1. მგზავრების გარდაცვალების ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საჩივრები წერილობით უნდა წარედგინოს გადამყვან-გადამზიდველს, რომლის წინააღმდეგაც შესაძლებელია სარჩელის შეტანა. თუ გადაყვანა-გადაზიდვას არეგულირებს გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ერთიანი ხელშეკრულება და მას თანმიმდევრობით ახორციელებს რამდენიმე გადამყვან-გადამზიდველი, საჩივრები შესაძლებელია ასევე წარედგინოს პირველ ან ბოლო გადამყვან-გადამზიდველს, აგრეთვე, გადამყვან-გადამზიდველს, რომლის ძირითადი საქმიანობის ადგილი ან ფილიალი, რომელმაც გააფორმა გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება, არის სახელმწიფოში, სადაც მგზავრი მუდმივად ან ჩვეულებრივ ცხოვრობს.

2. დოკუმენტები, რომელთა საჩივრისათვის თანდართვას უფლებამოსილი პირი საჭიროდ მიიჩნევს, წარედგინება დედნის ან ასლების, ან, გადაყვან-გადამზიდველი მოთხოვნის შემთხვევაში, სათანადოდ დამოწმებული ასლების სახით. საჩივრის დასაკმაყოფილებლად გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ბილეთის ან ბარგის რეგისტრაციის ქვითრის წარდგენა.

თავი IX

გადამყვან-გადამზიდველებს შორის ურთიერთო