განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1------17
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–----ე, გ-----------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ----------------------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ი---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისში, მ----------------------------–----------–---------------ში.
ადვოკატი - გ-------------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ბ--------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
ბ--------------ე 2013 წლის 1---------ოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 3(სამი) წელი დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 22 ნოემბერს საღამოს საათებში, ქ.თბილისში, ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ--------------ე თავს დაესხა სამარშუტო ტაქსის მძღოლს ტა-----–-–---–--ეს, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომერით - G-------- და ყელის გამოჭრის მუქარით გამოართვა მას 10 ლარი.
ბ--------------ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ტა-----–-–---–--ეს მიადგა 10 ლარის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბ--------------ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არაერთგზის.
ბ--------------ე 2013 წლის 1---------ოს განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 3(სამი) წელი დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 22 ნოემბერს საღამოს საათებში, ბ--------------ემ მოტყუებით, შემდგომი გადახდის პირობით, ქონებრივი დაზიანების მიზნით, „ოპელ ვექტრას“ მარკის სახელმწიფო ნომერის - G-------- სამარშუტო ტაქსით იმგზავრა ქ.თბილისში, ს------------ის მიმდებარე ტერიტორიამდე, თუმცა მგზავრობის საფასური არ გადაიხადა, რის გამოც, დაზარალებულ ტა-----–-–---–--ეს მიაყენა მატერიალური ზიანი.
ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ტა-----–-–---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში მოძრაობდა თბილისში სანაპიროზე მისი კუთვნილი „OPEL VECTRA“ სახ. N G--------“-ის ტაქსით. სწორედ ამ დროს გააჩერა პიროვნებამ, როგორც შემდეგ პატრულის თანამშრომლისგან გაიგო, ბ--------------ემ, რომელსაც ეცვა ტყავის ქურთუკი, ეცვა მაისური და თავზე ეფარა ნაჭრის ე.წ. „კაპიშონი“, ტანთ ეცვა ჯინსის შარვალი და სპორტული ტიპის ფეხსაცმელი. ბ--------------ემ ჰკითხა რამდენ ლარად გაიყვანდა რაზეც უპასუხა, რომ ხუთ ლარში გაიყვანდა, რის შემდეგ იგი ჩაჯდა ავტომანქანაში. ბ--------------ემ უთხრა, რომ ციოდა, რაზეც დაეთანხმა, რომ აცივდა. აღნიშნულზე ბ--------------ემ უპასუხა, რომ ამინდი არ უგულისხმია, ადამიანის სიკვდილი იგულისხმა, რომელიც მიწაში ჩადის. აღნიშნული საუბრის შემდეგ გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია. მივიდნენ ს---ოს ქუჩაზე კ-----ს მხარეს. ვინაიდან ბ--------------ე ჩუმად იჯდა, უთხრა, რომ უკვე კ-----ს ასახვევთან იყვნენ და ჰკითხა საით გაეგრძელებინა გზა, რაზეც უპასუხა, რომ გზა გაეგრძელებინა და მიეყვანა ქ-------–--თან მდებარე სკოლასთან. წავიდა ქ-------–-- მიმართულებით. როდესაც მიუახლოვდნენ მითითებულ ადგილს, ჰკითხა სად ჩაეხვია, რაზეც უპასუხა, რომ გაეგრძელებინა გზა და თავად ეტყოდა, თუ სად უნდა გაჩერებულიყო. მოძრაობა გააგრძელა დ-------------ის მიმართულებით, ჭ--------–--ისა და ს------------ის ასახვევთან აუხვიეს მარჯვენა მხარეს აღმართზე ერთ-ერთ ასახვევში, შემდეგ შეუხვიეს ხელმარცხნივ. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ხელმარჯვნივ ჭიშკართან ბ--------------ემ თხოვა ავტომანქანის გაჩერება. გააჩერა ავტომანქანა, რა დროსაც, ბ--------------ემ უთხრა ჩაექრო ძრავა. დაემორჩილა და ჩააქრო ძრავა. სწორედ ამ დროს მარჯვენა ხელზე მარცხენა ხელით გააკეთა მოძრაობა ზემოდან ქვემოთ თითქოს ქურთუკის სახელოდან რაღაც ნივთი გამოიღო და მიმართა: „ძებნილი ბიჭი ვარ, ძალიან საშიში პიროვნება ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ხარ და ყელი არ გამომაჭრევინო, რაც გაქვს ფული ამოიღე და მომეციო“ და შეაგინა დედის მისამართით. მარცხენა ხელით წაავლო კისერზე ხელი და დაიჭირა, ხოლო მარჯვენა ხელი მოუჭირა გულის არეში, აღიქვა, რომ ყელზე ედო რკინის მაგვარი საგანი, რადგან იგრძნო სიცივე, თუმცა ნივთი არ დაუნახავს. ახსოვდა, რომ ქურთუკის ჯიბეში ედო თანხა, თუმცა ვერ იპოვა და შემდეგ გაახსენდა, რომ ედო საფერფლეში თანხა. სულ 16 ლარი ჰქონდა, ხელით ამოიღო ორი ხუთ ლარიანი კუპიურა და გადასცა ბ--------------ეს. თანხის გადაცემის შემდეგ ბ--------------ე გადავიდა ავტომანქანიდან. ვინაიდან ძალიან შეშინებული იყო, ეგონა სიკვდილს ჩახედა თვალებში. უნდოდა პოლიციაში დარეკვა, მაგრამ შიშისგან ვერ ლაპარაკობდა და ვერ აუხსნიდა, რა და როგორ მოხდა. წამებში მოატრიალა ავტომანქანა, თუმცა ფარები არ ჩაურთვია და 10-12 მეტრში მიყვებოდა ბ--------------ეს, რომელსაც არსად არ შეუვლია, ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ქვევით. ამ დროს ზემოდან ჩამოდიოდა ავტომანქანა, რომელიც ანათებდა და აღნიშნული სინათლის შუქზე უთვალთვალებდა ბ--------------ეს, რომელიც გადავიდა მარცხენა მხარეს ხესთან, შემდეგ მარჯვენა მხარეს მდებარე ხესთან, ხოლო შემდეგ ჩავიდა დ-------------აზე მარცხენა მხარეს და გაჩერდა კუთხეში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიყვებოდა უკან და იგი არ დაუკარგავს თვალთახედვის არიდან. ბ--------------ე ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, თუმცა პირველი ტაქსის მძღოლმა არ გაუჩერა, ხოლო მეორე ტაქსის მძღოლმა, რომელიც იყო ვერცხლისფერი „OPEL OMEGA“, სახ. „NX--------“ გაუჩერა ავტომანქანა. ბ--------------ე ავტომანქანაში ჩაჯდა წინა მარჯვენა მხარეს. დაიმახსოვრა ავტომანქანის ნომერი, ფერი და გაყვა უკან, რადგან არ უნდოდა დაეკარგა მხედველობის არიდან. სწორედ ამ დროს გადაუსწრო საპატრულო პოლიციის ავტომანქანამ, რომელსაც დაუწყო ხმოვანი სიგნალების და შუქების ანთება, რათა მიექცია პატრულის თანამშრომლების ყურადღება. მოახერხა პატრულის თანამშრომლების ყურადღების მიქცევა. გადახტა ავტომანქანიდან, მივიდა პატრულის თანამშრომელთან და განუმარტა, რომ ბ--------------ემ დააყაჩაღა, თუმცა ისიც განუმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ან/და დანა ვერ შენიშნა, მხოლოდ სიცივე იგრძნო. იქვე მიაწოდა ინფორმაცია ავტომანქანის შესახებ, რომლითაც გადაადგილდებოდა ბრალდებული. პატრულის თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ სწრაფად ჩამჯდარიყო ავტომანქანაში. ჩაჯდა პატრულის ავტომანქანაში და განახორციელეს დევნა ტაქსის მისამართით, რომელშიც იჯდა ბრალდებული. პატრულის ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ყურადღება აღარ მიუქცევია ტაქსისთვის, რომელშიც ბრალდებული იჯდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაახლოებით 100 მ-ში შემჩნეული იქნა მის მიერ მითითებული ტაქსი, რომელსაც საძახისის გამოყენებით მოუწოდეს გადაეყენებინა და გაეჩერებინა ავტომანქანა. მძღოლი დაემორჩილა თანამშრომლების მოთხოვნას და გადააყენა ავტომანქანა. ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი გადავიდა ავტომანქანიდან და იარაღმომარჯვებული გაჩერდა ტაქსის წინ, ხოლო მეორე პატრულის თანამშრომელი გვერდიდან მივიდა ბრალდებულთან, რომელმაც მოუწოდა ხელები მაღლა აეწია და გადმოსულიყო ავტომანქანიდან. პატრულის თანამშრომელმა აღნიშნული პიროვნება გადაიყვანა ავტომანქანიდან, ჰკითხა სახელი-გვარი, რომელმაც უპასუხა, რომ იყო ბ--------------ე. პატრულის თანამშრომლებმა ჰკითხეს იცნობდა თუ არა მას, რაზეც უპასუხა, რომ არ იცნობდა. ბ--------------ეს ჰკითხა, თუ რატომ კლავდა, რაზეც ბ--------------ემ უპასუხა, „არაფერი დამიშავებია შენთვის და რა გინდაო“. პატრულის თანამშრომლმა ჰკითხა, რომ ბ--------------ე იყო თუ არა ის, ვინც წაართვა ფულადი თანხა, რაზეც უპასუხა, რომ ნამდვილად ის იყო. მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, არც სიტყვიერს და არც ფიზიკურს. ექსპერტებმა ორივე ავტომანქანიდან აიღეს ნიმუშები. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა როდესაც დაადო ხელი, იგრძნო სიცივე, თუმცა ვერ ადასტურებს რა საგანი ჰქონდა ხელში, ვინაიდან ბრალდებულის ხელში არც დანა და არც იარაღი არ დაუნახავს. მან აღიქვა, რომ ეს იყო მეტალის საგანი, თუმცა არც ბასრი და არც მჩხვლეტავი პირი არ ჰქონია, ვინაიდან მას აღნიშნული საგნის შეხების შედეგად არანაირი დაზიანება არ მიუღია. ბრალდებული პატრულის ავტომანქანაში ჩაჯდომამდე იყო მისი თვალთახედვის არეში და მას არ შეუნიშნავს, რომ რაიმე ნივთი ან ფულადი თანხა გადაეგდო ავტომანქანიდან. ბ--------------ეს მისთვის მგზავრობის საფასური არ გადაუხდია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსზე. 2017 წლის 22 ნოემბერს საღამოს საათებში უკვე ბნელდებოდა, მისი კუთვნილი „OPEL OMEGA“-ს მარკის სახ. „NX--------“-ის ავტომანქანით მოძრაობდა თბილისში, დ-------------აზე მდებარე N--------–--თან. როდესაც მიუახლოვდა დ------ისა და ბ------–---ის ქუჩების კვეთასთან მდებარე გაჩერებას, გააჩერა პიროვნებამ, რომელსაც ტანთ ეცვა ქურთუკი, ხოლო თავზე ეფარა ე.წ. „კაპიშონი“. მის ხელში არც მანქანაში ჩაჯდომისას და არც შემდეგ ფულადი თანხა, დანა, ან/და კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ დაუნახავს. ბრალდებულს ავტომანქანაში ყოფნისას მისთვის თანხა არ მიუწოდებია და არც რაიმე მოძრაობა გაუკეთებია, იჯდა თავისთვის გაუნძრევლად. ვინაიდან სიცივე იყო და ქარი ქროდა, ფანჯრის მინები აწეული ჰქონდათ და არც მას და არც მის მგზავრს მინები არ ჩაუწევიათ. აღნიშნული პირი, როგორც შემდგომ გაიგო, ბ--------------ე ჩაჯდა მის კუთვნილ ტაქსში და დაიწყეს მოძრაობა ნაძალადევის მეტროდან ახმეტელის მეტროს მიმართულებით. გაიარეს დაახლოებით კილომეტრნახევარი და ვინაიდან ბ--------------ეს მისთვის არაფერი უთქვამს მგზავრობის მარშუტის შესახებ, უნდოდა ეკითხა მიმართულება, თუ სად უნდოდა წასვლა, მაგრამ ვერ მოასწრო გამომდინარე იქედან, რომ ბ--------------ის ავტომანქანაში ჩაჯდომიდან დაახლოებით ერთ წუთში - წუთ ნახევარში უკანა მხრიდან მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც რაციით გადასცეს მისი ავტომანქანის სერია და ნომერი და მოუწოდეს გადაეყენებინა ავტომანქანა. დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და ავტომანქანა გააჩერა ზესტაფონის ქუჩის კუთხეში. საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დანახვაზე ბ--------------ემ გაიხედ-გამოიხედა, შეიშმუშნა და ანერვიულდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთაგან ერთ-ერთი გაჩერდა მისი ავტომანქანის წინ, ხოლო მეორე თანამშრომელი მიუახლოვდა მისი ავტომანქანის წინა მარჯვენა კარებს, გააღო კარი და ბ--------------ე გადაიყვანა ავტომანქანიდან. ამ დროს მიუახლოვდათ მეორე ტაქსის მძღოლი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ჰკითხა ბ--------------ე იყო თუ არა ის პირი, რომელმაც დააყაჩაღა, რაზეც ტა-----–-–---–--ემ დაუდასტურა, რომ სწორედ ის იყო პირი, რომელმაც დააყაჩაღა. აღნიშნულის შემდეგ ბ--------------ე ჩასვეს საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტები, რომელთა მიერ ჩატარებული იქნა მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება, საიდანაც ამოღებული იქნა ანაბეჭდები. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მოგვიანებით დაიკითხა მოწმის სახით, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დაკითხვის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ალ-------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო მორიგე. დაახლოებით 20:00 საათზე გამოვიდა სამსახურიდან და წავიდა ნახალოვკაში მის სამოქმედო ტერიტორიაზე. მეწყვილესთან - გ----------------–--ესთან ერთად მოძრაობდა დ-------------აზე ნაძალადევის მეტროდან კინო ,,საქართველოს“ მიმართულებით. არ მისული დ------ი-ბ------–---ის კვეთასთან, უკანა მხრიდან მიანათა ციმციმა შუქებმა და ისმოდა ხმოვანი სიგნალის ხმა. გააჩერა ავტომანქანა დ-------------აზე, რა დროსაც მიუახლოვდა პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, ტა-----–-–---–--ე, რომელმაც განუმარტა, რომ დააყაჩაღეს ს------------აზე, ხოლო ყაჩაღობის ჩამდენმა პირმა გვერდით ჩაუარა ვერცხლისფერი „ოპელ ომეგას“ მარკის ავტომანქანით. დაზარალებული ჩასვეს ავტომანქანაში, რომელმაც განუმარტა, რომ ბრალდებულს თავზე ეფარა შავი ფერის ე.წ. „კაპიშონი“, რომელმაც მარცხენა ხელი მოხვია კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელი მიაბჯინა ყელზე და მიმართა სიტყვებით „თუ არ გინდა ყელი გამოგჭრა, რაც გაქვს ფული მომეციო“. ამის გამო დაზარალებულმა საფერფლეში რაც ჰქონდა თანხა, ამოიღო და გადასცა ბ--------------ეს. ფულის გამორთმევის შემდეგ ჩავიდა ავტომანქანიდან და წავიდა კ--------ის ქუჩაზე. ვინაიდან შეშინებული იყო, რამდენიმე წამი თუ წუთი იჯდა ავტომანქანაში, ხოლო ბრალდებული მიდიოდა ფეხით, შემდეგ აამუშავა ავტომანქანა და ისე, რომ ფარები არ აუნთია, გაყვა უკან. ბ--------------ე ცდილობდა ტაქსის გაჩერებას, თუმცა ერთმა ტაქსმა არ გაუჩერა, ხოლო მეორემ ვერცხლისფერმა „ოპელ ომეგამ“ გაუჩერა და ჩაჯდა აღნიშნულ ავტომანქანაში. დაზარალებული დ------ი-კ--------ის კვეთიდან მოყვებოდა ფარებ ჩამქრალი ავტომანქანით, ხოლო შემდეგ შენიშნა პატრულის ეკიპაჟი და მივიდა დახმარების სათხოვნელად. განახორციელეს დევნა და დაახლოებით 50-60 მეტრში მოუწოდეს მძღოლს, რომ გაეჩერებინა ავტომანქანა. გააჩერეს ავტომანქანა, იარაღმომარჯვებული გადავიდა ავტომანქანიდან და მოუწოდა ბრალდებულს ხელები ეჩვენებინა, ხოლო მძღოლს მოუწოდეს ჩაექრო ძრავა. ამ დროს მისი მეწყვილეც მივიდა და გადმოიყვანეს ავტომანქანიდან პიროვნება, როგორც შემდგომ დადგინდა, ბ--------------ე. დაუძახა დაზარალებულს და ჰკითხა იყო ის იყო თუ არა ყაჩაღობის ჩამდენი პირი, რა დროსაც დაზარალებულმა დაუდასტურა, რომ ნამდვილად ის იყო და განმარტა, რომ „ამის სახეს რა დამავიწყებს, სიკვდილს ჩამახედა თვალებშიო“. განმეორებით ჰკითხა იყო თუ არა დარწმუნებული, რომ ნამდვილად ის იყო ყაჩაღობის ჩამდენი პირი, რა დროსაც დაზარალებულმა კანკალით მიუთითა, რომ ნამდვილად ის იყო და განმეორებით განმარტა, რომ ბ--------------ემ ისე შეაშინა, კინაღამ გული გაუსკდა, რომ მის სახეს ვერასოდეს დაივიწყებდა და მის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ადგილზე მომკვდარიყო. ვინაიდან დაზარალებული დანამდვილებით ამტკიცებდა, რომ სწორედ ბ--------------ემ დააყაჩაღა, ბ--------------ეს განუმარტა უფლებები და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ბანკის პლასტიკური ბარათები, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ნივთი ცეცხლსასროლი იარაღი, ან ფულადი თანხა ამოღებული არ ყოფილა. ტაქსის მძღოლს ზურაბ მუზაევს ჰკითხა, ხომ არ გადაუგდია ბ--------------ეს ავტომანქანიდან რაიმე საგანი, რაზეც ზ---------------მა განმარტა, რომ არაფერი არ გადაუგდია. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა პატაკი და აცნობა საგამოძიებო ჯგუფს. საგამოძიებო ჯგუფის მისვლის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. მის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო ბრალდებული და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–-----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს საპატრულო პოლიციის სამმართველოდან შევიდა შეტყობინება, რომ საჭირო იყო ნიმუშების აღება. მეწყვილესთან - ლ-–----------თან ერთად გამოცხადდა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დახვდათ გამომძიებელი და ბრალდებული. ბრალდებულისგან სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით ნებაყოფლობით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა სპეციალურ კონტეინერში და დაილუქა სპეც. პაკეტში, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს. მათ მიერ სპეციალური დაქტილოფირის გამოყენებით აღებული იქნა ხელის კვალის ნიმუშები, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–----------მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის სამმართველოდან შევიდა შეტყობინება, რომ საჭირო იყო ავტომანქანის დათვალიერება. მეწყვილესთან - გ------------–--ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობდ--–-----ე დ-------------აზე სამშობიაროს მიმდებარედ, ადგილზე დახვდათ ავტომანქანის მძღოლი და კინოლოგიის სამსახურის ექსპერტები. მათ მიერ დათვალიერებული იქნა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლის მითითებით წინა მარჯვენა სავარძლიდან და წინა მარჯვენა კარებიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა ნიმუშები, რომელიც დაილუქა შესაბამის პაკეტებში და გაკეთდა ხელმოწერები, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იყო მორიგე, რა დროსაც, საპატრულო პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, რომ მომხდარი იყო ყაჩაღობა და საჭირო იყო სუნის კვალის აღება. შემთხვევის ადგილზე დ-------------აზე გავიდა მეწყვილე კ-----------ესთან ერთად, სადაც დახვდათ გამომძიებელი და ავტომანქანის მეპატრონე - ზ---------------ი, რომელმაც მიუთითა, რომ ბრალდებული იჯდა წინა მარჯვენა სავარძელზე. მათ მიერ ავტომანქანა „ოპელის“ წინა მარჯვენა სავარძლიდან აქტივიზირებული ნახშირის გამოყენებით აღებული იქნა სუნის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იქნა 0,5 მლ. ქილაში, რომელიც დაილუქა სპეც. პაკეტში, მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა კ-----------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 22 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის სამმართველოდან შევიდა შეტყობინება თბილისში, ცოტნე დ------ის გამზირზე ავტომანქანის დათვალიერებასთან დაკავშირებით. მეწყვილესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ ავტომანქანის მფლობელი და გამომძიებელი, რომელმაც აუხსნა, რომ უნდა დაეთვალიერებინათ ავტომანქანა. ავტომანქანა „ოპელ ომეგას“ წინა მარჯვენა კარის გარე და შიდა სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები ბიოლოგიურ ჩხირებზე, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები. მათ მიერ ამოღებული ნიმუშები მოთავსდა სამ პაკეტში, რომლებზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაილუქა ცალ-ცალკე, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------–-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს კინოლოგიის სამსახურის სამორიგეო ნაწილში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურიდან შევიდა შეტყობინება, რომ დ-------------ა N255-ის მიმდებარედ მომხდარი იყო ყაჩაღობის ფაქტი. მეწყვილესთან - გ-----------–------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი, ექსპერტ-კრიმინალისტები და ავტომანქანის მფლობელი, რომელმაც მიუთითა, რომ პიროვნება იჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე. ადგილზე დახვდათ „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში ერთ ქილად, რომელიც მოთავსებული იქნა 0,5 ლიტრი ტევადობის მინის ქილაში, დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი, მოთავსდა სპეც. პაკეტში და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოწერა ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------–------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი--------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ბ--------------ის ნარკოლოგიური შემოწმება, რის შედეგად გაცემული იქნა დასკვნა, რომ ბრალდებულ ბ--------------ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ბენზოდიაზეპინების შემცველობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლის და ბრალდებულის მონაწილეობით ბ--------------ისგან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, კერძოდ: სტერილური დოლბანდები მოთავსებული იქნა ბ--------------ის ორივე ხელის გულში 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც, სტერილური დოლბანდები მოთავსდა 0,5 მინის ქილაში გააქტიურებულ ნახშირთან ერთად და დაილუქა კინოლოგიის სამსახურის ლუქით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. დალუქული ქილა მოთავსდა სპეც. პაკეტში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა სუნის ნიმუშის აღების ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ და განმარტა, რომ პაკეტში, წარწერით: „X-------“-ის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტზე...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N1; კონვერტები, წარწერით: „...წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან...“) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკურ პროფილში ბ--------------ის (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) ცალ ბამბისთავიან ბიოლოგიურ ჩხირზე არსებული ბ----------------------------ის დ-------------- წ.-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N2; კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის საკეტის შიდა სახელურიდან...“) და პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდები 2 ც ბიოლოგიურ ჩხირზე (სველი და მშრალი) ...დ------ის N263-ის მიმდებარედ ავტომანქანა სახ. NX-------“-ის დათვალიერება ყაჩაღობის ფაქტზე...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N3; კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის საკეტის გარეთა სახელურიდან“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსეში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: :...ანაწმენდები 3 ცალ მშრალ და 3 ცალ დანამულ ჩხირზე ამოღებული ავტომანქანა ოპელი სახ. NG---------დან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N4-6 გენეტიკური პროფილები შერეულია: პაკეტი N6-ის (კონვერტები, წარწერებით: „ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ბერკეტიდან“) გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--------------ეს (ობ N7); პაკეტი N4-ის კონვერტები, წარწერებით: „...ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის გარე სახელურიდან“) გენეტიკურ პროფილში ბ--------------ის (ობ. N7) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება: პაკეტი N5-ის (კონვერტები, წარწერებით: „...წინა მარჯვენა კარის შიდა სახელურიდან“) გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ----------------ემ და განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული იქნა ოდოროლოგიური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, მოქალაქე ტა-----–-–---–--ეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ სახ. NG-------- და ავტომანქანა „ოპელ ომეგა“ სახ. NX---------ის სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია 03.12.1--- წელს დაბადებულ, ბრალდებულ ბ--------------ესგან (პ/ნ 0----------) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------ემ და განმარტა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის დ---------–-–---–ის მიერ დანიშნულ იქნა ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა ერთი ფუთა და 2 პაკეტი. მის მიერ ჩატარებული იქნა ბოჭკოს მიკრონაწილაკების ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ავტომანქანა „OPEL OMEGA“, სახ. NX---------ის და ავტომანქანა „OPEL VECTRA“ სახ. N G---------ის წინა მარჯვენა სავარძლის საზურგე ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის ბ--------------ის პულოვერის, ტყავის ქურთუკის, კაპიუშონის და ნაქსოვი კიდეს ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ავტომანქანა „OPEL OMEGA“, სახ. NX---------ის და ავტომანქანა „OPEL VECTRA“ სახ. N G---------ის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ადგილებიდან დაქტილოფირებით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის არსებული მუქი ფერის ბამბის და ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკები კონკრეტულად დატოვებულია თუ არა ბ--------------ის ჯინსის შარვლის ქსოვილიდან, დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ჯინსის შარვლის ნაწარმი ფართოდ არის გავრცელებული, სერიული წარმოებისაა და ქსოვილში შემავალი ბოჭკოები ხასიათდებიან ერთგვაროვანი გვარეობითი ნიშნებით. მოწმის განმარტებით, იმისათვის, რომ გვარეობითი კუთვნილება დადგინდეს, ბოჭკოს მიკრონაწილაკებს უნდა ჰქონდეს რამდენიმე სახის ინდივიდუალური ნიშანი, რაც ჯინსის ბოჭკოს შემთხვევაში თითქმის ყველა ერთნაირია, ერთნაირი სტრუქტურა და ერთნაირი ნიშან-თვისებები და ერთნაირი საღებავის კლასი აქვს, ამიტომ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–-–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, ს--------------ში. ბ--------------ე არის მისი ბავშვობის მეგობარი, რომლისგანაც სესხად აიღო 200 (ორასი) ლარი. 2017 წლის 22 ნოემბერს დილით ბ--------------ეს შეხვდა უბანში, რომელმაც სთხოვა თანხის დაბრუნება. შეთანხმდნენ, რომ საღამოს დაუბრუნებდა თანხას, თუმცა საათი არ დაუკონკრეტებია. შეძლო 100 ლარის შეგროვება და ელოდებოდა როდის მივიდოდა თანხის წასაღებად, თუმცა ბ--------------ე არ მივიდა თანხის წასაღებად, მასაც გადაავიწყდა და მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა ბიძაშვილთან სტუმრად. სახლიდან გასვლისას ჩააქრო შუქი და ისე წავიდა. ვინაიდან შუქი ჩამქრალი იყო, სავარაუდოდ ბ--------------ემ არ შეაწუხა მისი დედა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული და გაბრუნდა უკან ისე, რომ არ დაუძახა. მეორე დღეს გაიგო, რომ ბ--------------ეს ს------------იდან 100-150 მეტრში შელაპარაკება მოუვიდა ტაქსის მძღოლთან და დაკავებული იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1995 წელს ბ--------------ესთან ერთად ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში. ა-----–-–---–-----ს იცნობს. ბ--------------ე და ა-----–-–---–-----ი ცხოვრობენ ერთ უბანში და არიან მეგობრები. ა-----–-–---–-----თან სახლში არ არის ნამყოფი--------–- ძირითადად ბ----თან ჰყავს ნანახი, მაგრამ იცის, რომ ა-----–-–---–-----ი ცხოვრობს თბილისში ს------------აზე.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლომ შეაფასა ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე გ----------------–--ის დაკითხვის ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ტა-----–-–---–--ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, 2013 წლის 1---------ოს განაჩენი ბ--------------ის მიმართ, ზ---------------ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რომლებიც მხარეების მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - ბ--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს შეხვდა მეგობარს - ა-----–-–---–-----ს, რომლისგანაც თანხა ჰქონდა მისაღები. ა-----–-–---–-----ი შეპირდა, რომ ბიძაშვილს გამოართმევდა თანხას და 21:00 საათიდან 22:00 საათამდე გადასცემდა 100 ლარს. შემდეგ მივიდა მის მეგობარ - ლევანისთან წერეთელზე მდებარე ოფისში, სადაც შეხვდა მეორე მეგობარს დ---------–----ეს. დალიეს ლუდი და გადაწყვიტეს ყავის დასალევად შარდენზე წასვლა. ლ------ წაიყვანა და დატოვა შარდენზე. დ---------–----ესთან ერთად გაისეირნა, დალიეს ყავა და დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ გააჩერა ტაქსი, რომელსაც სთხოვა ნახალოვკაში 6 ლარად გაყვანა. თან განუმარტა, რომ თანხა თან არ ჰქონდა, სთხოვა გაეყვანა კონკრეტულ მისამართზე და ადგილზე მისვლის შემდეგ გადაუხდიდა 6 ლარს. ტაქსის მძღოლმა უთხრა დაჯექი, პრობლემა არ არისო. მ----------–ასთან აუხვიეს და ავტომანქანა გააჩერებინა მისი მეგობრის სახლის წინ. გაიხედა ა-----–-–---–-----ის სახლისკენ და დაინახა, რომ არ იყო სინათლე ანთებული. მიხვდა, რომ ა-----–-–---–-----ი არ იყო სახლში. სავარაუდოდ შემთხვევის ადგილზე არ იყო გარე განათება, ზუსტად არ ახსოვს, ციოდა და ქროდა ქარი, რის გამოც, დაიხარა და ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ მიეყვანა მუხიანში მის საცხოვრებელ სახლში და ერთად გადაუხდიდა ორივე მგზავრობის საფასურს, თუმცა მძღოლმა არ მისცა ჩაჯდომის საშუალება და მიაძახა „შენნაირი მათხოვარი ბევრი მინახავსო“. აღნიშნულზე გაბრაზდა, შეაგინა ტაქსის მძღოლს და ავტომანქანის საბურავს მიარტყა ფეხი. ვინაიდან ტელეფონზე არ ჰქონდა ანგარიში, ვერ დაუკავშირდა ა-----–-–---–-----ს და აუჩქარებლად წამოვიდა. დაახლოებით 20 მეტრში გააჩერა ტაქსი. ერთი გაჩერებაც არ გაუვლიათ, რომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავზე იარაღი დაადო, გადმოიყვანა ავტომანქანიდან და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. შემთხვევის დღეს ეცვა ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, თბილი ნაქსოვი ქუდი ე.წ. „კაპიშონი“ და სპორტული ფეხსაცმელი. მოწმის განმარტებით, ა-----–-–---–-----ს არც მისვლამდე და არც მას შემდგომ არ დაკავშირებია გამომდინარე იქედან, რომ ანგარიშზე არ ჰქონდა თანხა და არც მისი მეგობრის დ---------–----ისათვის უთხოვია ტელეფონით სარგებლობის უფლება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და განმარტავს შემდეგს: ზოგადად, იმ პირის ჩვენება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არ არის სარწმუნო. მისი როგორც საქმეში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს სამართალდარღვევის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სარწმუნო. მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
ბ--------------ის ჩვენების თანახმად, იგი თითქოსდა წინასწარ შეუთანხმდა დაზარალებულ - ტა-----–-–---–--ეს, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ გადაუხდიდა თანხას, რომელიც მის მეგობარს უნდა გადაეცა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა ტა-----–-–---–--ემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ბრალდებულს შეუთანხმდა მხოლოდ მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ მგზავრობის საფასური უნდა გამოერთვა მეგობრისთვის და ისე გადაეხადა თანხა, ან/და ბრალდებული უნდა გაეყვანა მუხიანში და შემდეგ ორივე მარშრუტით მოძრაობის ღირებულება ერთად გადაეხადა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ბ--------------ის ჩვენებას, რომ თითქოსდა სატელეფონო ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა და ამის გამო ვერ დაუკავშირდა ა-----–-–---–-----ს, რომ გაერკვია იყო თუ არა იგი სახლში. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის განმარტებით, მას ტაქსში ჩაჯდომამდე ახლდა მეგობარი, რომელსაც ჰქონდა მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი თან ჰქონდა ასევე დაზარალებულ ტა-----–-–---–--ესაც. შესაბამისად, მას შეეძლო მეგობრისთვის ეთხოვა დახმარება, ამ გზით გაერკვია იმყოფებოდა თუ არა ა-----–-–---–-----ი სახლში და ჰქონდა თუ არა მისთვის გადასაცემად თანხა, ან/და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ა-----–-–---–-----ი არ იმყოფებოდა სახლში, დაზარალებულისთვის ეთხოვა დახმარება, რათა დაკავშირებოდა ა-----–-–---–-----ს, თუმცა ბრალდებული ასე არ მოიქცა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------------ემ განზრახ აარიდა თავი მგზავრობის საფასურის გადახდას.
ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ბ--------------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულმა ბ--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის იმ პოზიციას, რომ ბრალდებულს საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ--------------ის მიერ ტა-----–-–---–--ის დაყაჩაღების ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ყაჩაღობის დასადასტურებლად ფაქტობრივად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენების სახით, რომელიც თავის მხრივ ყაჩაღობის ბრალდების ნაწილში არ არის დამაჯერებელი და საფუძვლად ვერ დაედება მითითებული კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბრალდებულმა დაადო ცივი საგანი, სავარაუდოდ დანა (აღნიშნული საგანი მან ვერ დაინახა) და ყელის გამოჭრის და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წართვა მას ფულადი თანხა 10 ლარის ოდენობით. მისივე ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული მისი ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ გადაადგილდებოდა ფეხით, რომელსაც მიყვებოდა უკან და უთვალთვალებდა. ბრალდებული მას არ დაუკარგავს თვალთახედვის არედან, რომელსაც არც კანონსაწინააღმდეგო ნივთი და არც ფულადი თანხა არ გადაუგდია მეორე ტაქსში ჩაჯდომამდე. ტაქსის მძღოლმა მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------მა განმარტა, რომ მის ტაქსში ყოფნისას ბრალდებულს არც კანონსაწინააღმდეგო ნივთი და არც ფულადი თანხა არ გადაუგდია, ვინაიდან ციოდა და ავტომანქანის მინები იყო აწეულ მდგომარეობაში. მას შემდეგ, რაც ზ---------------ის ავტომანქანა შეჩერებული იქნა პატრულ-ინსპექტორების მიერ, დაკავებული იქნა ბრალდებული ბ--------------ე, მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ან ფულადი თანხა ან რაიმე საგანი, რაც დაზარალებულს შეიძლება აღექვა იარაღად, მისგან ამოღებული არ ყოფილა. ასევე, დათვალიერებული იქნა ზ---------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომაქანა, საიდანაც ასევე არაფერი იქნა ამოღებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება ყაჩაღობის ბრალდების დადასტურების კუთხით წინააღმდეგობაშია საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საფუძვლად ვერ დაედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით პირის დამნაშავედ ცნობას.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულს მისთვის მგზავრობის თანხა არ გადაუხდია, რაც ასევე დადასტურდა ბრალდებულის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ფულადი თანხა. თანხის მიღებას აპირებდა მეგობრისგან ა-----–-–---–-----ისგან, თუმცა იგი სახლში არ დახვდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია არა ყაჩაღობა, არამედ ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არაერთგზის.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივად შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
დაზარალებულის ტა-----–-–---–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში ბრალდებულმა გააჩერა და სთხოვა კუკიაზე გაყვანა. შეთანხმდნენ, რომ მგზავრობის საფასურად ბრალდებულს უნდა გადაეხადა 5 ლარი, თუმცა ადგილზე მისვლისას ბრალდებულმა არ გადაუხადა მგზავრობის საფასური და წავიდა დ-------------ის მიმართულებით. დაზარალებულის განმარტებით, იგი უკან გაყვა ბრალდებულს და უთვალთვალებდა, რა დროსაც, დაინახა, რომ ბრალდებული ჩაჯდა ვერცხლისფერი „OPEL OMEGA“-ს, სახ. NX-------- ავტომანქანაში. დაიმახსოვრა ავტომაქანის სერია, ნომერი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სთხოვა დახმარება.
მოწმის სახით დაკითხული ზ---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს საღამოს საათებში უკვე ბნელდებოდა მისი კუთვნილი „OPEL OMEGA“-ს მარკის სახ. NX---------ის ავტომანქანით მოძრაობდა თბილისში, დ-------------აზე მდებარე N--------–--თან. იგი გააჩერა ბრალდებულმა, რომელსაც არც მარშუტი უთქვამს და არც მგზავრობის თანხა გადაუხდია, ჩაჯდა მის ავტომანქანაში და გაიარეს გარკვეული მანძილი. თავადაც ვერ მოასწრო ეკითხა ბრალდებულისათვის, თუ სად მიდიოდა, ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, რომლებმაც დააკავეს ბრალდებული.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ალ-------–------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა გააჩერა მათი ეკიპაჟი, რომელმაც განუმარტა, რომ პიროვნებამ წაართვა თანხა და მიაწოდა ინფორმაცია რომ იმის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნება იჯდა ვერცხლისფერ „OPEL OMEGA“ სახ. NX-------- ავტომანქანაში. მათ მიერ შეჩერებული იქნა აღნიშნული ავტომანქანა, ხოლო ბ--------------ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ავტომანქანა ოპელი სახ. NG---------დან ამოღებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ბ--------------ეს.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 4 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ავტომანქანა „ოპელ-ვექტრა“ სახ. NG-------- და ავტომანქანა „ოპელ ომეგა“ სახ. NX---------ის სავარძლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ბ--------------ისგან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის.
თავად ბრალდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ნოემბერს საღამოს საათებში, მან იმგზავრა ტა-----–-–---–--ის სამარშუტო ტაქსით და მას მგზავრობის საფასური მისთვის არ გადაუხდია.
ზემოთგანხილული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, ბ--------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულმა მას ყელის არეში დაადო რაღაც ცივი საგანი, სავარაუდოდ დანა ან იარაღი, რომლის მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ყელის გამოჭრით. დაზარალებულის ჩვენება ამ ნაწილში არ არის გამყარებული საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ბრალდებული დაკავებული იქნა შემთხვევიდან დროის უმოკლეს პერიოდში. დაზარალებულის განმარტებით, მასზე ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან ბრალდებულის ზ---------------ის ტაქსში ჩაჯდომამდე ბ--------------ე ჰყავდა თვალთახედვის არეში, რა დროსაც მას რაიმე ნივთი ან ფულადი თანხა არ გადაუდია. მოწმე ზ---------------მა დაადასტურა, რომ მის ავტომანქანაში ყოფნისას მინები იყო აწეული, ბრალდებულს არც მინები ჩამოუწევია და არც რაიმე საგანი ან ფულადი თანხა არ გადაუგდია. ბრალდებულს დაკავებისთანავე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, თუმცა მისი პირადი ჩხრეკისას ვერც დაზარალებულის მიერ მითითებული იარაღი და ვერც ფულადი თანხა ვერ იქნა ამოღებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება ფულადი თანხის ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლების ნაწილში გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ იქნა წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა მიზანი არ გადაეხადა თანხა დაზარალებულისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულს ჰქონდა მოლოდინი, რომ მეგობარი გადასცემდა თანხას, რომელსაც გადაუხდიდა დაზარალებულს, როგორც მინიმუმ უნდა დაკავშირებოდა მეგობარს და გაერკვია იყო თუ არა იგი სახლში და ჰქონდა თუ არა ფულადი თანხა. მითუმეტეს იმ გარემოების ფონზე, როდესაც ბრალდებულისათვის ცნობილი იყო, რომ მის მეგობარს ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რაც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-----–-–---–-----მა.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთგანხილული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ--------------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, თუმცა უტყუარად დასტურდება ბ--------------ის მიერ დაზარალებულ ტა-----–-–---–--ის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------------ემ განიზრახა მოტყუებით დაეზიანებინა დაზარალებულის ქონებრივი უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა ფულადი თანხა, გააჩერა „ოპელ-ვექტრა“ სახ. NG-------- მარკის ავტომანქანა, რომლითაც იმგზავრა კონკრეტულ მისამართამდე, ხოლო შემდეგ ავტომანქანიდან გადავიდა ისე, რომ მგზავრობის საფასური არ გადაიხადა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის განზრახვის შესაფასებლად სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის მიერ განხორციელებული მოქმედებები. ბრალდებულის განზრახვაზე, ტა-----–-–---–--ისათვის არ გადაეხადა მგზავრობის საფასური და მოტყუებით დაეზიანებინა დაზარალებულის ქონებრივი უფლება, მიუთითებს ის გარემოება, რომ იგი ტაქსის მძღოლს არ შეუთანხმდა ავტომანქანაში ჩაჯდომისთანავე, რომ თანხას გადაუხდიდა ადგილზე მისვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მეგობარი გადასცემდა მას თანხას. მას მცდელობაც კი არ ჰქონია ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა მეგობარს, რომელსაც თითქოს მისთვის უნდა გადაეცა ფულადი თანხა. მით უფრო, რომ მისი მეგობარი განიცდიდა ეკონომიურ სიდუხჭირეს, შეიძლებოდა იგი საერთოდ არ დახვედროდა სახლში, ან არ ჰქონოდა შეპირებული თანხა. ბ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის განზრახვას ადასტურებს ასევე მის მიერ განხორციელებული ქმედება უკვე ზ---------------ის კუთვნილ ავტომანქანით მგზავრობისას. კერძოდ, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ზ---------------ის ავტომანქანაში ყოფნის მომენტში ბ--------------ეს არ ჰქონდა ფულადი თანხა და შესაბამისად, იგი მგზავრობის საფასურს მძღოლს ვერ გადაუხდიდა. რამდენიმე წუთით ადრე ტა-----–-–---–--ესთან მომხდარი ინციდენტის შემდგომ იგი კვლავ ისე მგზავრობდა ზ---------------ის სამარშრუტო ტაქსით, რომ იგი არ შეთანხმებია ტაქსის მძღოლს საფასურის გადახდის საკითხზე. ეს გარემოებაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ბრალდებულის განზრახვაზე, რომ ტა-----–-–---–--ის ავტომაქანით მგზავრობისას მას ჰქონდა განზრახვა მოტყუებით დაეზიანებინა დაზარალებულის ქონებრივი უფლება.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ--------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1---------ოს განაჩენით: ბ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2013 წლის 8 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2013 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2013 წლის 18 ივნისიდან.
ბ--------------ე 2016 წლის 17 ივნისს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კალენდარულად სასჯელის ვადის გასვლის გამო.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. ამასთან, ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით. თუ თაღლითობის დროს მოტყუებითი ხერხის გამოყენებით ხდება სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი ზიანის მიყენებისას ნივთის ამ გზით ამოღება არ ხორციელდება. მესაკუთრის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება. განსახილველი მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო, თუმცა, ნორმატიული აქტის საფუძველზე ქონება შეტანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ფონდში, ე.ი. მისი ფონდი უნდა გაზრდილიყო. ამრიგად, აღნიშნული დანაშაულის განხორციელებისას ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში, არამედ გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას.
ზემოთაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან. ცხადია, რომ დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დადგენილ უნდა იქნეს მიზეზობრივი კავშირი. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება. სუბიექტური მოტივით სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1---------ოს განაჩენით, ბ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3(სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2013 წლის 18 ივნისიდან. ბ--------------ე 2016 წლის 17 ივნისს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კალენდარულად სასჯელის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის (2017 წლის 22 ნოემბერს) ბ--------------ე ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ბ--------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ--------------ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ--------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
ამასთანავე, ვინაიდან ბ--------------ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ბ--------------ეს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ქიმიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3(სამი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ--------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ავტომანქანებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ოდოროლოგიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3 (სამი) პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ნიმუშები და ბ--------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადმოგზავნილი 4(ოთხი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანებიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
2. ბ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1---------ოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1---------ოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
5. ბ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ნოემბრიდან.
6. ბრალდებულ ბ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ქიმიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3(სამი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ--------------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ავტომანქანებიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ოდოროლოგიური ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადაგზავნილი 3 (სამი) პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ნიმუშები და ბ--------------ისგან აღებული სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის შესრულების შემდგომ გადმოგზავნილი 4(ოთხი) პაკეტი, რომლებშიც მოთავსებულია ბ--------------ის ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანებიდან აღებული ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი