1. მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრულ, მათი პასუხისმგებლობისადმი დაქვემდებარებულ საკითხებზე მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს 1 თვის ვადაში განიხილავს. სარკინიგზო საწარმოებმა და რკინიგზის სადგურის მენეჯერებმა საჩივრის შესაფასებლად აუცილებელი მონაცემები უნდა შეინახონ საჩივრის განხილვის მთელი პროცედურის, მათ შორის ამ წესის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის პროცედურების განმავლობაში და უნდა უზრუნველყონ ამ მონაცემების მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიწოდება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის პროცედურები საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის.
3. სარკინიგზო საწარმომ ამ წესის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში უნდა მიუთითოს მიღებული და დამუშავებული საჩივრების რაოდენობა და კატეგორიები, რეაგირების დრო და, არსებობის შემთხვევაში, ვითარების გაუმჯობესებისათვის მიღებული ზომებ