განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-471-2019 წელი
№010100119002903603
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
30 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- კ-------–ის,ადვოკატის – ვ--–---- კ-------–---ის,მსჯავრდებულის – ნ------ ა--–----ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ნ------ ა--–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ნ------ ა--–----ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ---------–----------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------–---------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, სა-იდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამო-ყენებით 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწე-სებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ნ------ ა--–----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:
– ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
– ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (8 ეპიზო-დი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 თებერვალს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:30 საათზე, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----–------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბა-ზოდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ მ--------–--–---–ის ორ ცალ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 290 ლარის მნიშვნე-ლოვანი ზიანი.
2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დ--- კ----ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 350 ლარის მნიშველოვანი ზიანი.
2019 წლის 2 თებერვალს ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ------- გ-------–--ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის მიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი---- ხ-------–---–ის ორ ცალ ველოსი-პედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 530 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 3 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----------–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან, ფარუ-ლად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ------- ტ----ის ველოსი-პედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 160 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 12 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ფარულად, მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ-----– ფ----------ის ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 21 იანვარს, საღამოს საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–---–-----–--–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი-–-- ხ--–--–---–ის ველოსიპედს, რი-თაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–---------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლსაწინა-აღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ზ---- ი-------ის ველოსიპედს, რითაც დაზა-რალებულს მიადგა 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2019 წლის 01 თებერვალს, ღამის საათებში, ნ------ ა--–----ე, ქ---------–----------–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან, ფარულად, მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ--–---- ა-------ის ველოსიპედს, რი-თაც დაზარალებულს მიადგა 130 ლარის ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპე-ლაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლ---- მ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ნ------ ა--–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბეთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ ნ------ ა--–----ისათვის სასჯელის და-ნიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სრულად არ გა-ითვალისწინა პასუხისმგებლობის როგორც შემამჩსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გა-რემოებები და დაუნიშნა სასჯელის ისეთი ზომა, რომლითაც ვერ იქნება მიღწეული სას-ჯელის მიზნები. ნ------ ა--–----ისათვის დანიშნული სასჯელი არის ზემდეტად მსუ-ბუქი, რაც იქნება მაპროვოცირებელი მსჯავრდებულისათვის ანალოგიური დანაშაულის ჩადენაზე.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელიც ითხოვს ნ------ ა--–----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– მსჯავრდებულ ნ------ ა--–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ვ--–---- კ-------–---ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ------ ა--–----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის პირველი ნა-წილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი).
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ------ ა--–----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყო-ფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ ნ------ ა--–----ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო დანაშაულის ახალი ფაქტების გახსნას, ნაქურდალი ველოსიპედების ამოღებას, არ არის ნასამართლევი (ბრალდებით გა-თვალისწინებული ქმედებები ჩადენილი აქვს 2019 წლის 27 მარტის განაჩენის დადგე-ნამდე) თუმცა ამასთან, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმ-რავლე (ცხრა ეპიზოდი) და ნ------ ა--–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით განაჩენთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, ჩაუთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრე-ბული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდანედ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ნ------ ა--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ------ ა--–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ------ ა--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (8 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 10 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 2 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამო-საცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის დაზარალებულ ი---- ხ-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაც-დელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის დაზარალებულ მ-----– ფ----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 21 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 03 (სამი) წლის გამოსაც-დელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (2019 წლის 31 იანვრის დაზარალებულ ზ---- ი-------ის ეპიზოდი) გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საი-დანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყე-ნებით, 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძ-ველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, ნ------ ა--–----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით ნ------ ა--–----ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავი-სუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------ ა--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხ-ლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღ-კვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საპფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ------ ა--–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 22 მაისამდე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან – 2019 წლის 22 მაისიდან.
ნ------ ა--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ნივთმტკიცებები – ველოსიპედის სამაგრი ტროსი და ექვსი ერთეული სხვა და სხვა დასა-ხელების ველოსიპედი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 გაყოფილებაში, დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედ-ვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – ნ------ ა--–----ის ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili