განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია
სხდომის მდივნები: გ------ კ----------–---–ი და თ----- შ--------ე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ვა-----------------ე, ლ---- მ---–---
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ნ---- გ------- ასული კ---–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–-----–---------------------------------------ში
ადვოკატი - ტ------– კ------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
2. ბრალდებული - უ-- გ------ის ძე ზ------ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–-----------------------------–-----------–------------------ში
ადვოკატი - ტ------– კ------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
3. ბრალდებული - ნ------- ზ--–----ს ძე ბ---–----–-–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: კ-------------------–------
ადვოკატი - ვ------- თ--–-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. სისხლის სამართლის საქმეზე, ნ---- კ---–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 ივნისს რეგისტრირებულ იქნა შპს „ს------ი“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. 2008 წლის 12 თებერვალს საზოგადოება რეგისტრირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად.
შპს „ს------ის“ დამფუძნებლები, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით არიან უ-- ზ------ე და ნ---- კ---–---–ი. საზოგადოების დირექტორი დაფუძნების დღიდან 2--- წლის 5 ნოემბრამდე იყო ნ---- კ---–---–ი. 2--- წლის 4 აგვისტომდე იყო ნ------- ბ---–----–-–---–ი, ხოლო 2--- წლის 4 აგვისტოდან საზოგადოების დირექტორია უ-- ზ------ე. საზოგადოების ფაქტობრივ მართვას ახორციელებდა უ-- ზ------ე, მის მიერვე დანიშნული დირექტორების მეშვეობით.
უ-- ზ------ემ განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა საზოგადოების დირექტორებს ნ---- კ---–---–ი და ნ------- ბ---–----–-–---–ი, რა დროსაც შეთანხმდნენ სრულად არ აესახათ საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და ყალბად უთითებენ მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ს------ის“ საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე პერიოდი. 2--- წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 693 776 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 456 251 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე 2--- წლის 22 ოქტომბერს გამოიცა №------- საგადასახადო მოთხოვნით, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 915 983,23 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 464 064 ლარი, ჯარიმა 237 525 ლარი, საურავი 214 394,23 ლარი. 2--- წლის 11 ნოემბრამდე, ნ---- კ---–---–ის დირექტორობის პერიოდში საზოგადოებას შემოწმებით გადასახდელად დაეკისრა ძირითადი გადასახადი 185 548 ლარის ოდენობით.
უ-- ზ------ემ, ნ---- კ---–---–მა და ნ------- ბ---–----–-–---–მა არ ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მათ მიერ არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 456 251 ლარი, ამასთანავე ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
1.2. სისხლის სამართლის საქმეზე, ნ------- ბ---–----–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 ივნისს რეგისტრირებულ იქნა შპს „ს------ი“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. 2008 წლის 12 თებერვალს საზოგადოება რეგისტრირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად.
შპს „ს------ის“ დამფუძნებლები, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით არიან უ-- ზ------ე და ნ---- კ---–---–ი. საზოგადოების დირექტორი დაფუძნების დღიდან 2--- წლის 5 ნოემბრამდე იყო ნ---- კ---–---–ი. 2--- წლის 4 აგვისტომდე იყო ნ------- ბ---–----–-–---–ი, ხოლო 2--- წლის 4 აგვისტოდან საზოგადოების დირექტორია უ-- ზ------ე. საზოგადოების ფაქტობრივ მართვას ახორციელებდა უ-- ზ------ე, მის მიერვე დანიშნული დირექტორების მეშვეობით.
უ-- ზ------ემ განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა საზოგადოების დირექტორებს ნ---- კ---–---–ი და ნ------- ბ---–----–-–---–ი, რა დროსაც შეთანხმდნენ სრულად არ აესახათ საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და ყალბად უთითებენ მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ს------ის“ საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე პერიოდი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ს------ის“ საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე პერიოდი. 2--- წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 693 776 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 456 251 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე 2--- წლის 22 ოქტომბერს გამოიცა №------- საგადასახადო მოთხოვნით, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 915 983,23 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 464 064 ლარი, ჯარიმა 237 525 ლარი, საურავი 214 394,23 ლარი. 2--- წლის 11 ნოემბრიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე ნ------- ბ---–----–-–---–ის დირექტორობის პერიოდში საზოგადოებას შემოწმებით გადასახდელად დაეკისრა ძირითადი გადასახადი 128 946 ლარის ოდენობით.
უ-- ზ------ემ, ნ---- კ---–---–მა და ნ------- ბ---–----–-–---–მა არ ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მათ მიერ არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 456 251 ლარი, ამასთანავე ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
1.3. სისხლის სამართლის საქმეზე, უ-- ზ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 1 ივნისს რეგისტრირებულ იქნა შპს „ს------ი“, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. 2008 წლის 12 თებერვალს საზოგადოება რეგისტრირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად.
შპს „ს------ის“ დამფუძნებლები, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით არიან უ-- ზ------ე და ნ---- კ---–---–ი. საზოგადოების დირექტორი დაფუძნების დღიდან 2--- წლის 5 ნოემბრამდე იყო ნ---- კ---–---–ი. 2--- წლის 4 აგვისტომდე იყო ნ------- ბ---–----–-–---–ი, ხოლო 2--- წლის 4 აგვისტოდან დღემდე საზოგადოების დირექტორია უ-- ზ------ე.
უ-- ზ------ემ, ნ---- კ---–---–მა და ნ------- ბ---–----–-–---–მა განიზრახეს სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ---- კ---–---–ი და ნ------- ბ---–----–-–---–ი, უ-- ზ------ესთან შეთანხმებით სრულად არ ასახავდნენ საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებენ მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა შპს „ს------ის“ საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, რამაც მოიცვა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე პერიოდი. 2--- წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით საწარმოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 693 776 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 456 251 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე 2--- წლის 22 ოქტომბერს გამოიცა №------- საგადასახადო მოთხოვნით, რომლის თანახმადაც გადამხდელს დაერიცხა სულ 915 983,23 ლარი, საიდანაც ძირითადი გადასახადი არის 464 064 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი, საურავი 214 394,23 ლარი.
უ-- ზ------ემ, ნ---- კ---–---–მა და ნ------- ბ---–----–-–---–მა არ ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მათ მიერ არ იქნა გადახდილი შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 456 251 ლარი, ამასთანავე ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ---- კ---–---–ის, უ-- ზ------ისა და ნ------- ბ---–----–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ---- კ---–---–ის, უ-- ზ------ისა და ნ------- ბ---–----–-–---–ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შპს „აუდიტორული კომპანია კ------–--------------სა“ და შპს „ს------ს“ შორის 2--- წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2--- წლის 7 ნოემბერს გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად:
აუდიტორულმა კომპანიამ მოახდინა შპს „ს------ის“ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება (მათ შორის, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების სისწორე და საგადასახადი ინსპექციაში წარდგენილი საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციების შესაბამისობა კოდექსთან და წარდგენის თავისდროულობა), რომელმაც მოიცვა 2007 წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 1 იანვრამდე პერიოდი.
საშემოსავლო გადასახადი - საზოგადოების მიერ 2007 წელში არ არის გაცემული ხელფასი ან მასთან გათანაბრებული თანხები. 2008, 2009, 2--- წლებში საშემოსავლო გადასახადო დარიცხულია სწორად. 2--- წელში საზოგადოების მიერ დარიცხულია საშემოსავლო გადასახადი 447 790.9 ლარით ნაკლები (514 312.3 - 66 521.4 = 447 790.9), მათ შორის, ნოემბრის თვეში 207 308 ლარით ნაკლები, ხოლო დეკემბრის თვეში 240 032.9 ლარით ნაკლები.
დეკლარაციით (2008 წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2008 წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული - 325 858.0 ლარი საშემოსავლო - 73 958.3 ლარი დარიცხული - 325 858.0 ლარი საშემოსავლო - 73 958.3 ლარი
დეკლარაციით (2009 წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2009 წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული - 341 250.0 ლარი საშემოსავლო - 68 250.0 ლარი დარიცხული - 341 250.0 ლარი საშემოსავლო - 68 250.0 ლარი
დეკლარაციით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული - 198 360.0 ლარი საშემოსავლო - 39 672.0 ლარი დარიცხული - 198 360.0 ლარი საშემოსავლო - 39 672.0 ლარი
დეკლარაციით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული - 333 807.0 ლარი საშემოსავლო - 66 521.40 ლარი დარიცხული - 2 571 561.3 ლარი საშემოსავლო - 514 312.3 ლარი
მოგების გადასახადი - 2007 წელში დარიცხულია 33.0 ლარით ნაკლები მოგების გადასახადი, 2008 წელში - 854 ლარით ნაკლები, 2009 წელში - 1512 ლარით ნაკლები, 2--- წელში 11 976.57 ლარით ნაკლები. საზოგადოების მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ 2--- წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის ფაქტიურ მონაცემებთან შედარების შედეგად ნაკლებია დარიცხული მოგების გადასახადი 9281.83 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ 2--- წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში შეტანილი ხელფასების საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, რომლის შედეგებით დაერიცხათ გადასახდელად 7813 ლარი.
დეკლარაციით (2007 წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2007 წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული სახელფასო განაცემები - 57 740 ლარი დარიცხული სახელფასო განაცემები - 57 740 ლარი
დეკლარაციით (2008 წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2008 წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული სახელფასო განაცემები - 943 978 ლარი დარიცხული სახელფასო განაცემები - 943 978 ლარი
დეკლარაციით (2009 წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2009 წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული სახელფასო განაცემები - 900 290 ლარი დარიცხული სახელფასო განაცემები - 900 290 ლარი
დეკლარაციით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული სახელფასო განაცემები - 723 202 ლარი დარიცხული სახელფასო განაცემები - 721 952 ლარი
დეკლარაციით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი) აუდიტის შემოწმებით (2--- წლის იანვარი-დეკემბერი)
დარიცხული სახელფასო განაცემები - 879 287.02 ლარი დარიცხული სახელფასო განაცემები - 827 207.02 ლარი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 6 ივლისის №კ----- ბრძანების თანახმად, დაინიშნა შპს „ს------ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება გადამხდელის მიერ ხელფასის სახით განაცემების და დარიცხული ხელფასის ხარჯად აღიარების სისწორის მიზნით, საანგარიშო პერიოდად კი განისაზღვრა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისის პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაეკისრა ძირითადი გადასახადი - 456 251 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი.
მოგების გადასახადი
დეკლარაციით (2007 წელი) შემოწმებით (2007 წელი)
ხელფასის სახით განაცემები - 57 740 ლარი ხელფასის სახით განაცემები - 57 740 ლარი
დეკლარაციით (2008 წელი) შემოწმებით (2008 წელი)
ხელფასის სახით განაცემები - 943 978 ლარი ხელფასის სახით განაცემები - 943 978 ლარი
დეკლარაციით (2009 წელი) შემოწმებით (2009 წელი)
ხელფასის სახით განაცემები - 900 290 ლარი ხელფასის სახით განაცემები - 900 290 ლარი
დეკლარაციით (2--- წელი) შემოწმებით (2--- წელი)
ხელფასის სახით განაცემები - 723 202 ლარი ხელფასის სახით განაცემები - 723 202 ლარი
დეკლარაციით (2--- წელი) შემოწმებით (2--- წელი)
ხელფასის სახით განაცემები - 879 287 ლარი ხელფასის სახით განაცემები - 827 202 ლარი
აღნიშნული აქტის 27-ე გვერდზე, 2--- წლის მოგების გადასახადის თანხობრივი შედეგის გაშიფვრაში ეპიზოდების მიხედვით ფიქსირდება შემდეგი ჩანაწერი - „შემოწმებით 2006-2--- წლებში სხვაობა არ გამოვლენილა, 2--- წელს გამოქვითული აქვს დარიცხული ხელფასი 879 288.02 ლარი ნაცვლად გაცემულისა - 266 409.02 ლარისა. სხვაობა - 11 719 ლარი დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით.“
საშემოსავლო გადასახადი
· 2008 წელს დამატებით დარიცხული ჯარიმა 3375 ლარი.
დეკლარაციით (2008 წელი) შემოწმებით (2008 წელი)
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 325 858 ლარი დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 325 858 ლარი
· 2009 წელს დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი 176 528 ლარი, ჯარიმა - 88 264 ლარი.
დეკლარაციით (2009 წელი) შემოწმებით (2009 წელი)
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 341 250 ლარი დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 1 223 890 ლარი, აქედან ნოემბრის თვეში 970 690 ლარი
· 2--- წელს დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი 144 640 ლარი, ჯარიმა - 72 320 ლარი.
დეკლარაციით (2--- წელი) შემოწმებით (2--- წელი)
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 198 360 ლარი დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 921 562 ლარი, აქედან დეკემბრის თვეში 678 100 ლარი
· 2--- წელს დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი 129 698 ლარი, ჯარიმა - 69 255 ლარი
დეკლარაციით (2--- წელი) შემოწმებით (2--- წელი)
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 332 607 ლარი დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 981 102 ლარი
· 2--- წელს დამატებით დარიცხული ჯარიმა - 405 ლარი.
დეკლარაციით (2--- წლის I-VI თვე) შემოწმებით (2--- წლის I-VI თვე)
დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 417 206 ლარი დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასი და მასთან გათანაბრებული განაცემი - 405 061.75 ლარი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2--- წლის 22 ოქტომბრის №--------- ბრძანების თანახმად, შპს „ს------ს“ ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 693 776 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 456 251 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი (ბრძანება და აქტი ჩაბარდა ბუღალტერ ნ.ფ-------–---–ს 23.10.2---წ).
შემოსავლების სამსახურის 2--- წლის 22 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა №-------, რომლითაც შპს „ს------ს“ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 915 983.23 ლარი (მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 464 064 ლარი, ჯარიმა - 237 525 ლარი, საურავი - 214 394.23), ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა 2--- წლის 26 ნოემბერს, ხოლო შპს „ს------ის“ დირექტორს უ-- ზ------ეს ხელზე ჩაბარდა 2013 წლის 15 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2----–-–-----------------ის წერილის თანახმად, შპს „ს------ის“ მიერ 2--- წლის 15 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ გასაჩივრებულა და არც საგადასახადო შეთანხმების აქტი არ გაფორმებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი კონსულტანტის შ-------–---–იას 2015 წლის 27 იანვრის წერილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2--- წლის 22 ოქტომბრიდან 2015 წლის 22 იანვრის ჩათვლით, შპს „ს------ი“ მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.
საგადასახადო შემოწმების აქტზე თანდართული, შპს „ს------ის“ მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა-გაცემის ცნობებით ირკვევა, რომ:
Ø 2007 წლის თებერვალში, მარტში, აპრილში, ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ხელფასის სახით დაირიცხა სულ 57 740 ლარი, რაც გაცემულია 2008 წლის თებერვალში, მარტსა და ივნისში.
Ø 2008 წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 943 978 ლარი, რაც ეტაპობრივად გაცემულია 2008 წლის ივლისსში, აგვისტოსა და ოქტომბერში, 2009 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, 2--- წლის იანვარსა და მარტში, 2--- წლის ნოემბერში.
Ø 2009 წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 900 290 ლარი, რაც ეტაპობრივად გაცემულია 2009 წლის ნოემბრის თვეში (17 650 ლარი) და 2--- წლის ნოემბრის თვეში).
Ø 2--- წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 723 202 ლარი (აქედან დეკემბრის თვეში 8977+7025=16002 ლარი), რაც ეტაპობრივად გაიცა 2--- წლის ივნისსა და დეკემბერში.
Ø 2--- წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 879 282 ლარი, რაც ეტაპობრივად გაიცა 2--- წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და დეკემბრის თვეში და 2--- წლის თებერვლის თვეში.
Ø 2--- წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 391 625.75 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გაიცა 375 981.75 ლარი იმავე წლის თებერვალში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში.
Ø 2009 წლის ნოემბრის თვეში (ნ.კ---–---–ის პერიოდი) ხელფასის სახით გაცემულია 70 400 ლარი - ს.ფ. 97 (20800+18400+4700+26500=70400).
Ø 2--- წლის ნოემბრიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე (ნ-----–----–-–---–ის პერიოდი), კერძოდ, ივნისის თვეში ხელფასის სახით ეტაპობრივად გაცემულია 45 102 ლარი - ს.ფ.101 (13500+15600+8977+7025=45102). შესაბამისად, 2--- წლის დეკემბრის თვეში ხელფასის გაცემის ფაქტი არ ფიქსირდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა მ------ რ-------- დაადასტურა 2--- წლის 15 ოქტომბერს მის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორე, რომლის თანახმად, შპს „ს-----ში“ ჩატარდა კამერალური შემოწმება და 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისის პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაეკისრა ძირითადი გადასახადი - 456 251 ლარი და ჯარიმა - 237 525 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ნ---- კ---–---–ის დირექტორობის პერიოდზე გადასახდელად დაეკისრა 185 548 ლარი, ნ------- ბ---–----–-–---–ის დირექტორობის პერიოდზე - 128 946 ლარი, უ-- ზ------ის დირექტორობის პერიოდზე - 141 757 ლარი, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში 7813 ლარი. მოწმის განმარტებით, შემოწმებისას დაეყრდნო დირექტორ უ---------ისა და ბუღალტრის ახსნა-განმარტებებს და გაეცნო ყველა დოკუმენტს, მათ შორის, ხელფასის თაობაზე ცნობებს, რაც ერთვის აქტს. მოწმის ჩვენებით, უწყისების მიხედვით ხელფასები გაცემული იყო, რაც დაფიქსირებული აქვს აქტში თვეების მიხედვით. მოწმის ჩვენებით, დირექტორი უ---------ე დაეთანხმა დარიცხვას და მხოლოდ ჯარიმის გაუქმება უნდოდა. ბრალდებულ ნ-----–----–-–---–ის შეკითხვებზე მ.რ-------- დაადასტურა, რომ 2--- წლის იანვრამდე მოგების გადასახადის გაანგარიშებაში შეიძლებოდა დარიცხული (და არა გაცემული) ხელფასის ხარჯად აღიარება, ხოლო 2--- წლის იანვრიდან მხოლოდ გაცემული ხელფასის. ბრალდებულ ნ-----–----–-–---–ის მიერ აქტზე თანდართული სახელფასო ცნობების წარდგენის შემდეგ, კითხვაზე, არის თუ არა 2--- წლის დეკემბრის თვეში (ნ-----–----–-–---–ის პერიოდი) გაცემული ხელფასი, მოწმე მ.რ-------- დააფიქსირა უარყოფითი პასუხი, „ნოემბრის მერე არის თუ არა გაცემული, ვერ ვნახე.“
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „ს------ის“ დირექტორი ნ---- კ---–---–ი იყო 11.11.2--- წლამდე, 11.11.2--- წლიდან 04.08.2--- წლამდე - ნ------- ბ---–----–-–---–ი, ხოლო 04.08.2--- წლიდან შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე - უ-- ზ------ე.
დაცვის მხარის მოწმემ, დამოუკიდებელმა აუდიტმა ნ------- ქ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2015 წლის 7 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
· შპს „ს------ს“ დამატებით ერიცხება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 448 438 ლარი (რაც ემთხვევა საგადასახადო შემოწმების აქტს), ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში - 7813 ლარი.
· შპს „ს------ის“ პირველი დირექტორის ნ.კ---–---–ის პერიოდში 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 11 ნოემბრამდე, მას დეკლარირებული ჰქონდა გაცემული ხელფასი 865 468 ლარი, რაზეც დარიცხული და გადახდილი იყო ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 181 880 ლარი. დადგინდა, რომ ნ.კ---–---–ს ზედმეტად ჰქონდა დეკლარირებული გაცემული ხელფასი 17650 ლარი, რაზეც ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 3530 ლარის საშემოსავლო გადასახადი, ე.ი. ნ.კ---–---–ზე დამატებით დასარიცხი არაფერია, ხოლო ზედმეტად გადახდილი 3530 ლარი საშემოსავლო, ზედმეტობით გადავა შემდეგ პერიოდზე.
· შპს „ს------ის“ მეორე დირექტორს ნ-----–----–-–---–ს თავის პერიოდში, 2--- წლის 11 ნოემბრიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე დეკლარირებული ჰქონდა გაცემულ ხელფასად 121 977 ლარი, რაზეც დარიცხული და გადახდილი ჰქონდა საშემოსავლო გადასახადო 24 395 ლარი. დადგინდა, რომ ნ-----–----–-–---–ს უნდა მოეხდინა დეკლალირება გაცემული ხელფასისა 137 381 ლარის, დაერიცხა და გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი 27 476 ლარი ე.ი. ნ-----–----–-–---–ს დამატებით უნდა დარიცხვოდა 3081 (27 476-24 395=3081) ლარი. ვინაიდან ამ პერიოდისათვის არსებობდა ზედმეტობა 3530 ლარი (წინა პერიოდიდან გამომდინარე), ნ-----–----–-–---–ს დამატებით გადასახდელად არაფერი არ დაერიცხება და 449 (3530-3081=449) ლარი გადავა ზედმეტობაში მომდევნო პერიოდზე.
· შპს „ს------ის“ მესამე დირექტორმა უ---------ემ თავის პერიოდში 2--- წლის 4 აგვისტოდან 2--- წლის 1 ივლისამდე მოახდინა გაცემული ხელფასების დეკლარირება 627836 ლარის, რაზეც დაერიცხა და გადაიხადა ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 125 567 ლარი. დადგინდა, რომ უ---------ეს უნდა მოეხდინა გაცემული ხელფასების დეკლარირება 2 872 275 ლარის, რაზეც უნდა დაერიცხა და გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი 574 454 ლარი, ე.ი. უ---------ეს დამატებით უნდა დაერიცხოს 448 887 (574 454-125 567=448 887) ლარი. ვინაიდან ამ პერიოდისათვის არსებობდა ზედმეტობა 449 ლარის (წინა პერიოდიდან გამომდინარე), ამიტომ უ---------ეს დამატებით გადასახდელი ექნება საშემოსავლო გადასახადი გაცემული ხელფასიდან 448 438 (448 887-449=448 438) ლარი, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში 7813 ლარი.
· შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორმა მ.რ-------- მოახდინა მთლიანი დამატებით დარიცხული თანხის გადანაწილება შპს „ს------ის“ სამ დირექტორზე, 2--- წლის ნოემბერში გაცემული ხელფასიდან მოხსნა 900 290 ლარი და უსაფუძვლოდ ჩათვალა გაცემულად 2009 წლის ნოემბერში. 2--- წლის ივნისში გაცემული ხელფასიდან მოხსნა 45 102 ლარი და უსაფუძვლოდ ჩათვალა გაცემულად 2--- წლის ივნისში, 2--- წლის დეკემბერში გაცემული ხელფასიდან მოხსნა 678 100 ლარი და უსაფუძვლოდ ჩათვალა გაცემულად 2--- წლის დეკემბერში, ე.ი. 2009 წელს ჩათვალა დამატებით გაცემულად 900 290 ლარი, ხოლო 2--- წელს - 723 202 ლარი (45 102+678 100=723 202). შესაბამისად, ნ.კ---–---–ს დამატებით დაარიცხა ზედმეტად გადასახდელი ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 185 548 ლარი, ნ-----–----–-–---–ს - 128 946 ლარი და უ---------ეს - 141 757 ლარი (მათ შორის, 133 944 ლარი საშემოსავლო, ხოლო 7813 ლარი მოგების გადასახადის ნაწილში).
ნ.ქ-----–---–ის განმარტებით, მის დასკვნასა და საგადასახო შემოწმების აქტის მონაცემებს შორის განსხვავებები განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
· აუდიტორ მ---------ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობაში 2--- წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილება, კერძოდ, მან დარიცხული და გაცემული ხელფასების სისწორის შემოწმება არ დაყო ორ ნაწილად - 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2--- წლის 1 იანვრიდან 2--- წლის 1 ივლისამდე, ვინაიდან 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოგების გადასახადის გაანგარიშებაში შპს-ს შეეძლო დარიცხული (და არა გაცემული) ხელფასის გამოქვითვა და ხარჯად აღიარება, ხოლო 2--- წლის 1 იანვრიდან ხდება მხოლოდ გაცემული ხელფასის ხარჯად აღიარება. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ამ კუთხით ხდება მხოლოდ გაცემული (და არა დარიცხული) ხელფასის დეკლარირება (როგორც 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ისე მას შემდეგ პერიოდში). შესაბამისად, 2--- წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოგების გადასახადის გაანგარიშებაში გამოქვითული, დარიცხული (და არა გაცემული) ხელფასისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დეკლარირებული ხელფასის თანხა ერთმანეთს არ დაემთხვა.
· აუდიტორ მ---------ის მიერ არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთთან წლების მანძილზე განხორციელებული ცვლილებები (სხვადასხვა პერიოდში იყო 12%, 20%, 25%).
· დასკვნაზე თანდართული, შპს „ს------ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ნ-----–----–-–---–ისა და ნ.კ---–---–ის დირექტორობის პერიოდში საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ოდენობით, ხელფასების გაცემის ფაქტი არ დასტურდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- მ–---–----ემ დაადასტურა ნ.კ---–---–ის, ნ-----–----–-–---–ისა და უ---------ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
ბრალდებულებმა: ნ---- კ---–---–მა, ნ------- ბ---–----–-–---–მა და უ-- ზ------ემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ეჭვქვეშ დააყენეს საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტორ მ---------ის მიერ შპს „ს------ისათვის“ დამატებით დარიცხული მთლიანი თანხის გადანაწილების სისწორე სხვადასხვა პერიოდში დასაქმებულ სამ დირექტორზე. გარდა ამისა, ნ-----–----–-–---–მა და ნ.კ---–---–მა განმარტეს, რომ მათ როგორც ყოფილ დირექტორებს არ მიეცათ შემოწმების აქტის კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების და კორექტირების უფლება. უ---------ემ განაცხადა, რომ მან საგადასახადო ორგანოს წინაშე აღიარა შპს-ს დავალიანების არსებობა, ვინაიდან ეთანხმებოდა დარიცხულ თანხას მთლიანობაში (დავალიანების ოდენობას) და არა აღნიშნული თანხის გადანაწილებას ნ-----–----–-–---–ისა და ნ.კ---–---–ის დირექტორობის პერიოდებზე ისე, როგორც ეს საგადასახდო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ, აუდიტორ მ---------ის მიერ იქნა განხორციელებული. უ---------ემ ასევე შპს-ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერზე მითითებით უარყო დასაქმებულ პირებსა და დამკვეთ კომპანიებთან ნაღდი ანგარიშსწორება (ბრალდების მხარის აპელირებით, ხდებოდა ხელფასების გაცემა ხელზე და არ აისახებოდა საბანკო ანგარიშზე) და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ასეულობით ათასი ლარის ხელზე გაცემის ფაქტს.
მოწმე ნ---- ფ-------–---–ის ჩვენებით, შპს „ს------ში“ მუშაობდა ბუღალტრად სამი დირექტორის: ნ---- კ---–---–ის, შემდეგ ნ------- ბ---–----–-–---–ისა და ბოლოს, უ-- ზ------ის პერიოდში. შპს-ში ყველა საკითხს წყვეტდა უ-- ზ------ე და ნ.კ---–---–ისა და ნ-----–----–-–---–ის დირექტორობის მიუხედავად, ბუღალტერიც და ხსენებული პირებიც უ---------ეს უთანხმებდნენ ყველაფერს. მოწმის განმარტებით, მუშებზე ხელფასი გაიცემოდა უწყისებით (რაც დასტურდებოდა უწყისზე ხელისმოწერით), ზოგჯერ კი ელექტრონულად. მოწმის ჩვენებით, როდესაც გაიცემოდა ხელფასები, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ხდებოდა შესაბამისად დეკლარირება, ხოლო თუ ხელფასი არ იყო გაცემული, იგზავნებოდა ნულოვანი დეკლარაცია. როდესაც ნულოვანმა დეკლარაციებმა სისტემატური სახე მიიღო, ხელმძღვანელებს ეუბნებოდა, რომ საშემოსავლო გადასახადი იყო გადასახდელი, პასუხად კი იღებდა, რომ მომდევნო თვეებში დაზუსტებოდა, რაც არ დაზუსტებულა. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან ნ.კ---–---–ი ვერ ერკვეოდა საბუღალტრო საქმიანობაში და ერთპიროვნულად ვერ აგზავნიდა დეკლარაციებს, იგი ათანხმებდა უ-- ზ------ესთან, რომელსაც ემორჩილებოდა ბუღალტერიც. მოწმემ დაადასტურა, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც პერიოდულად არ გაიცემოდა ხელფასები, ხელფასის გაუცემლობის პერიოდი მაქსიმუმ რამდენ თვეს შეადგენდა არ ახსოვს, თუმცა წლების მანძილზე არგაცემის ფაქტი არ ყოფილა. ბრალდებულ ნ-----–----–-–---–ის შეკითხვაზე - ახსოვს თუ არა 2--- წლის დეკემბრის თვეში ხელფასის სახით დაახლოებით 600 000 ლარის გაცემის ფაქტი, მოწმემ თავდაპირველად განმარტა, რომ იმ პერიოდში ხელფასები არ გაცემულა, შემდეგ კი განაცხადა, რომ არ ახსოვს (დოკუმენტაცია სამსახურიდან წასვლის შემდეგ თან არ წაუღია). ბრალდებულ ნ-----–----–-–---–ის შეკითხვაზე, მოწმე ნ.ფ-------–---–მა დაადასტურა, რომ ხარჯებში აისახებოდა დარიცხული (და არა გაცემული) ხელფასები და თუ, რატომ აქვს აუდიტორ მ---------ეს საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხული ხელფასი ჩათვლილი გაცემულ ხელფასად, მისთვის უცნობია.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისათვის.
აღნიშნული მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.
ამავე შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად კი, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს:
Ø პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული ქმედება და განზრახვა თავი აარიდონ გადასახადის გადახდას;
Ø საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება გადასახადის გადამხდელისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის დარიცხვის ფაქტი;
Ø „საგადასახადო მოთხოვნის“ ჩაბარების ფაქტი;
Ø 45 დღიანი საშეღავათო პერიოდი ანუ კანონმდებლის მიერ პირისათვის მიცემული შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია, ამიტომ გადასახადის სახეებისა თუ გადამხდელების, დასაბეგრი ობიექტებისა და გადასახადის განაკვეთის დასადგენად საჭიროა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების განმარტება.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ:
Ø არ დადასტურდა აუდიტორ მ---------ის ჩვენებისა და მის მიერ 2--- წლის 15 ოქტომბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის უტყუარობა
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, 15.10.2---წ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 22.10.2---წ გამოცემული №------- საგადასახადო მოთხოვნა არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ აუდიტორ მ---------ის შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი არ წარმოადგენს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და იგი უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პრეიუდიციის ზოგადი მიზანია თავიდან აიცილოს სამართალწარმოების ფარგლებში გამოკვლეული ფაქტების ხელახლა შემოწმებით გამოწვეული დროის, ფინანსური და ადმინისტრაციული დანახარჯები, თუმცა ამავდროულად სასამართლოს მიერ დადგენილი პრეიუდიცია უნდა იყოს შესაბამისობაში უდანაშაულობის პრეზუმფციასთან და სასამართლო განხილვის სამართლიანობის გარანტიასთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან აღნიშნული აქტით დადგენილი ფაქტები ეწინააღმდეგება ნ.კ---–---–ის, ნ-----–----–-–---–ისა და უ---------ის ბრალდების სს საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „ს------ში“ აუდიტორ მ---------ის მიერ კამერალური შემოწმება (ხელფასის სახით განაცემებისა და დარიცხული ხელფასის ხარჯად აღიარების სისწორის დასადგენად) ჩატარდა 2006 წლის 1 ივნისიდან 2--- წლის 1 ივლისამდე პერიოდში, აღნიშნული პერიოდი კი თავის მხრივ, მოიცავს 3 დირექტორის: ნ.კ---–---–ის (2006 წლის 1 ივნისიდან 11.11.2--- წლამდე), ნ-----–----–-–---–ისა (11.11.2----04.08.2---წწ) და უ---------ის (04.08.2---წ შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე) დირექტორობის პერიოდებს.
აღსანიშნავია, რომ შპს „აუდიტორული კომპანია კ------–----------------ს“ აუდიტორული დასკვნით, დამოუკიდებელი აუდიტის ნ.ქ-----–---–ის დასკვნითა და შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „ს------ისათვის“ დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა მთლიანობაში (2006-2---წწ შესამოწმებელ პერიოდში) თითქმის იდენტურია (სამივე მტკიცებულება შემოწმებისას დაეყრდნო შპს-ს მიერ წარდგენილ, ერთსა და იმავე დეკლარაციებსა და საბუღალტრო დოკუმენტაციას, ხელფასის დარიცხვა-გაცემის უწყისებს), კერძოდ:
Ø შპს „აუდიტორული კომპანია კ------–----------------ს“ აუდიტორული დასკვნით შეადგენს 447 790.9 ლარს (მოგების გადასახადი 7813 ლარს);
Ø დამოუკიდებელი აუდიტის ნ.ქ-----–---–ის დასკვნით შეადგენს 448 438 ლარს (მოგების გადასახადი 7813 ლარს);
Ø საგადასახადო შემოწმების აქტით შეადგენს 456 251 ლარს (მოგების გადასახადი 7813 ლარს).
თუმცა იმავე მტკიცებულებების მიხედვით, ინდივიდუალურად ნ.კ---–---–ის (2006 წლის 1 ივნისიდან 11.11.2--- წლამდე), ნ-----–----–-–---–ისა (11.11.2----04.08.2---წწ) და უ---------ის (04.08.2---წ შესამოწმებელი პერიოდის დასრულებამდე) დირექტორობის პერიოდებში ფიქსირდება განსხვავებული შედეგები, კერძოდ:
Ø შპს „აუდიტორული კომპანია კ------–----------------ს“ აუდიტორული დასკვნით - 2007 წელში ხელფასი ან მასთან გათანაბრებული თანხები გაცემული არაა, 2008, 2009, 2--- წლებში საშემოსავლო გადასახადი დარიცხულია სწორად, 2--- წელში კი დარიცხულია 447 790.9 ლარით ნაკლები;
Ø დამოუკიდებელი აუდიტის ნ.ქ-----–---–ის დასკვნით - ნ.კ---–---–ისა და ნ-----–----–-–---–ის პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დასარიცხი არაფერია, ხოლო უ---------ის პერიოდში დარიცხულია 448 438 ლარი;
Ø საგადასახადო შემოწმების აქტით - ნ.კ---–---–ის დირექტორობის პერიოდში დამატებით დაეკისრა ძირითადი გადასახადი 185 548 ლარი, ნ--------–-–---–ის დირექტორობის პერიოდში - 128 946 ლარი და უ---------ის დირექტორობის პერიოდში - 141 757 ლარი.
ზ/აღნიშნული განსხვავება/ცდომილება კი ძირითადად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2009 წლის ნოემბრის თვეში 970 690 ლარისა და 2--- წლის დეკემბრის თვეში 678 100 ლარის ოდენობით თანხა საგადასახადო შემოწმების აქტში აუდიტორ მ---------ის მიერ დაფიქსირებულია როგორც გაცემული (და არა დარიცხული) ხელფასი, რის მიხედვითაც შემდგომ მოხდა საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრაც.
გარდა იმისა, რომ შპს „აუდიტორული კომპანია კ------–----------------ს“ აუდიტორული დასკვნითა და დამოუკიდებელი აუდიტის ნ.ქ-----–---–ის დასკვნით არ დგინდება 2009 წლის ნოემბრის თვეში 970 690 ლარისა და 2--- წლის დეკემბრის თვეში 678 100 ლარის ხელფასის სახით გაცემის ფაქტი, თავად ბრალდების მხარის მტკიცებულებებითაც დასტურდება ანალოგიური - მოწმე მ.რ-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას იხელმძღვანელა ამავე აქტზე თანდართული, შპს „ს------ის“ მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა-გაცემის ცნობებით, აღნიშნული ცნობებით კი ნათლად ირკვევა, რომ:
Ø 2009 წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 900 290 ლარი, რაც ეტაპობრივად გაცემულია 2009 წლის ნოემბრის თვეში (17 650 ლარი) და 2--- წლის ნოემბრის თვეში).
Ø 2--- წლის იანვრიდან დეკემბერის ჩათვლით ხელფასის სახით დაირიცხა სულ 723 202 ლარი (აქედან დეკემბრის თვეში 8977+7025=16002 ლარი), რაც ეტაპობრივად გაიცა 2--- წლის ივნისსა და დეკემბერში.
Ø 2009 წლის ნოემბრის თვეში (ნ.კ---–---–ის პერიოდი) ხელფასის სახით გაცემულია მხოლოდ 70 400 ლარი - ს.ფ. 97 (20800+18400+4700+26500=70400).
Ø 2--- წლის ნოემბრიდან 2--- წლის 4 აგვისტომდე (ნ-----–----–-–---–ის პერიოდი), კერძოდ, მხოლოდ ივნისის თვეში ხელფასის სახით ეტაპობრივად გაცემულია 45 102 ლარი - ს.ფ.101 (13500+15600+8977+7025=45102).
შესაბამისად, 2009 წლის ნოემბრის თვეში (ნ.კ---–---–ის პერიოდ) დასტურდება ხელფასის სახით 70 400 ლარის და არა 970 690 ლარის გაცემის ფაქტი, ხოლო 2--- წლის დეკემბრის თვეში (ნ-----–----–-–---–ის პერიოდი) ხელფასის გაცემის ფაქტი არ ფიქსირდება, რაც ასევე ვერ უარყო მ.რ-------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ბრალდებულ ნ-----–----–-–---–ის მიერ აქტზე თანდართული სახელფასო ცნობების წარდგენის შემდეგ, კითხვაზე, არის თუ არა 2--- წლის დეკემბრის თვეში (ნ-----–----–-–---–ის პერიოდი) გაცემული ხელფასი, მოწმე მ.რ-------- დააფიქსირა უარყოფითი პასუხი, „ნოემბრის მერე არის თუ არა გაცემული, ვერ ვნახე“ ).
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საგადასახადო შემოწმების აქტის სისწორის დასადასტურებლად აუდიტორ მ---------ის მიერ დასახელებულ არგუმენტებს, რომ შპს „ს------ის“ დირექტორი უ---------ე დაეთანხმა დარიცხვას ძირითადი გადასახადის ნაწილში (მხოლოდ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა) და რომ თავად გადამხდელის მიერ წარდგენილ მოგების გადასახადის დეკლარაციებში მითითებული იყო აქტში დაფიქსირებული თანხები როგორც გაცემული ხელფასები, რის საფუძველზეც ხდებოდა მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ხელფასის ხარჯად აღიარება.
სასამართლო ორივე ზ/აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
Ø 2013 წლის 13 დეკემბრის განცხადებით უ---------ე დაეთანხმა საგადასახადო შემოწმების აქტით მთლიანობაში დარიცხულ დავალიანებას, თუმცა აღნიშნულიდან დაახლოებით 1,5 წლის შემდეგ, მხოლოდ 2015 წლის 19 მაისის დაკითხვისას მოხდა მ---------ის მიერ დარიცხული დავალიანების გადანაწილება სამი დირექტორის პერიოდზე ცალ-ცალკე, რასაც არ ეთანხმება არცერთი ბრალდებული.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარებული აქვს მხოლოდ შპს „ს------ის“ ბოლო დირექტორს უ---------ეს, ნ.კ---–---–სა და ნ-----–----–-–---–ს კი არათუ ჩაბარებული აქვთ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, არამედ ბრალის წარდგენამდე ე.ი. 2015 წლის 21 მაისამდე სს საქმის მასალების თანახმად, არ ფლობენ არანაირ ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით (საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენიდან ბრალის წარდგენამდე ნ.კ---–---–ი და ნ-----–----–-–---–ი დაკითხულნი არიან ერთხელ და არცერთი კითხვა არაა დასმული 2--- წლის 15 ოქტომბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დავალიანების თაობაზე). შესაბამისად, ნ.კ---–---–სა და ნ-----–----–-–---–ს არ მიეცათ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში, მოეხდინათ გადასახდელად დაკისრებული თანხის გადახდა/კორექტირება 45 დღიან ვადაში, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება-არდაკისრების საკითხთან. გარდა ამისა, ვითარება, როდესაც შპს-ს დროის გარკვეულ პერიოდში ჰყავს რამდენიმე დირექტორი და მხოლოდ ბოლო დირექტორს აქვს საგადასახადო დავის წამოწყების უფლება, რეალური საფრთხის შემცველი ბერკეტია მოქმედი დირექტორის ხელში, რამდენადაც შესაძლოა წინა დირექტორების ინფორმირება ან აქტის გასაჩივრება არ მოხდეს განზრახ, პირადი მოტივით, მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით).
Ø დეკლარირებულ და მოგების გადასახადის გაანგარიშებაში გამოქვითულ დარიცხულ ხელფასის თანხებს შორის განხვავებების არსებობა
მოგების გადასახადის გაანგარიშებაში დარიცხული ხელფასის გამოქვითვასთან ანუ ხარჯად აღიარებასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში 2--- წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ცვლილების გამო, შპს „ს------ის“ კამერალური შემოწმების პერიოდიც უნდა გაიყოს 2--- წლის 1 იანვრამდე და 2--- წლის 1 იანვრიდან პერიოდებად შემდეგ გარემოებათა გამო:
· 2--- წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახდო კოდექსის 105-ე, 177-ე, 217-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს (ამ შემთხვევაში შპს „ს------ს“) შეეძლო მოგების გადასახადის გაანგარიშებაში დარიცხული ხელფასის გამოქვითვა ანუ ხარჯად აღიარება. საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას პირი ყოველთვიურად წარადგენდა, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
· 2--- წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახდო კოდექსის 105-ე, 153-ე მუხლების და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2--- წლის 31 დეკემბრის №--- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 41-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას, შეიტანება გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები, მათ შორის, ხელფასის (სარგებელის) სახით ფაქტობრივად გაწეული ხარჯი, ანუ ფაქტობრივად გაცემული ხელფასი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა აუდიტორმა მ.რ-------- დაადასტურა კანონმდებლობის ზ/აღნიშნული პრინციპების სისწორე, თუმცა ვერ ახსნა, თუ რატომ არ გაიზიარა კანონმდებლობის მოთხოვნა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას და თუ რატომ მიიჩნია 2--- წლის 1 იანვრამდე მოგების გადასახადის გაანგარიშებაში შპს-ს მიერ გამოსაქვითად დაფიქსირებული დარიცხული ხელფასი გაცემულად (რის საფუძველზეც შემდეგში მოხდა საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება). ამ მხრივ ყურადსაღებია 15.10.2---წ აქტის 27-ე გვერდზე, გრაფაში „ერთობლივი შემოსავალი“ აუდიტორ მ---------ის მიერ გაკეთებული შეფასებაც - „შემოწმებით 2006-2--- წლებში სხვაობა არ გამოვლენილა, 2--- წელს გამოქვითული აქვს დარიცხული ხელფასი ნაცვლად გაცემულისა და სხვაობა დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილს შორის დაერიცხება ძირითადი გადასახადის სახით და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის.“ შესაბამისად, თავად აუდიტორიც უთითებს აქტში, რომ 2--- წლამდე შესაძლებელი იყო დარიცხული, ხოლო 2--- წლიდან მხოლოდ რეალურად გაცემული ხელფასის ხარჯად აღიარება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აპელირებასაც, რომ შპს „ს------ის“ მიერ ასეულობით ათასი ლარის ოდენობით ხელფასები გაიცემოდა ხელზე და დოკუმენტალურად არ ფიქსირდებოდა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი არათუ წერილობითი მტკიცებულება, არამედ არცერთი მოწმის ჩვენებაც კი არ მოიპოვება სს საქმეში (მაგ: შპს-ში დასაქმებული პირი ან დამკვეთი, რომელიც დაადასტურებდა ხელფასის მიღებას უნაღდო ანგარიშსწორებითა და ყოველგვარი უწყისის გარეშე; ამასთან, ბუღალტერ ნ.ფ-------–---–ის განმარტებით, ხელფასების გაცემა ყოველთვის ფიქსირდებოდა შესაბამის უწყისებზე ხელისმოწერით).
Ø არ დადასტურდა ბრალდებულთა წინასწარი შეთანხმება და განზრახვა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებაზე არ მიუთითებს სს საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება და არცერთი მოწმე (მოწმე ნ.ფ-------–---–ი ადასტურებს მხოლოდ უ---------ის ინფორმირებულობას ნ.კ---–---–ისა და ნ-----–----–-–---–ის საქმიანობასთან დაკავშირებით და არა მათ წინასწარ შეთანხმებას და განზრახვას, თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდისათვის).
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც ნ-----–----–-–---–სა და ნ.კ---–---–ს არ მიეცათ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადახდის/კორექტირებისა და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი წამახალისებელი ნორმით სარგებლობის შესაძლებლობა, მტკიცებულება - საგადასახადო შემოწმების აქტი და მოწმე მ---------ის ჩვენება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს, ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულების: ნ---- კ---–---–ის, ნ------- ბ---–----–-–---–ისა და უ-- ზ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ---- კ---–---–ის, ნ------- ბ---–----–-–---–ისა და უ-- ზ------ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც სამივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---- კ---–---–ი საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ნ------- ბ---–----–-–---–ი საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
უ-- ზ------ე საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოთ ნ---- კ---–---–ს, ნ------- ბ---–----–-–---–სა და უ-- ზ------ეს, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნ---- კ---–---–ის, ნ------- ბ---–----–-–---–ისა და უ-- ზ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მათ შემტან პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ---- ნაჭყებია