1. მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
2. მგზავრთა უფლებების დაცვის სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ბ) მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ მათი საჩივრების განხილვა;
გ) მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების მონიტორინგი და შემოწმება (ინსპექტირება).
3. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს ანგარიშები მისი საქმიანობის ამსახველი სტატისტიკით, მათ შორის დაწესებული ჯარიმების შესახებ, შესაბამისი კალენდარული წლის 30 ივნისამდ