2. შეთანხმება ამ თანხების შემცირების შესახებ ბათილია.
3. გადამზიდავის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება, ან გაფუჭება უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით არის გამოწვეული.
4. გადამზიდავის აგენტის ან მოსამსახურის პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება ამ თავში გათვალისწინებული ნორმებით, თუ დამტკიცდა, რომ დაკარგვა, დანაკლისი, დაზიანება ან გაფუჭება გამოწვეულია უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით.
5. თუ კონოსამენტში აღნიშნულია კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ამ მუხლის მიზნებისათვის ეს რაოდენობა მიიღება კონოსამენტის მიხედვით.
6. თუ კონოსამენტში აღნიშნული არ არის კონტეინერში ან სხვა სათავსში განლაგებული ტვირთის ადგილებისა და ერთეულების რაოდენობა, ტვირთის რაოდენობა ჩაითვლება ტვირთის ერთ ადგილად ან ტვირთის ერთ ერთეულა