1. სარკინიგზო საწარმომ უნდა დაადგინოს მომსახურების ხარისხის სტანდარტები და უნდა დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა მომსახურების ხარისხის შესანარჩუნებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების ხარისხის სტანდარტები უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
ა) ინფორმაცია და ბილეთები;
ბ) პუნქტუალობა და მომსახურების შეფერხებების აღმოფხვრის ზოგადი პრინციპები;
გ) დაგვიანება:
გ.ა) მომსახურების დაგვიანებების საერთო საშუალო მაჩვენებელი პროცენტებში, მომსახურების კატეგორიის მიხედვით;
გ.ბ) ამ წესის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით გამოწვეული დაგვიანებების პროცენტი;
გ.გ) გამგზავრებისას მომსახურების დაგვიანების პროცენტი;
დ) ჩასვლისას მომსახურების დაგვიანების პროცენტი:
დ.ა) 60 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანების პროცენტი;
დ.ბ) 60-119 წუთით დაგვიანების პროცენტი;
დ.გ) 120 წუთით ან მეტი დროით დაგვიანების პროცენტი;
ე) მომსახურების გაუქმება;
ე.ა) გაუქმებული მომსახურება პროცენტებში, მომსახურების კატეგორიის მიხედვით;
ე.ბ) ამ წესის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებით გამოწვეული გაუქმებული მომსახურება პროცენტებში, მომსახურების კატეგორიის მიხედვით;
ვ) მოძრავი შემადგენლობისა და რკინიგზის სადგურზე არსებული მოწყობილობების სისუფთავე (ვაგონებში ჰაერის ხარისხი და ტემპერატურული რეჟიმი, სანიტარიული კვანძების ჰიგიენა და სხვა);
ზ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა;
თ) საჩივრების განხილვა, თანხის დაბრუნება და კომპენსაცია მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში;
ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის დახმარების გაწევა.
3. სარკინიგზო საწარმომ უნდა აწარმოოს მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მონიტორინგი. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, სარკინიგზო საწარმომ საკუთარ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა გამოაქვეყნოს ანგარიში მომსახურების ხარისხის შესახებ.
4. რკინიგზის სადგურის მენეჯერმა მომსახურების ხარისხის სტანდარტები უნდა დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ჩამონათვალის საფუძველზე. რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა აწარმოოს ამ სტანდარტების შესრულების მონიტორინგი და უნდა უზრუნველყოს, მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს დაშვება სტანდარტების შესრულების შესახებ ინფორმაციაზე.
სააგენტოს ფუნქციე