1. გადამყვან-გადამზიდველმა, რომელმაც მიიღო ან რომელსაც უნდა მიეღო გადაყვანა-გადაზიდვის საფასური, დაინტერესებულ გადამყვან-გადამზიდველებს ამ საფასურიდან უნდა გადაუხადოს მათი კუთვნილი წილი. გადახდის მეთოდები განისაზღვრება გადამყვან-გადამზიდველებს შორის შეთანხმებით.
2. შემცვლელ გადამყვან-გადამზიდველებს შორის ურთიერთობაზე ასევე ვრცელდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტებ