განაჩენი

სისხლის სამართლის 05.05.2018
საქმის ნომერი
120100118002392728
დავის ტიპი
185 2 გ , 185 2 ბ
თარიღი
05.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №18002392728-1/144-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

02 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - ვარლამ თაბაგარი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – ო---------------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ი-----–-----------------------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, პირადი #6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ხ--–---------ს რაიონი, სოფელი მ------------ ა-. წ-------–-ს ქ.N5, ბინა N11, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბ-------, ფ------------–--–-ს ქ.N282);

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–---------მ 2018 წლის 1------------–-, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. ბ------–- ცენტრალურ ბაზარის მიმდებარედ, ნახა ვ-–------------------–---–-, რომელიც თავისი კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა ო---–-ს სახ.N-------, ტაქსაობს და მოელაპარაკა, რომ უნდოდა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში წაყვანა და მოლაპარაკების თანახმად გადაუხდიდა თანხას 250 ლარს, ვ-–-----------------–---–- დათანხმდა და ბ-------დან ი-----–----------- წაიყვანა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში, რომელმაც გზაში სესხის სახით გამოართვა კიდევ 175 ლარი, რომელ თანხასაც მოლაპარაკებულ თანხასთან ერთად გადაუხდიდა, ი-----–--------- ბ----------ს რაიონში ჩასვლის შემდეგ მოტყუებით მიიმალა და თანხა არ გადაუხადა ვ-–-----------------–---–-. რითაც დაზარალებულ ვ-–------------------–---–ს მიაყენა 425 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2.ი-----–---------მ 2018 წლის 2------------–-, დაახლოებით 20:00 საათზე ქ. ბ------–- წ-------–-ს ქუჩაზე არსებულ ტაქსების გაჩერებაზე ნახა გ-----------------, რომელიც თავისი კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანით მერსედეს სახ.ნომრით T------ ტაქსაობს და მოელაპარაკა, რომ უნდოდა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში წაყვანა და მოლაპარაკების თანახმად გადაუხდიდა თანხას 300 ლარს, გ----------------- დათანხმდა და ბ-------დან ი-----–--------- წაიყვანა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში, ი-----–--------- ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში ჩასვლის შემდეგ მოტყუებით მიიმალა და თანხა არ გადაუხადა გ-----------------ს, რითაც დაზარალებულ გ-----------------ს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ი-----–---------მ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი);

 

დაზარალებულ ვ-–-----------------–---–-ს ჩვენება, რომლის თანახმად ცხოვრობს ქ. ბ------–- ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა ო---–- სახ.ნომრით B--------, რომლითაც ტაქსაობს. 2018 წლის 1------------–- იმყოფებოდა ქ. ბ------–-, რა დროსაც მასთან მივიდა ი-----–---------, რომელმაც თხოვა წაყოლოდა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში, რათა იქიდან წამოეღო დარჩეული კაკალი და გაეყიდა ქ. ბ------–-, მან უთხრა რომ ამისათვის უნდა გადაეხადა 250 ლარი, ი-----–--------- დათანხმდა და უთხრა რომ თან არ ჰქონდა თანხა, როდესაც ჩავიდოდნენ ბ---------ში გამოართმევდა მეუღლეს 80 ლარს და მისცემდა, ხოლო დარჩენილი თანხას 170 ლარს გადაუხდიდა ქ. ბ------–- დაბრუნების შემდეგ, როდესაც გაყიდდა ბ----------დან ჩამოტანილ გარჩეულ კაკალს, იგი დათანხმდა და წამოვიდნენ ბ----------სკენ ჩამოსვლისას ი-----–-- თხოვა ესესხებინა მისთვის 35 ლარი მან ასესხა თანხა.მივიდნენ სოფელ დ----ში, იგი იმ ღამეს მასთან სახლში დარჩა, ხოლო დილით ადგნენ და წამოვიდნენ. ი-----–--------- მივიდა ლიბერთი ბანკის ბანკომატთან, დაბრუნდა უკან და თქვა რომ ბანკომატზე არ იყო თანხა და უნდა დალოდებოდნენ, მან უთხრა რომ ჰქონდა თანხა 140 ლარის ოდენობით და ასესხებდა დარჩეული ნიგოზის შესაძენად, ამასობაში ბანკიც გაიღებოდა და მისცემდა ბარათზე არსებულ თანხას 240 ლარს, ხოლო დარჩენილ თანხას 185 ლარს დაუბრუნებდა ქ. ბ------–- ჩასვლისას. ი-----–---------მ უთხრა მივიდოდა ერთ-ერთ ოჯახში, საიდანაც უნდა წამოეღო დარჩეული კაკალი, მან გადასცა თანხა 140 ლარის ოდენობით, თავად კი დარჩა მანქანაში და ელოდებოდა, თუმცა ი-----–--------- მიიმალა და აღარ დაბრუნებულა.

 

ს.ფ. 5-7;

 

დაზარალებულ გი------ გო------- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 2------------–- იმყოფებოდა ქ.ბ------–-, მასთან მივიდა უცნობი მამაკაცი რომელიც გაეცნო და უთხრა, რომ იყო ი-----–---------, რომელმაც თხოვა წაეყავანა ბ----------ს რაიონ, სოფელ დ----ში, საიდანაც უნდა წამოეღო დარჩეული კაკალი, და თან უნდა წმაოეყვანა ცოლშვილი, უთხრა რომ 300 ლარად ჩაიყვანდა და შემდეგ უკან წამოიყვანდა, აღნიშნულზე ი-----–---------მ მას უთთხრა, რომ ფული ჯიბეზე არ ჰქონდა, სახლში ჰქონდა 150 ლარი, რომელ თანხასაც ბ---------ში სოფელ დ----ში ჩასვლისას მიცემდა, ხოლო ხოლო დარჩენილ თანხას 150 ლარს, უკან რომ დაბრუნდებოდნენ, ჩააბარებდა კაკალს და დარჩენილ 150 ლარსაც მისცემდა. მივიდნენ სოფელ დ----ში, ი-----–-- ერთერთ ასახვევთან უთხრა, რომ გაეჩერებინა მანქანა და მიენათებინა ასახვევში არსებულ ჩიხისაკენ, რადგან გზა კარგად გამოჩენილიყო, მივიდოდა კაკალს ჩამოიტანდა და წამოიყვანდა ცოლ-შვილს და გაბრუნდეოდა უკან, თუმცა ი-----–- აღარ დაბრუნებულა, მიხვდა, რომ მოატყუა და რომ ის უკან აღარ მობრუნდებოდა, მოატრიალა მანქანა და გამობრუნდა უკან.

 

ს.ფ. 37-39;

 

ი-----–- ა------ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 1------------–- იმყოფებოდნენ ქ. ბ------–-, გადაწყვიტა წამოსულიყო ბ----------ს რაიონ სოფელ დ----ში ტაქსით, თუმცა სამგზავრო თანხა არ ჰქონდა, განიზრახა ტაქსის მძღოლის მოტყუება, მივიდა ო---–-ს მარკის ავტომანქანის მძღოლთან ვ-–-----------------–---–თან და უთხრა წაეყვანა ბ----------ს რაიონ, სოფელ დ----ში, საიდანაც კაკალი უნდა ჩამოეტანა გასაყიდად. მძღოლმა უთხრა, რომ უნდა გადაეხადა 240 ლარი, იგი დათანხმდა, თუმცა უთხრა რომ წინასწარ არ ჰქონდა თანხა და რომ ჩავიდოდა ბ---------ში მიცემდა 80 ლარს, ხოლო ქ. ბ------–- დაბრუნების შემდეგ როდესაც გაყიდდა კაკალს მიცემდა დარჩენილ თანხას 170 ლარს, ქ. ბ---------ში ჩასვლისას ვ-–-----------------–---–მა მას ასესხა 35 ლარი პროდუქტის საყიდლად, ისინი მივიდნენ სოფელ დ----ში,თუმცა იგი რეალურად არავისგან არ აპირებდა კაკლის წაღებას და არც არავისთან მისულა, ეს ყველაფერი მან მოიგონა ტაქსის მძღოლის დასაჯერებლად, მეუღლემ მას მისცა ბარათი და უთხრა რომ ზედ დარიცხული იყო 240 ლარი, რომელიც შეეძლო გამოეტანა, მივიდა ლიბერთი ბანკის ბანკომატთან, თუმცა თანხა ვერ აიღო, ტაქსის მძღოლს უთხრა რომ დალოდებოდნენ ბანკის გაღებას, ვ-–-----------------–---–მა კი მას უთხრა რომ ტყუილად კარგავდა დროს და ასესხა 65 ლარი, წამოვიდნენ სოფელ დ----ში ვითომ და კაკლის შესაძენად, გადავიდა მანქანიდან და ვლ--------ს უთხრა რომ ერთ-ერთი მოსახლისაგან აიღებდა კაკალს და დაბრუნდებოდა, თუმცა მიიმალა და აღარ დაბრუნებულა, მას თავიდანვე განზრახული ჰქონდა ტაქსის მძღოლის მოტყუება.

 

ასევე 2018 წლის 2------------–- დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ბ------–- წ-------–-ს ქუჩაზე არსებულ ტაქსების გაჩერებაზე ნახა გ-----------------, რომელიც თავისი კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანით მე--------- სახ.ნომრით T------ ტაქსაობს და მოელაპარაკა, რომ უნდოდა ბ----------ს რაიონის სოფელ დ----ში წაყვანა, მოლაპარა-ების თანახმად უნდა გადაეხადა თანხა 300 ლარის ოდენობით, გ----------------- დათანხმდა და ბ-------დან წამოიყვანა ბ----------ს რაიონ, სოფელ დ----ში, სოფელში ჩასვლის შემდეგ მოტყუებით მიიმალა და თანხა არ გადაუხადა გ-----------------ს.

ს.ფ. 140-142;18-20;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 06 სექტემბრის N1-------წ განაჩენით ი-----–--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

 

ს.ფ.148-153

 

ი-----–- ა------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა - ზ----------–-–---–-ს, მ----------------ს, ჯ---------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი);

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–- ა------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი სასჯელის მოხდის პერიოდში.

 

ი-----–- ა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება, ასევე ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-----–---------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- ა------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 06 სექტემბრის N1-------წ განაჩენით ი-----–--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელიდან რეალურად მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო დარჩენილი 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი-----–--------- (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით;

 

2. ი-----–--------- (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით;

 

3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ი-----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით;

 

4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 06 სექტემბრის N1-------წ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 06 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 თვე და საბოლოოდ ი-----–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 წელი და 6 თვე;

 

5. ი-----–- ა------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 2--------–-----.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი