1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხისმგებელია მგზავრისთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ გაუქმებული რეისის, მატარებლის დაგვიანების ან გამოტოვებული რეისის გამო, მგზავრობა ვერ გაგრძელდება იმავე დღეს ან მგზავრობის იმავე დღეს გაგრძელების მოთხოვნა, მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა გონივრული.
2. გადამყვან-გადამზიდველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ რეისის გაუქმება, მატარებლის დაგვიანება ან რეისის გამოტოვება გამოწვეულია ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი მიზეზით:
ა) გარემოებებით, რომლებიც დაკავშირებული არ არის რკინიგზის ექსპლუატაციასთან და რომელთა თავიდან აცილება და შედეგების პრევენცია გადამყვან-გადამზიდველს არ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით, გადამყვან-გადამზიდველმა მიმართა ყველა საჭირო ძალისხმევას;
ბ) მგზავრის ბრალით;
გ) მესამე პირის ქმედებით, რომლის თავიდან აცილება და შედეგების პრევენცია გადამყვან-გადამზიდველს არ შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით გადამყვან-გადამზიდველმა მიმართა ყველა საჭირო ძალისხმევას. იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმო მესამე პირად არ განიხილება. ასეთ შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველს აქვს რეგრესის უფლებ