1. დაზღვეული გემის გასხვისებისას საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება უქმდება გასხვისების მომენტიდან. გამონაკლისია გემის გასხვისება რეისის დროს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს რეისის დამთავრებამდე და დამზღვევის ყველა უფლება-მოვალეობა გადადის გემის შემძენზე.
2. ეს მუხლი გამოიყენება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაშიც.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 15.05.1997).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსი“, მუხლი 243, №715, 15.05.1997, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.05.001.000.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29908/muxli-243/