საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.05.2020
საქმის ნომერი
2კ-914აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002759459

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №914აპ-19 ქ. თბილისი

ა–ა გ., 914აპ-19 11 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ა–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; ხოლო ლ. ზ–ის - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–სა, - დაბადებულს .. წელს და ლ. ზ–ს, - დაბადებულს .. წელს, - - ბრალად ედებოდათ ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. ა–მ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ლ. ზ–მ კვლავ ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, 201. წლის .. ოქტომბერს, გ. ა–ა, თ. ჩ–ა და ლ. ზ–ე წინასწარ შეთანხმდნენ, რათა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფულად თანხას. ამ გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი უკან გაყვნენ ა. მ–ს ქ. თ–ში, ი–ს ბაზრობისა და ა–ის ქუჩის კვეთაზე მდებარე შპს „ვ–ს“ კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტამდე. სავალუტო პუნქტიდან მოლარე ოპერატორის გამოსვლის შემდეგ, წინასწარი შეთანხმებით, გ. ა–ა და თ. ჩ–ა დარჩნენ გარეთ, რათა ეკონტროლებინათ მოლარის დაბრუნება, ხოლო ლ. ზ–ე, 201. წლის .. ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თ–ი, ი–ის ბაზრობისა და ა–ის ქუჩის კვეთაზე მდებარე შპს „ვ–ს“ კუთვნილ სავალუტო ჯიხურიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას, რის შემდეგაც გ. ა–ა და ლ. ზ–ე თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედებით შპს „ვ–ს“ მიადგა 11 585 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით:

გ. ა–ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ქვეპუნქტებზე.

გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 24 ოქტომბრიდან.

ლ. ზ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ქვეპუნქტებზე.

ლ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 27 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, გ. ა–სა და ლ. ზ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულ ლ. ზ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გ. ა–სა და ლ. ზ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ა“ ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

8. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურორს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოტივებზე (ანალოგიური მოტივებია მითითებული საკასაციო საჩივარშიც) ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც სასამართლოც ეთანხმება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ა. მ–ის, ბრალდებულების - გ. ა–სა და ლ. ზ–ის ჩვენებებითა და საქმეზე პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ. ც–ის, ე. კ–ას, ი. ბ–ის, გ. მ–ის, ბ. ბ–ის, თ. ს–ის, ბ. ტ–ის, რ. ხ–ის, ვ. ი–ის, თ. ჩ–ას, ნ. ა–ის, ნ. ხ–ის ჩვენებებით, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ წარსულში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები - გ. ა–ამ და ლ. ზ–ემ თ. ჩ–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 201. წლის .. ოქტომბერს დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. თ–ში, ი–ის ბაზრობისა და ა–ის ქუჩის კვეთაზე მდებარე შპს „ვ–ს“ კუთვნილ ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფულად თანხას.

9. რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ იმ გარემოებას, ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ფულადი თანხა აჭარბებდა თუ არა 10000 ლარს და შესაბამისად, სახეზეა თუ არა საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი ოდენობა, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე გ. ა–სა და ლ. ზ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „ვ–თვის“ 11 585 ლარის ზიანის მიყენების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი ხასიათის მხოლოდ ერთი მტკიცებულება - თავად დაზარალებულ ა. მ–ის ჩვენება. მან თანმიმდევრულად და დეტალურად გადმოსცა ბრალდებულთა მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ, ასევე ახსნა, თუ თავდაპირველად გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას რატომ მიუთითა ზიანის შედარებით ნაკლებ ოდენობაზე და მოგვიანებით რატომ აღმოჩნდა, რომ შპს „ვ–თვის“ მიყენებული ზიანი იყო 11 585 ლარი. თუმცა მიუხედავად ამისა, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ, როგორც ცალკე აღებული, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა მსჯავრდებულების - გ. ა–სა და ლ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულებმა კატეგორიულად გამორიცხეს, რომ მათ მიერ შპს „ვ–ს“ სალაროდან აღებული ფულადი თანხა ყოფილიყო 10 000 ლარზე მეტი. მათ არ შეუძლიათ ზუსტად მიუთითონ შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას რა თანხა დაებნათ ძირს, თუმცა განმარტავენ, რომ ეს იყო მხოლოდ მცირე ოდენობის კუპიურები. ქუჩაში დაბნეული თანხის სრული ოდენობა არ დგინდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდეგ ძირს დაბნეული თანხიდან მხოლოდ ნაწილი იქნა ამოღებული შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებისგან. კერძოდ, გ. მ–სგან 40 აშშ დოლარი, ხოლო ბ. ბ–სგან 75 აშშ დოლარი. ასევე, ბრალდებულ გ. ა–გან იქნა ამოღებული 1600 ლარი და 370 ლარი. გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ნივთმტკიცების სახით ამოღებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ფულადი თანხა და არც წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ შპს „ვ–ს“ სალაროს უჯრაში შემთხვევის დროს იყო 11 585 ლარი, რასაც დაეუფლნენ მსჯავრდებულები ქურდობის შედეგად.

10. რაც შეეხება კასატორის აპელირებას თ. ჩ–ას ჩვენებაზე, აღსანიშნავია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში თ. ჩ–ას დაკითხვა არ მომხდარა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე გამოეყო ცალკე წარმოებად და განრიდების გამოყენების მიზნით დაუბრუნდა პროკურორს. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული თ. ჩ–ას გამოკითხვის ოქმის თანახმად კი იგი უთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად თანამზრახველებთან ერთად დაეუფლა დაახლოებით 7800 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი ჩვენება სრულ შესაბამისობაშია გ. ა–ას და ლ. ზ–ის გამოკითხვის ოქმებში ასახულ და მოგვიანებით სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციასთან.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (იხ. Kikalishvili v. Georgia, N 51772/08, ECtHR, 20/12/2018).

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულების გ. ა–სა და ლ. ზ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელებს, კერძოდ: საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული გ. ა–ა, გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებისა, ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას საბოლოოდ, ამ განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. ა–მ ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში - 2018 წლის 24 ოქტომბერს. თუმცა პირველი ინსტანციის განაჩენით მის მიმართ არ მომხდარა სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობით; სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული არ იქნა რეციდივის შემთხვევა. კერძოდ, მართალია, მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელი ნიშანი „არაერთგზისობა“ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლეობიდან, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევდა სასჯელის დანიშვნისას არ გაეთვალისწინებინა რეციდივის შემთხვევა, თუმცა გ. ა–ა ასევე გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლით, რაც ასევე ქმნის რეციდივის შემთხვევას და საბოლოოდ, სასჯელის დადგენისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული. ანალოგიურ გარემოებას აქვს ადგილი ლ. ზ–ის შემთხვევაში, ვინაიდან როგორც საქმის მასალებში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დგინდება, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი გადახდილი არ აქვს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არც მის მიმართ იქნა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დანიშნული. სააპელაციო სასამართლოში კი ბრალდების მხარის მიერ განაჩენი გასაჩივრდა მხოლოდ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

13. სასამართლო აღნიშნავს რომ საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განაჩენს მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში საუარესოდ ვერ შეაბრუნებს საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ემუხლისმე-3, მე-32, მე-33,მე-4 ნაწილების შესაბამისად,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარიარ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე