობების ჩანაცვლების ან შეკეთების ხარჯს;
ბ) დაკარგული ან დაშავებული მეგზური ძაღლის ჩანაცვლების ან მკურნალობის ხარჯს;
გ) გადაადგილების დამხმარე საშუალებების, დამხმარე მოწყობილობების ან მეგზური ძაღლების დროებით ჩანაცვლებისათვის საჭირო გონივრულ ხარჯებს, თუ ჩანაცვლებას არ უზრუნველყოფს სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისა