განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100115001070480
ინსტანცია
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115001070480

საქმე №1ბ/360-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის, ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ--------------ის,ადვოკატ - ვ-–------------------ას,მსჯავრდებულ - ტ------–-–-----–-ას მონაწილეობით,მსჯავრდებულ ტ------–-–-----–-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ა---------–-----------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ტ------–-–-----–-ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------------------–---–-------------, მცხოვრები: ქ------–-------–----–----–----------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

 

ტ------–-–-----–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ტ------–-–-----–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 დეკემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ტ------–-–-----–-ამ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N290-ე ბრძანების 51-ე მუხლით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი, რის ფარგლებშიც იმპორტიორი უფლებამოსილია შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხადოს საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. ტ------–-–-----–-ასთვის ცნობილი იყო ზემოხსენებული საშეღავათო პირობების თაობაზე, ანგარების მოტივით განიზრახა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მოტყუების გზით, მოეხდინა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების სახელით დიდი ოდენობით საქონლის იმპორტი, ესარგებლა 5 ან 15 დღიანი საშეღავათო პერიოდით და არ გადაეხადა იმპორტის გადასახადები, რითაც მიუღებელი შემოსავლის სახით დიდი ოდენობით ზიანი მიადგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ტ------–-–-----–-ამ 2012 წლის 03 თებერვალს მის მიერ დარეგისტრირებული შპს „ფ-----------“-ის (ს/ნ 4--------, კომპანიას დარეგისტრირებისას ერქვა შპს „B-----------o+“, რომელსაც შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „ფ-----------“) სახელით, 2012 წლის აგვისტოდან, 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით განახორციელა 78 441 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 25 209 ლარი. ასევე, მისი ძმის ა---------–-–-----–-ას მიერ, 2013 წლის 14 მარტს დარეგისტრირებული შპს „ლ------------“-ით (ს/ნ 4--------), ტ------–-–-----–-ამ, 2013 წლის 05 დეკემბრიდან, 2014 წლის 15 მარტის ჩათვლით განახორციელა 375 578 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 84 404 ლარი. ასევე, მისი ძმის - ბ-----–-----–-ას სიმამრის - გ----------------ს სახელზე დარეგისტრირებული შპს „ჯ-------------------------) სახელით, ტ------–-–-----–-ამ 2013 წლის 26 აპრილიდან, 2014 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით განახორციელა 337 656 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა, იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 72 889 ლარი. ასევე, ტ------–-–-----–-ამ, 2010 წლის 14 აპრილს დარეგისტრირებული მისი კუთვნილი შპს „მ----------- - 2010“-ს (ს/ნ 4--------) სახელით, 2014 წლის 23 ივლისიდან, 2014 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით განახორციელა 441 110 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა, იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 93 298 ლარი. ასევე, შპს „ე------------“-ს (ს/ნ 2--------) სახელით, ტ------–-–-----–-ამ 2014 წლის 11 აგვისტოს განახორციელა 187 285 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა, იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 60 230 ლარი. ასევე, მისი ცოლის მ-------------–-ას სახელზე დარეგისტრირებული შპს „ი----------------------------) სახელით, ტ------–-–-----–-ამ 2014 წლის 18 ნოემბრიდან, 2014 წლის 01 დეკემბრამდე განახორციელა 51 397 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 16 525 ლარი. ტ------–-–-----–-ამ ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით იმპორტირებული საქონელი გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გაიტანა ისე, რომ საქართველოს ფინანასთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ საშეღავათო პერიოდში არ გადაიხადა იმპორტის გადასახდელები, რითაც სახელმწიფოს მიადგა 352 555 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ------–-–-----–-ას ადვოკატმა ა---------–-----------ამ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ტ------–-–-----–-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ქმედების სამართლებრივი აღწერის ნაწილში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ------–-–-----–-ამ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, მაშინ, როდესაც განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, მას ჩადენილი აქვს გადასახადებისაგან თავის არიდება. ტ------–-–-----–-ას ქმედება სრულიად განსხვავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობისაგან. მის მიერ იმპორტის გახორციელების თითოეული შემთხვევა იყო დეკლარირებული, სხვა შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებში იმპორტირებული საქონელი ვერ მოხვდებოდა, შესაბამისად კუთვნილი საბიუჯეტო გადასახდელები ვერ დაიმალებოდა და მოტყუებაც, როგორც შერაცხული ბრალის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, არ გვაქვს სახეზე. ამასთან ერთად, სუბიექტური მხრივ ტ------–-–-----–-ასათვის ბრალად წარდგენილი დანაშაული პირდაპირი განზრახვით და ანგარების მოტივით უნდა იყოს ჩადენილი. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ტ------–-–-----–-ას უნდა ჰქონოდა განზრახვა, ზიანი მიეყენებინა ფინანსთა სამინისტორსათვის, მაშინ, როცა საქმის მასალებით და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება ის გარემოება, რომ ტ------–-–-----–-ა ვერ იხდიდა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადებს გარკვეული პრობლემების გამო. ამასთან, განაჩენით გაურკვეველია თუ რომელი გადასახადის - იმპორტის თუ დამატებითი ღირებულის გადასახადის გადაუხდელობას ედავებიან ტ------–-–-----–-ას; არ არის გამიჯნული, თუ რა ოდენობის იმპორტის და რა ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდას აარიდა თავი მსჯავრდებულმა. საქმეზე არ ჩატარებულა კომპანიების ფინანსური შემოწმება, რის გარეშეც ვერ იქნება დაზუსტებული გადაუხდელი გადასახადის ოდენობა და გადაუხდელობის მიზეზი; არ არის დადგენილი, ვის მიერ და რა წესით მოხდა იმპორტირებული საქონლის რეალიზება და მიღებული შემოსავალი აისახა თუ არა სალარო აპარატზე.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ტ------–-–-----–-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ტ------–-–-----–-ას ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------------------მ განაცხადა, რომ არსებობს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც შესაძლებელია საქონელი შემოტანილი იქნეს საქართველოში, მოხდეს მისი დეკლარირება, ხოლო დღგ და იმპორტის გადასახადი გადახდილი იქნეს გარკვეული საშეღავათო პერიოდის შემდეგ. საშეღავათო პერიოდებია 5 და 15 დღიანი, ასევე არსებობს ოქროს სია, რომელშიც მოხვედრილ კომპანიებს 30 დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს. აღნიშნული არის სახელმწიფოს მხრიდან წახალისების ფორმა, ვინაიდან სახელმწიფო ცდილობს ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას, ასევე დაცული იქნეს მხარეების ინტერესები. თუმცა, მოწმის განმარტებით, სახელმწიფოს კეთილი ნების საპასუხოდ, გარკვეული პირები ბოროტად იყენებენ ხსენებულ საშეღავათო პერიოდებს, არეგისტრირებენ ფიქტიურ შპს-ეს, რომლითაც შემოაქვთ საქართველოში საქონელი, ითხოვენ გარკვეულ საშეღავათო პერიოდს, განბაჟების გარეშე გააქვთ ზონიდან საქონელი, ახდენენ მის რეალიზაციას, ხოლო შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში არ იხდიან გადასახადებს. ვინაიდან ასეთ შპს-ებს არ გააჩნიათ არავითარი საწესდებო კაპიტალი, სახელმწიფო ვერ ახორციელებს გადასახადების ამოღებას. სწორედ ანალოგიურ ქმედებას ჰქონდა ადგილი ტ------–-–-----–-ას მხრიდან, რითაც ფინანსთა სამინისტროს მიადგა მატერიალური ზიანი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-----------–--ამ განაცხადა, რომ 2015 წლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების და მათ შორის, ტ------–-–-----–-ას შესახებ, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი ბოროტად იყენებდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის იმპორტის შემთხვევაში შესაბამისი გადასახდელებისათვის დადგენილ 5 დღიან და წინასწარი დეკლარირებისას 15 დღიან საშეღავათო პერიოდს. ტ------–-–-----–-ას საბაჟო კონტროლის ზონიდან საქონელი გაქონდა და ახდენდა მის რეალიზაციას, მაგრამ 5 და 15 დღიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, არ იხდიდა გადასახადებს. აღნიშნული ხორციელდებოდა ისეთი კომპანიების მეშვეობით, რომელთა ბალანსზეც არ ირიცხებოდა არანაირი მატერიალური ფასეულობა. შესაბამისად, დარღვევის და დავალიანების აღმოჩენის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის მიერაც ვერ მოხდებოდა მათგან თანხების ამოღება. ამასთან, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, როდესაც საშემოსავლო სამსახურისთვის ცნობილი ხდებოდა დავალიანების შესახებ, კონკრეტული კომპანია წყვეტდა საქმიანობას და ვერ ხდებოდა დავალიანების ამოღება. შემდგომ იქმნდეობდა ახალი კომპანიები იმავე პირის მფარველობით ან კავშირებით, ახორციელებდნენ ანალოგიურ ქმედებას და წყვეტდნენ ფუნქციონირებას მაშინვე, როდესაც გავიდოდა მისთვის დაწესებული საშეღავათო გადახდის პერიოდი. კომპანიები ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი და ერთი და იგივე პირები იდგნენ მათ უკან. მოწმემ დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის თაობაზე შეადგინა პატაკი, რომელიც მიაწოდა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა ი-----–-----------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ტ------–-–-----–-ას სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა. ასევე ისაუბრა მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების შესახებ, რომელთა თანახმადაც, ტ------–-–-----–-ა მოტყუებით, უკანონოდ იყენებდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მეწარმე სუბიექტებისათვის საქონლის იმპორტისას იმპორტის, დამატებითი ღირებულების და აქციზის გადასახადებისათვის დადგენილ ხუთ დღიან და წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში 15 დღიან საშეღავათო პერიოდს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------–-–-----–-ამ განაცხადა, რომ შპს „ლ------------“-ის და შპს „ე------------“-ის დირექტორი იყო თვითონ, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა არასდროს განუხორციელებია და მინდობილი ჰქონდა ძმაზე - ტ------–-–-----–-აზე. ორივე კომპანიით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სწორედ ეს უკანასკნელი. 2013-2014 წლებში ტ------–-–-----–-ა საქმიანობდა როგორც ზემოხსენებული კომპანიების მეშვეობით, ასევე სხვა შპს-ებითაც და იმპორტირებული საქონელი შემოჰქონდა საქართველოში. მისი ძმის საქმიანობიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია. მას შპს-ების დავალიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. მოწმემ დაადასტურა, რომ 2014 წლის 11 აგვისტოს შპს „ე------------“-ის მეშვეობით იმპორტი განხორციელებული აქვს ტ------–-–-----–-ას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ---------------მ განაცხადა, რომ ტ------–-–-----–-ა არის მისი აწ გარდაცვლილი სიძის - ბ-----–-----–-ას ძმა. შპს „ჯ--------“ იყო მისი სიძის კომპანია, რომლის გარდაცვალების შემდეგაც გახდა აღნიშნული კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი. თუმცა საქმიანობის და მართვის თაობაზე მინდობილობა გაცემული ჰქონდა ტ------–-–-----–-აზე, ვინაიდან იგი ვერ ერკვეოდა სამეწარმეო საქმიანობაში. საჯარო რეესტრში მივიდნენ ის და ტ------–-–-----–-ა, სადაც განახორციელეს კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები, მომსახურეობის თანხა გადაიხადა ტ------–-–-----–-ამ. მოწმის განმარტებით, საქართველოში საქონლის იმპორტი არ განუხორციელებია, ასევე არ უწარმოებია უცხოელებთან საქონლის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები, ამ ყველაფერს ახდენდა ტ------–-–-----–-ა. ასევე ტ------–-–-----–-ა ახორციელებდა საბაჟო დეკლარაციების წარდგენას. მოწმე მხოლოდ ყიდიდა ტ------–--–-----–-ას მიერ საქართველოში შემოტანილ პროდუქტს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---–-–----–----ამ განაცხადა, რომ 2014-2015 წლებში სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე მუშაობდა ტ------–-–-----–-ასთან და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში, შეხება ჰქონდა შპს „ი----------“-თან და შპს „ლ------------“-თან. ტ------–-–-----–-ა საქართველოში ძირითადად მარილის და შაქრის იმპორტს ახორციელებდა. მისგან ჩაბარებული ჰქონდა საწყობის საქმეები. ამასთან, როდესაც ტ------–-–-----–-ას არ ეცალა, მისი დავალებით ამზადებდა ტვირთების გამოწერის თაობაზე საბუთებს და მონაწილეობდა საქონლის განბაჟებაში. მას საგადასახადო დოკუმენტაციასთან და ანგარიშსწორებასთან შეხება არ ქონია. როგორც მისთვის ცნობილია, ტ------–-–-----–-ა საქონლის იმპორტისას სარგებლობდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საშერავათო პერიოდით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–----------მ განაცხადა, რომ დაახლოებით 5-6 წელია იცნობს ტ------–-–-----–-ას. იგი წარსულში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას საკუთარი კომპანიების მეშვეობით, მათ შორის შემოჰქონდა მარილი საზღვარგარეთიდან. ტ------–-–-----–-ას საქმინაობის ერთ-ერთი სფეროც იყო მარილის და შაქრის იმპორტი. მოწმემ დაადასტურა, რომ მინდობილობის საფუძველზე, ტ------–-–-----–-ას თხოვნით, შპს „მ----------- 2010“-ით შემოტანილი საქონელი განაბაჟა, შემდეგ კი საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოიტანა საქონელი და ჩააბარა ტ------–-–-----–-ას.

 

ტ------–-–-----–-ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია საშეღავათო პერიოდის შესახებ, რომელსაც იყენებდა სამეწარმეო საქმიანობის დროს. მისი განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც ვერ იხდიდა იმპორტირებული საქონლის გადასახადებს, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო პროდუქციის უვარგისობასთან, აშშ დოლარის გამყარებასთან ლართან მიმართებაში ან პროდუქციის წარუმატებელ რეალიზაციასთან, თუმცა მას არავინ მოუტყუებია. ტ------–-–-----–-ას განმარტებით, შპს „ფ-----------“ დარეგისტრირებული იქნა 2012 წელს ზ------------ას მიერ, ხოლო შემდეგ თავად საქმიანობდა ამ კომპანიით. ასევე, მან და მისმა პარტნიორმა ბ------------–----ამ დააფუძნეს შპს „მ----------- 2010“ და აღნიშნული შპს-ით საქონლის იმპორტირებას თავად ახორციელებდა. შპს „ი----------“ დააფუძნა და დაარეგისტრირა მისმა მეუღლემ მ-------------–-ამ და მათ ერთობლივად სურდათ სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინათ. შპს „ი----------“-ის მეშვეობით ნამდვილად მოხდა საქართველოში გარკვეული საქონლის იმპორტი. რაც შეეხება შპს „ლ------------“-ს და შპს „ე------------“-ს, ისინი დაარეგისტრირა მისმა ძმამ ა---------–-–-----–-ამ, ხოლო მინდობილობის საფუძველზე თავად საქმიანობდა აღნიშნული შპს-ებით. შპს „ჯ--------“ კი ეკუთვნოდა მის ძმას, რომელსაც უბრალოდ ეხმარებოდა გარკვეული საქონლის იმპორტის განხორციელებაში.

 

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შპს „მ----------- - 2010“ რეგისტრირებულია 2010 წლის 14 აპრილს, რეგისტრაციაზე განცხადება და დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს ჯუ------------–---–იას. კომპანიის დირექტორად დაფიქსირებულია ჯუ------------–---–ია, 50% წილის მფლობელი ტ------–-–-----–-ა, ხოლო 50% წილის მფლობელია - ბ------------–----ა. შპს „მ----------- - 2010“ იურიდიულ მისამართად გამოყენებულია ც---–--------ს კუთვნილი უძრავი ქონება. 2010 წლის 19 აგვისტოს ტ------–-–-----–-ას განცხადებით მოთხოვნილია კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, რის შედეგადაც 2010 წლის 19 აგვისტოდან, შპს „მ----------- - 2010“-ს დირექტორია ტ------–-–-----–-ა. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: t.shengelia@gmail.com

 

შპს „Brend Tobacco+”-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2012 წლის 3 თებერვალს დარეგისტრირებული იქნა შპს „Brend Tobacco+“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ზ------------ა. შპს „Brend Tobacco+“-ს შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „ფ-----------“. 2012 წლის 12 ივნისის მდგომარეობით შპს „ფ-----------“-ის 50%-50% წილის მფლობელები იყვნენ ზ------------ა და გია გოგოხია, ხოლო დირექტორი ტ------–-–-----–-ა. განცხადების მიღების ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ მიღებული იქნა განცხადება ტ------–-–-----–-ასგან, რომლითაც იგი ითხოვდა სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას. 2013 წლის 18 მარტის მდგომარეობით, შპს „ფ-----------“-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ტ------–-–-----–-ა.

 

შპს „ი----------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2014 წლის 7 ოქტომბერს დარეგისტრირებული იქნა შპს ი----------, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო მ-------------–-ა. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: t.shengelia@gmail.com. ტელეფონის ნომერი: 595 19 07 69.

 

შპს „ე------------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2006 წლის 15 ნოემბერს დარეგისტრირდა შპს „ე------------“, რომლის 100% წილის მფლობელი არის შპს „მკათათვე“, ხოლო დირექტორი ა---------–-–-----–-ა.

 

შპს „ლ------------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლის 14 მარტს რეგისტრირებული იქნა შპს „ლ------------“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ა---------–-–-----–-ა. საზოგადოების საქმიანობის საგანი არის საბითუმო ვაჭრობა, საცალო ვაჭრობა, დისტრიბუცია. 2013 წლის 10 აპრილს ტ------–-–-----–-ას მიერ განცხადებით მოთხოვნილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოხდეს ამონაწერის მომზადება მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. საკონტაქტო მონაცემების გრაფაში მითითებულია ელექტრონული ფოსტის მისამართი: t.shengelia@gmail.com

 

შპს „ჯ--------ს“ იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, 2012 წლის 28 სექტემბერს რეგისტრირებული იქნა შპს „ჯ--------“, რომლის 100% წილის მფლობელია ანჟელა სიჭინავა, ხოლო დირექტორია - ბ-----–-----–-ა. 2014 წლის 30 სექტემბერის მდგომარეობით, შპს „ჯ--------ს“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო კურამი სიჭინავა.

 

„Tax Info“-ს 2015 წლის 21 აპრილს ჩატარებული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმის თანხმად, შპს „ლ------------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 84 404 ლარს; შპს „მ----------- 2010“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 93 298 ლარს; შპს „ჯ--------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 72 889 ლარს; შპს „ი----------“ დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 16 525 ლარს; შპს „ფ-----------“ დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 25 209 ლარს; შპს „ე------------“-ს დარიცხული გადასახადების ჯამი შეადგენს 60 230 ლარს;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ფ-----------“-ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 78 441 ლარს. იმპორტირებულია 68 970 კგ ტექნიკური მარილი და 752 660 კგ იოდიზირებული მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 25 209,00 ლარი. შპს „ლ------------“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 375 578 ლარს. იმპორტირებულია 2 978 660 კგ ტექნიკური მარილი, 417 183 კგ იოდიზირებული მარილი და 1 950 კგ მცენარეული მასალა. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 84 404,00 ლარი. შპს „ჯ--------ს“ მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 337 655 ლარს. იმპორტირებულია 113 060 კგ იოდიზირებული მარილი და 449 000 კგ თეთრი შაქარი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 72 889 ლარი. შპს „მ----------- 2010“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 784 009,72 ლარს. იმპორტირებულია 100 000 კგ რძის ფხვნილი, 757 860 კგ იოდიზირებული მარილი და 46 000 კგ ტექნიკური მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 93 298 ლარი. შპს „ე------------“-ს მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 187 284,71 ლარს. იმპორტირებულია 260 000 კგ თეთრი შაქარი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 60 230 ლარი. შპს „ი----------“-ის მიერ იმპორტირებული საქონლის ღირებულება შედგენდა 169 491,62 ლარს. იმპორტირებულია 2 250 კგ მ/მ ტანსაცმელი (პირველი კატეგორია), 307 870 კგ იოდიზირებული მარილი და 67 820 კგ ტექნიკური მარილი. იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 16 525 ლარი. ამავე ცნობით დგინდება, რომ ტ------–-–-----–-ას ქმედებების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა არის 352 555 ლარი. აღნიშნული მონაცემების სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ინსპექტორმა ნ--------------მ.

 

სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეაფასოს სასამართლომ მსჯავრდებულ ტ------–-–-----–-ას ქმედებაში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. განსახილველი მუხლის თავისებურება იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო, თუმცა, ქონება შეტანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ფონდში, ე.ი. მისი ფონდი უნდა გაზრდილიყო. დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებით ხელყოფილი შეიძლება იქნას როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ ერთ-ერთ ნიშანს - დიდ ოდენობას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ფ-----------“-ის მიერ საქონლის იმპორტირებისას იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 25 209 ლარი; შპს „ლ------------“-ის შემთხვევაში - 84 404 ლარი; შპს „ჯ--------ს“ სახელით იმპორტის განხორციელებისას - 72 889 ლარი; შპს „მ----------- - 2010“-ს სახელით - 93 298 ლარი; ასევე, შპს „ე------------“-ს სახელით საქონლის იმპორტირებისას - 60 230 ლარი; ხოლო შპს „ი----------“-ს ის მეშვეობით იმპოტრის პირობებში, იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხულმა გადასახადმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში შეადგინა 16 525 ლარი. ზემოაღნიშნული იმპორტის გადასახადისა და დღგ-ს თანხების გადახდაზე უარის თქმის გამო სახელმწიფოს მიადგა 352 555 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული კომპანიები საქმიანობდნენ ერთ სფეროში და ძირითადად ახორციელებდნენ იდენტური საქონლის - ტექნიკური და იოდიზირებული მარილის და შაქრის იმპორტს.

 

მსჯავრდებული ტ------–-–-----–-ა აღიარებს, რომ მას საქონლის იმპორტირების შედეგად ნამდვილად აქვს გადასახდელი თანხის გარკვეული რაოდენობა, თუმცა აღნიშნული თანხა არის მხოლოდ ის, რაც ერიცხებოდა უშუალოდ მის და მისი მეუღლის კომპანიებს: შპს „ფ-----------“-ს, შპს „მ----------- - 2010“-ს და შპს „ი----------“-ს. ამასთან, იგი გამორიცხავს მის მიერ ჩადენილ ქმედებაში მოყუტყუების არსებობას. მსჯავრდებული განმარტავს, რომ მას არავის მიტყუების მიზანი არ გააჩნდა და საქონლის რეალიზაციის დროს წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემების გამო ვერ მოახერხა აღნიშნული თანხების სრულყოფილად გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი - ჰქონდა თუ არა რაიმე შემხებლობა ტ------–-–-----–-ას შპს „ლ------------“-თან, შპს „ე------------“-სთან, შპს „ჯ--------ს“-სთან და როგორც აღნიშნული, ასევე მის საკუთრებაში და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საქონლის იმპორტისას მის მიზანს წარმოადგენდა თუ არა შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მოტყუება, საქონლის გატანა სარეალიზაციოდ, ხოლო მასზე დარიცხული იმპორტის და დღგ-ს გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება.

 

ის გარემოება, რომ როგორც შპს „ფ-----------“-ს, შპს „მ----------- - 2010“-ს და შპს „ი----------“-ს, ასევე მისი ძმის - ა---------–-–-----–-ას კუთვნილი კომპანიების: შპს „ლ------------“-ის და შპს „ე------------“-ს, ხოლო მისი ძმის სიმამრის - კ---------------ს კუთვნილი შპს „ჯ--------ს“-ს მეშვეობით საქმიანობას ახორციელებდა და საქონლის იმპორტს ეწეოდა ტ------–-–-----–-ა, დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის, მათ შორის კომპანიების მფლობელების ჩვენებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ, მსჯავრდებულის ძმამ ა---------–-–-----–-ამ განაცხადა, რომ შპს „ლ------------“-ის და შპს „ე------------“-ის დირექტორი იყო თვითონ, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა არასდროს განუხორციელებია და მინდობილი ჰქონდა მის ძმაზე - ტ------–-–-----–-აზე. ორივე კომპანიით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა სწორედ ეს უკანასკნელი. ასევე მოწმემ დაადასტურა, რომ 2013-2014 წლებში ტ------–-–-----–-ა საქონლის იმპორტს ახორციელებდა არა მხოლოდ მის (მოწმის) კუთვნილი კომპანიების, არამედ სხვა შპს-ების მეშვეობითაც. შპს „ლ------------“-ის მეშევობით მსჯავრდებულის მიერ საქონლის იმპორტის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა მოწმე ზ---–-–----–----ამაც, რომელმაც განაცხადა, რომ ტ------–-–-----–-ასთან მუშაობის პერიოდში შეხება ჰქონდა შპს „ლ------------“-თან (მფლობელი მსჯავრდებულის ძმა ა---------–-–-----–-ა) და შპს „ი----------“-თან (მფლობელი მსჯავრდებულის მეუღლე მ-------------–-ა). ხოლო უშაულოდ ტ------–-–-----–-ას მმართველობის ქვეშ არსებული კომპანიის - შპს „მ----------- - 2010“-ით მის მიერ საქონლის იმპორტის ფაქტი დაადასტურა მოწმე გ-------–----------მ. ა---------–-–-----–-ას ჩვენების ანალოგიურად მოწმე კ---------------მ დაადასტურა, რომ შპს „ჯ--------“ ეკუთვნის მას, თუმცა იგი ვერ ერკვევა სამეწარმეო საქმიანობაში და საქმიანობის და მართვის თაობაზე მინდობილობა გაცემული ჰქონდა ტ------–-–-----–-აზე. მისი განმარტებით, არასოდეს უწაროებია საქონლის იმპორტი საქართველოში, ყოველივე აღნიშნულს თავდაპირველად ახორციელებდა ბ-----–-----–-ა, ხოლო მოგვიანებით - მისი კომპანიის მეშვეობით, ტ------–-–-----–-ა. ა---------–-–-----–-ას და კ---------------ს ჩვენებებით სრულად იქნა უარყოფილი ტ------–-–-----–-ას პოზიცია, რომ იგი უბრალოდ ძმებს ეხმარებოდა მათი კუთვნილი კომპანიების საქმიანობაში, როდესაც მათ არ ეცალათ და კომპანიის ფინანსებთან არანაირი საერთო არ ჰქონია. გარდა ამისა, შპს „მ----------- - 2010“-ის, შპს „ჯ--------ს“, შპს „,ი----------“-ის, შპს „Brend Tobacco+“-ის და შპს „ე------------“-ის იურიდიული დოკუმენტაციის და ამონაწერების დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ იმ კომპანიების საკონტაქტო მონაცემებშიც, რომლებიც არის არა ტ------–-–-----–-ას, არამედ მ-------------–-ას და ა---------–-–-----–-ას საკუთრებაში, მითითებულია სწორედ ტ------–-–-----–-ას ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა ტ------–-–-----–-ას კავშირი მასთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი პირების კომპანიებთან და არა მხოლოდ კავშირი, არამედ ტ------–-–-----–-ას მიერ საქონლის იმპორტის უშუალო განხორციელება ხსენებული შპს-ების მეშვეობით.

 

რაც შეეხება ტ------–-–-----–-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხს - მოტყუებას, როგორც ზემოთ აღინიშნა, დადასტურებულია, რომ ტ------–-–-----–-ა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიებს იყენებდა საქმიანობის - საქონლის იმპორტის განხორციელების მიზნით, რითაც შეცდომაში შეყავდა მაკონტროლებელი ორგანო. მას შემდეგ, რაც ერთი კონკრეტული კომპანიის მეშვეობით განახორციელებდა საქონლის იმპორტს, საშეღავათო პერიოდის გამოყენებით გაიტანდა მას სარეალიზაციოდ და აღარ იხდიდა გადასახადებს, ხოლო შემდგომში ანალოგიურ ქმედებას ახორციელებდა სხვა კომპანიის მეშვეობით, რომელსაც არ გააჩნდა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე. ტ------–-–-----–-ამ მსგავსი ქმედებები 2012 წლის აგვისტოდან, 2014 წლის დეკემბრამდე განახორციელა ექვსი სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ხოლო როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების ჩვენებებით იქნა დადგენილი, იმპორტის ერთჯერადად განხორციელების შემდეგ კომპანიები წყვეტდნენ ფუნქციონირებას და ვერ ხდებოდა მათგან დაკისრებული გადასახადების ამოღება.

 

ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტ------–-–-----–-ა არა თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ არ იხდიდა იმპორტირებული საქონლისათვის დაწესებულ გადასახადებს, არამედ, მას თავდაპირველადვე ჰქონდა განსაზღვრული - არ გადაეხადა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადები და ამ გზით ზიანი მიეყენებინა სახელმწიფოსათვის. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას ტ------–-–-----–-ას მიერ გადასახადების გადაუხდელობის მიზეზად ფინანსური პრობლემების არსებობაზე, პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მათ მიერ სათანადო მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის საფუძველზე, ვერ იქნა დადასტურებული, თუ რაში მდგომარეობდა ტ------–-–-----–-ასათვის საქონლის რეალიზაციის დროს შექმნილი პრობლემები, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ერთი კომპანიის მეშვეობით საქონლის იმპორტისა და რეალიზაციის შემდეგ, ტ------–-–-----–-ა არცთუ ისე დიდი დროის გასვლის შემდეგ ახდენდა ახალი პროდუქციის შემოტანას საქართველოში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ ტ------–-–-----–-ამ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც სახეზე არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, მან შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს შეცდომაში შეყვანის გზით არ გადაიხადა საქონლის იმპორტის გადასახდელები, რის გამოც სახელმწიფომ ვერ მიიღო მისთვის განკუთვნილი შემოსავალი. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, ვინაიდან „Tax Info“-ს 2015 წლის 21 აპრილს ჩატარებული მონაცემთა ბაზის დათვალიერების ოქმით და სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ ტ------–-–-----–-ას მიერ საქონლის იმპორტირებისას შესაბამის კომპანიებზე დარიცხულმა იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადების ჯამმა შეადგინა 352 555 ლარი. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას აღნიშნული თანხის სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ წარმოდგენილი არ არის თითოეულ შემთხვევაში თუ რა ოდენობის იყო დამატებითი ღირებულების და რა ოდენობის იმპორტის გადასახადი. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებში დაფიქსირებულია თითოეული შპს-ს მიერ იმპორტირებული საქონლის სახეობა და ოდენობა, მათი ღირებულება და აქედან გამომდინარე, თითოეულის შემთხვევაში იმპორტის საბაჟო ოპერაციების შედეგად დარიცხული იმპორტის და დამატებითი ღირებულების გადასახადის ოდენობა. ბრალდების მხარე ტ------–-–-----–-ას ედავება ორივე სახის გადასახადის გადაუხდელობას და ისინი თითოეული კომპანიის შემთხვევაში არის დაზუსტებული, რის გამოც მხოლოდ ის გარემოება, რომ საქონლის იმპორტის შემთხვევაში დაწესებული გადასახდელები წარმოდგენილია დაჯამებული მდგომარეობით და არა ცალკ-ცალკე, ვერ წარმოშობს ამ მონაცემთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მასალები არის ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, ისინი სრულად აკმაყოფილებენ მტკიცების მაღალ სტანდარტს, რის საფუძელზეც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, სახეზე არ არის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ტ------–-–-----–-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ ტ------–-–-----–-ას რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების, ინდივიდუალური მახასიათებლების, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათის და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, არის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი ტ------–-–-----–-ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ტ------–-–-----–-ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის განაჩენი;

 

ტ------–-–-----–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ტ------–-–-----–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 14 დეკემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ტ------–-–-----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და მის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: CD დისკები - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე