განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002825794
საქმე №1/ბ-1132-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
მსჯავრდებულ გ------------------ს და მისი ადვოკატის ა-----–------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: გ--------------------------------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-----------------–--------------–-----. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით:
გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
სსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
სსსკ-ის 59-ე მუხლი მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან;
გ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 26 დეკემბერს, დღის საათებში, ქ------–--–-----–----------------–-------------–----------ს“ ბაზრობის ტერიტორიაზე, გ-----------------ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ი---–-----ს ქურთუკის გარეთა ჯიბიდან დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, შალითასთან ერთად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------ემ და მისმა ადვოკატმა ა-----–------–-–---–მა, რომლებმაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ გ------------------ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ი---–-----ს, მოწმეების - გ--------–---–-----------–-----------–-------–---–--------–-------------ს გამოკითხვის ოქმებს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2018 წლის 26 დეკემბრის ოქმს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალიტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის N114/ს დასკვნას; მობილური ტელეფონის ყუთის დათვალიერების 2018 წლის 27 დეკემბრის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებაში და მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მიერ მითითებულ არგუმენტებს - თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა გ------------------ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში), ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი მონაწილეობის ხარისხი და როლი ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, ასევე, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი ქცევა და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთნხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში კი გ-----------------ე დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე. შესაბამისად, გ------------------ს მიმართ თავისუფლების აღკევთის სახით დანიშნული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაცო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------------ს და მისი ადვოკატის ა-----–------–-–---–-ს საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
გ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
სსსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
სსსკ-ის 59-ე მუხლი მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელმა ნაწილმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;
გ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან;
გ------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
გ------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, შალითასთან ერთად, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად და „სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული 1 (ერთ) პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო მე-4 განყოფილეაში - დაუბრუნდეს მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. კაპანაძე