განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-96-2019 წელი
№020100118002461330
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
10 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – მარიამ ქორიძის,ადვოკატის – ბ------ ყ-----–---–ის,მსჯავრდებულების – ი-----–- ს-------ს, ლ------- ჯ-----ს მონაწილეობით, ღია სასამარ-თლო სხდომაზე, განიხილა ი-----–- ს-------ს და ლ------- ჯ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-----–- ს-------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები გ--–--------------------–--------------ში (ალტერნატიული მისამართი – ზ-----------------------------–------–-------–ი), მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადე-ნილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვე-პუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
ლ------- ჯ-----, დაბადებული 1980 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები გ--–----------------–--------------------–--–---------ში (ალტერნატიული მისამართი – თ---–-----–-–-----------------), მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესა-მე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვე-პუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და დანაშაულთა ერთობლიო-ბით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ს-------ს და ლ------- ჯ-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლ-საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადე-ნილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით (3 ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 მარტს, ღამის საათებში, ი-----–- ს-------მ და ლ------- ჯ-----მ, ი-----–- ე--------ს დახმარებით, უკანონოდ შეაღწიეს წ--–------ის რაიონის სოფელ ნ-------ში მდებარე თ------–- ბ--–-----ს საცხოვრებელი სახლში, საიდანაც მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად დაეუფლნენ ფულად თანხას 550 ლარის ოდენობით, 2 ცალ ქურთუკს, ღირებულს საერთო ჯამში 170 ლარად, 300 ლარად ღირებულ მამაკაცის პერანგს, 120 ლარად ღირებულ ჯინსის შარ-ვალს, 50 ლარად ღირებული სიგნალის მიმღებ რესივერს, 200 ლარად ღირებული მაჯის საათს, 2000 ლარად ღირებული ოქროს სამაჯურს, 1500 ლარად ღირებული „ლენოვოს“ ფირმის ნოუთბუქს, 100 ლარად ღირებული პლანშეტსა და 50 ლარად ღირებულ ელექტ-რო წვერსაპარს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ------–- ბ--–-----ს მიადგა 5040 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 29 მარტს, ღამის საათებში, ი-----–- ს-------მ და ლ------- ჯ-----მ, ი-----–- ე--------ს დახმარებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. წ--–------აში, უ--------------------ში მდებარე ე-- ც--------ს საცხოვრებელი სახლში, საიდანაც მართლსაწინაღმდეგო მისა-კუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად დაეუფლნენ 800 ლა-რად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს, 150 ლარად ღირებული ნეთ ბუქს, 260 ლარად ღირებული „მაიკროსოფტის“ ფირმის მობილური ტელეფონს და 80 ლარად ღირებული სილქნეტის მოდემს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შდეგად ე-- ც--------ს მიადგა 1 290 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 29 მარტს, ღამის საათებში, ი-----–- ს-------მ და ლ------- ჯ-----მ, ი-----–- ე--------ს დახმარებით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. წ--–------აში, მ---–---------------------------ში მცხოვრები ლ---- ლ------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმ-დეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ლ---- ლ------ს 150 ლარად ღი-რებულ ტყავის ქურთუკს, ფულად თანხას 40 ლარის ოდენობით, 100 ლარად ღირებულ ტყავის საფულეს, სამ ცალ ვერცხლის ბეჭედს და წყვილ ვერცხლის საყურეს, ღირებულს საერთო ჯამში 400 ლარად, ასევე, 500 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, 50 ლარად ღირე-ბულ მაჯის საათსა და 900 ლარად ღირებულ სამსუნგის ტელეფონს. აღნიშნული დანა-შაულებრივი ქმედების შდეგად ლ---- ლ------ს მიადგა 2140 ლარის ოდენობით მნიშვნე-ლოვანი ქონებრივი ზიანი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ი-----–- ს-------ს და ლ------- ჯ-----ს ინტერე-სების დამცველმა ადვოკატმა ბ------ ყ-----–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ლ------- ჯ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ი------–- ს-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით ვერ დად-გინდა იმგვარი გარემოებები, რაც არსებით გავლენას მოახდენდა ლ------- ჯ-----ს მი-მართ საბოლოო გადაწყვტილებაზე, წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნო-ბის თვალსაზრისით. მოცემულ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფმა მესამე პირმა ი-----–- ე--------მ არ დაადასტურა ლ------- ჯ-----ს მონაწილეობა ქურდობის ჩადე-ნაში. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური მონაცემების ანალიზით აშკარაა, რომ ლ------- ჯ-----ს ბრალად შერაცხუ-ლი დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლომ განაჩენის დადგენისას გაიზიარა მხოლოდ საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირების ჩვენებები. ლ------- ჯ-----ს ბრალდება არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთო-ბლიობით.
რაც შეეხება ი-----–- ს-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, ის ზედმეტად მკაცრია იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა დანაშაული.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ი-----–- ს-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ბ------ ყ-----–---–ს, რომლებიც ითხოვენ ი-----–- ს-------ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ ლ------- ჯ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ------ ყ-----–---–ს, რომლებიც ითხოვენ ლ------- ჯ-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– პროკურორ მარიამ ქორიძეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, 2018 წლის 29 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ წ--–------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- დ-------–--ს მიერ პროცესის სხვა მონაწილე პირებთან – ე-- ც---------სთან და გ------- კ---------ესთან ერთად ჩატარდა ე-- ც--------ს საცხოვრებელი სახ-ლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, რაც დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ.1, ს.ფ. 19)
დაზარალებულმა ე-- ც--------მ მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 29 მარტს დილით იგი გააღვიძა ხმამ, რა დროსაც უთხრეს, რომ ღია იყო რკი-ნის კარი და ფანჯარა. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება პოლიციისა და ექს-პერტის მიერ, რა დროსაც მისი თანდასწრებით აღებული იქნა ნიმუშები, რაც დაილუქა. სახლიდან წაღებული იყო შემდეგი ნივთები: სამსუნგის ფირმის ტელევიზორი, ღირე-ბული 800 ლარად, მოდემი, ღირებული 80 ლარად, მაიკროსოფტის ტელეფონი, ღირე-ბული 260 ლარად და ნეთბუქი. მან 2018 წლის 6 აპრილს პოლიციაში ამოსაცნობად წარ-დგენილი ნივთებიდან ამოიცნო ტელეფონი, მოდემი და ნეთბუქი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 5 აპრილის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ დეტექტი-ვის თანაშემწე-გამომძიებლის პ------ კ-----–---–--ს მიერ ქ. ზ--------–-------–-–---–-------------ში, ი-----–- ნ-------სთან და გ------ ფ-------–--სთან ერთად, ს-------- ა-----–----ს თანდასწრებით, ჩატარდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შე-დეგადაც ამოღებული იქნა „მაიკროსოფტის“ ფირმის ტელეფონი, რაც შეფუთვამდე წერედგინათ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, რის შემდეგაც შეიფუთა და დაილუქა ერთ პაკეტად.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერადაა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სა-სამართლოს 2018 წლის 06 აპრილის №---------- განჩინებით, რაც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
(ტ. 1, ს.ფ. 36,160)
მოწმე ს-------- ა-----–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 29 მარტს მასთან სტუმრად მივიდა ლ------- ჯ----- და ი-----–- ს-------. ი-----–- ს------- სოფი-კო ა-----–---სათვის დაპირებული იყო ტელეფონს საჩუქრად, რა მიზნითაც მან მოწმეს გადასცა სტაფილოსფერი „მაიკროსოფტის“ ფირმის ტელეფონი, რასაც ესწრებოდა ლ------- ჯ-----. მოწმემ განმარტა, რომ არ იცოდა რა, რომ ტელეფონი იყო მოპარული, გამოართვა იგი ი-----–- ს-------ს. ლ-------ე მისი ბავშვობის მეგობარია, ხოლო ი-----–-ს ორი წელია იცნობს აფხაზეთიდან. ი-----–- ს-------მ და ლ------- ჯ-----მ მასთან (ს. ა-----–---სთან) მისვლის დროს თქვეს, რომ აპირებდნენ თბილისში წასვლას. ნაჩუქარი ტელეფონით ცოტა ხნით სარგებლობდნენ ს-------- ა-----–---ს შვილები, ხოლო შემდგომ ს-------- ა-----–---მ იგი ჩადო საძინებელ ოთახის ე.წ. „ტუმბოჩკაში“. რამდენიმე ხნის შემდგომ მასთან გ---–-–---–ის ქუჩაზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც მან გადასცა ტელეფონი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, პოლიციის თანამშრომელმა ა---------- მე----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 5 აპრილს მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ ე-- ც--------ს საცხოვრე-ბელი სახლიდან მოპარულ ტელეფონს ქ. ზ--------–-------–-–---–-----------ში ინახავდა ს-------- ა-----–---.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ------ კ-----–---–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა---------- მე----საგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2018 წლის 5 აპრილს, გ------ ფ-------–--სთან და ი-----–- ნ-------სთან ერთად, ქ. ზ--------–-------–-–---–------------ში მდებარე ს-------- ა-----–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა „მაიკრო-სოფტის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რის შესახებაც შედგა ოქმი. მოწმის განმარტე-ბით, ს-------- ა-----–---მ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ მას ტელეფონი გადასცა ი-----–- ს-------მ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პოლიციელებმა გ------ ფ-------–--მ და ი-----–- ნ-------მ თავიანთ ჩვენებებში მსგავს ფაქტებზე მიუთითეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 29 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ წ--–------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დ---- ღ--------–--ს მიერ პროცესის სხვა მონაწილე პირებთან – ლ---- ლ------სთან და გ------- კ----------ესთან ერთად ჩატარდა ლ---- ლ------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შე-დეგადაც ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, რაც დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია საპ-როცესო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ. 2, ს.ფ. 20)
დაზარალებულმა ლ---- ლ------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, 2018 წლის 29 მარტს დილით შეიტყო, რომ სახლიდან სხვა ნივთებთან ერთად დაკარგული იყო „ჰუბ-ლოტის“ ფირმის მაჯის საათი და „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონი. აღნიშნულის შემ-დგომ გამოძახებული იქნა პოლიცია და ექსპერტი, რომელმაც აიღო სუნის ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდა თავად ლ---- ლ------ც, რის გამოც შემდგომ მან ხელი მოაწერა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. იგი ეთანხმება 2018 წლის 29 მარტს შედგენილ პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ მისი გამოკითხვის ოქმს ნივთებისა და მათი ღირებულების თაობაზე. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ნივთე-ბის ამოცნობის პროცესში, რა დროსაც მისთვის წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მაჯის საათი და ტელეფონი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2018 წლის 5 აპრილს უბნის ინსპექტორ-გამომძმიებლის ზ---- შ---------ს მიერ ზ---- გ-------ს და ფ------- ც-----ს მონაწილეოით, ქ. ქ-------–----------------------------ში ჩატარ-და თ----- ს------–---–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ჰუბლოტის“ ფირმის მაჯის საათი, რაც დაილუქა.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერადაა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აპრილის №---------- განჩინებით, რაც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
(ტ. 2, ს.ფ. 145, 162)
მოწმე თ----- ს------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 30 მარტს იგი იმყოფებოდა თბილისში, დიდუბეში, სადაც შეხვდა მარტო მყოფ ლ-------ე ჯ-----ს, რომელმაც თავის ტელეფონში გაუცვალა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ასევე აჩუქა მაჯის საათი, რის შემდგომაც გაემგზავრა ქ-------ში. 2018 წლის 05 აპრილს ქ-------–-------------------------ში მასთან მივიდა გამომძიებელი, რომელმაც განუცხა-და, რომ ეძებდა მაჯის საათს და ტელეფონს, რაც მან (თ----- ს------–---–მა) გადასცა გა-მომძიებელს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმეებმა ზ---- შ---------მ და ფ------- ც-----მ ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ ქ. ქ-------ში თ----- ს------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა „სამსუნ-გის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მაჯის საათი. თ----- ს------–---–მა აღნიშნა, რომ მითითებული ნივთები მას გადასცა ჯ-----მ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 29 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ წ--–------ის რაიონული სამმართველოს დეტებტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ---- ღ-------–--ს მიერ პროცესის სხვა მონაწილე პირებთან – თ------–- ბ--–-----სთან და გ------- კ---------ესთან ერთად ჩატარდა თ------–- ბ--–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის ნიმუშები, რაც დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ. 3, ს.ფ. 4)
დაზარალებული თ------–- ბ--–-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიმ-დინარე წლის მარტის თვეში გამთენიისას, დაახლოებით იქნებოდა 6 საათი, როცა მე-უღლემ დაიყვირა, რომ ფანჯარა ღიააო, რის საფუძველზეც თ------–- ბ--–----- ადგა და ნახა, რომ ოთახში ყველაფერი იყო არეული, წაღებული იყო ქურთუკები, პერანგები, პულტი, რესივერი, წვერსაპარსი და სხვა ნივთები. პროკურორის შეკითხვაზე თ------–- ბ--–-----მ აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება 2018 წლის 29 მარტს შედგენილ მისი გამოკითხ-ვის ოქმს ნივთებისა და მათი ღირებულების თაობაზე და რომ ნივთების ღირებულება მან განუცხადა გამომძიებელს. მის (თ. ბ--–-----ს) მიერ გამოძახებულ იქნა პოლიცია და მოხდა საცხოვრებელი სახლის დათვალიერება გამომძიებლის, თავად მოწმისა და ექს-პერტის დანდასწრებით. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტმა თ------–- ბ--–-----საგან აიღო ნერწყვის ნიმუში. მან მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობის პროცესში, რა დროსაც მისთვის წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო პულტი, რესივერი და წვერსაპარსი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2018 წლის 5 აპრილს დეტექტივის თანაშემწე-გამომძმიებლის დიოგენ მებონიას მიერ ი-----–- ფ-----სა და გ------- ა-------ს მონაწილეობით, ქ. ქ-------–------------- ქუჩაზე ჩატარდა ი-----–- ე--------ს ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სხვა ნივთებთან ერთად შავი ფერის ელექტრო წვერსაპარსი, რაც დაილუქა.
(ტ.3, ს.ფ. 58)
მოწმე გ------- კ---------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როგორც ექსპერტი 2018 წლის 29 მარტს მივიდა ბელქანიების ოჯახში შეტყობინების საფუძველზე. ადგილზე მას დახვდა გამომძიებელი და ოჯახის პატრონი. ექსპერტმა საცხოვრებელ სახლში დათვა-ლიერებისას დაყარა აქტივიზირებული ნახშირი იატაკზე. 15 წუთის შემდგომ აქტივიზი-რებული ნახშირი აიღო და მოათავსა შუშის ქილაში, რაც დაილუქა და ხელმოწერილი იქნა პროცესის მონაწილე პირების მიერ. მან გამომძიებლისა და ოჯახის მეპატრონის თანდასწრებით, ზემოთ მითითებული პროცედურების ანალოგიური პროცედურები განახორციელა ც-------ებისა და ლ-----ების საცხოვრებელ სახლში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 5 აპრილის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქალაქ თ---–--–---–-–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში წ--–------ის რაიონული სამ-მართველოს გამომძიებელ დ---- ღ-------–--ს მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების ლ---- უ---–---ს, გ------- ბ-–--ს და ა---–----- ძ-----ს, ასევე ბრლადებულების ლ-------ე ჯ-----ს და ი-----–- ს-------ს მონაწილეობით ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნაჭრის მრავალგანყოფილებიანი ელვა-შესაკრავიანი შავი ფერის ზუგრჩანთა მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებით: მოლურჯო ფერის ნეთბუქი, დისტანციური პულტი, შავი ფერის მაგთი სატის არხის მიმღები, შავი ფერის ინტერნეტის მიმღები - მოდემი (ადაპტორით), შავი ფერის მობილური ტელეფონი, ოქროსფერი მობილური ტელეფონი, პოლიეთილენის შავი ფერის კონვერტი, რომელშიც აღმოჩნდა ლ-------ე ჯ-----ს სახელ-ზე გაცემული დოკუმენტი.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აპრილის №---------- განჩინებით ქ. თ---–--–---–-–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ცნობილ იქნა კანონიერად. განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
(ტ 1, ს.ფ. 104, 170)
მოწმემ, წ--–------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დ---- ღ-------–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან დაიწყო გამოძიება 2018 წლის 29 მარტს ლ---- ლ------ს საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. იმავე დღეს გაი-ქურდა ე-- ც--------ს და თ------–- ბ--–-----ს საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულ საქმე-ზე დ---- ღ-------–--მ, როგორც გამომძიებელმა მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერებასა და სუნის ნიმუშის აღების პროცესში. 2018 წლის 5 აპრილს ა----------- მე----ს მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ საცხოვრე-ბელი სახლის ქურდობა ჩაიდინეს ი-----–- ს-------მ და ლ------- ჯ-----მ, რის გამოც როგორც რიგითი გამომძიებელი, დ---- ღ--------–-- ჯგუფთან ერთად გაემგზავრა თბი-ლისში ბრალდებულებთან წ--–---------------------ში. მოწმესთან ერთად ჯგუფში შედი-ოდნენ ა---–----- ძ-----, გ------- ბ-–--, ლ---- უ---–--- და ნ-------- შ-------. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პოლიციელებს დახვდათ ქალბატონი, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფებოდა სტუმრად და დაუდასტურა მათ საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე ლ------- ჯ-----სა და ი-----–- ს-------ს ყოფნის ფაქტი. საცხოვრებელ სახლში მისვლი-სას დ---- ღ-------–--მ ლ------- ჯ-----სა და ი-----–- ს-------ს აუხსნა, რომ საჭირო იყო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რაზეც ლ------- ჩ-----მ თანხმობა განაცხადა. ჩხრეკა ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ოთხოვე ოთახში სრულყოფილად. მისაღებ ოთახში საწოლის ქვეშ იატაკზე აღმოჩენილი იქნა შავი ფერის ზურგჩანთა, რაშიც იდო შემდეგი ნივთები: მოლურჯო ფერის ნეთბუქი, პულტი, არხის მიმღები, მოდემი, ორი ცალი მო-ბილური ტელეფონი შავი და ოქროსფერი კორპუსით; ლ------- ჯ-----ს სახელზე გაცე-მული დოკუმენტაცია. აღნიშნული ნივთები წარედგინა პროცესის მონაწილე პირების, შემდგომ ისინი შეიფუთა და დაილუა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს გაეცნენ ბრალდებულები, რომელთაგან ოქმს ხელი მოაწერა მხოლოდ ლ------- ჯ-----მ. აღნიშ-ნულის გარდა მან (დ---- ღ-------–--მ) მონაწილეობა მიიღო ლ---- ლ------ს დაზარალე-ბულად ცნობისა და მისი მხრიდან ნივთების ამოცნობის პროცესში. მისი განმატებით, ლ---- ლ------მ ამოიცნო მოპარული ნივთებიდან საათი და მობილური ტელეფონი. საც-ხოვრებელი სახლის ჩხრეკის შემდგომ მოხდა ბრალდებულების დაკავება, ლ------- ჯ------ დააკავა უშუალოდ მან (დ---- ღ-------–--მ), ხოლო ი-----–- ს------- დაკავებული იქნა ნ-------- შ-------ს მიერ. ბრალდებულებმა დაკავების ოქმის ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. ჩხრეკისას და ბრალდებულების დაკავებისას შენიშვნებს ბრალდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ-------- შ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან დ---- ღ-------–--სთან, ა---–----- ძ-----სთან, გ------- ბ-–--სთან და ლ---- უ---–---სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. თ---–--–---–-–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრე-კაში, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ოთახში იდო შავი ფერის ჩანთა, რომელიც ლ------- ჯ------ს განმარტებით მას ეკუთვნოდა. ჩანთიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები: ნეთბუქი, დისტ. მართვის პულტი, ე.წ. რესივერი, მოდემი, ორი ცალი ტელეფონი მოშავი და ოქროსფერი, ასევე კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო რუსულენოვანი დოკუ-მენტი. აღნიშნული ნივთები დაილუქა. ლ------- ჯ-----მ განმარტა, რომ ნივთები მას არ ეკუთვნის. ჩრეკის შემდგომ მან (ნ-------- შ-------მ) დააკავა ი-----–- ს-------.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსგავსი ჩვენებები მისცეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა ა---–----- ძ------მ, გ------- ბ-–--მ და ლ---- უ---–---მ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ----- დ-------–--ს მიერ 2018 წლის 6 აპრილს შედგენილი ამოცნობის ოქმებით დადგენილია, რომ ე-- ც--------ს წა-რედგინა რამდენიმე ერთგვაროვანი ნივთი, საიდანაც მან ამოიცნო:
1. 2018 წლის 5 აპრილს ს-------- ა-----–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „მაიკროსოფტის“ ფირმის ტელეფონი;
2. ქ. თ---–--–---–-–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნეთბუქი და მოდემი (ადაპტორით).
მოწმის, წ--–------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ პ----- დ-------–--ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს ე-- ც--------ს საცხოვრებელი სახლის გაქურ-დვის შესახებ მიღებული შეტობინების საფუძველზე პ----- დ-------–--მ დაიწყო გამო-ძიება, რის შემდგომაც მან (პ----- დ-------–--მ) ჩაატარა ექსპერტისა და ე-- ც--------ს მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება. მან გამოკითხა ე-- ც--------, რომელმაც მიუთითა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იყო ნივთები. მან (პ----- დ-------–--მ) ასევე მონაწილეობა მიიღო ლ-------ე ჯ-----საგან, მისივე თანხმო-ბით, ექსპერტის მონაწილეობით, ნიმუშების აღების პროცესში, რაც ადგილზევე დაილუ-ქა და შედგა ოქმი. აგრეთვე დაესწრო 2018 წლის 30 აპრილს თ------–- ბ--–-----საგან მი-სივე თანხმობით ექსპერტის მიერ ნერწყვის ნიმუშის აღების პროცესს. პ----- დარასე-ლიას მიერ გამოკითხული იქნა ი-----–- ე-------- თავისი ადვოკატის თანდასწრებით ქუ-თაისის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც დაადასტურა ორ პიროვნებისათვის ქურდობის დახმარებაში მონაწილეობის ფაქტი. ი-----–- ე--------მ განაცხადა, რომ წვერ-საპარსი მას დაუტოვა ქურდობის შემდგომ ქურდობაში მონაწილე ორმა პიროვნებამ. გამოკითხვის ოქმს გაეცნო ი-----–- ე-------- და რაიმე სახის შენიშვნა არ ჰქონია. მანვე (პ----- დ-------–-ამ) მიიღო დადგენილება ოდოროლოგიური და ბილოგიური ექპერტი-ზების დანიშვნის თაობაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2018 წლის 6 აპრილს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პ------ კ-----–---–--ს მიერ შედგენილია სამი ამოცნობის ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ თ------–- ბ--–-----ს წარედგინა რამდენიმე ერთგვაროვანი ნივთი, საიდანაც მან ამოიცნო ი-----–- ე--------ს ავტომანქანის ჩრეკის შედეგად ამოღებული წვერსაპარსი, ასევე, ქ. თბილისში, წიწამუ-რის ქუჩა №2/67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული რესივერი და პულტი.
(ტ. 3, ს.ფ. 95-103)
მოწმის, წ--–------ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ პ------ კ-----–---–--ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 29 მარტს თ------–- ბ--–-----ს გაქურდვის ფაქტზე ალე-ქსანდრე ფაცაციასთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. მის მიერ გამოძახებული იქნა კინოლოგი და ექსპერტ-კრიმინალისტი, რის შემდგომაც მოხდა შემთხვევის ადგი-ლის დათვალიერება თ------–- ბ--–-----ს თანხმობითა და მისი მონაწილეობით. 2018 წლის 5 აპრილს ა---------- მ------საგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პ------ კ-----–---–-- გ------ ფ-------–--სა და ი-----–- ნ-------სთან ერთად მივიდა ქ. ზუგდიდ-ში, გ---–-–---–ის ქუჩაზე მცხოვრებ ს-------- ა-----–---სთან, რომლის საცხოვრებელი სახლიდან მისივე თანხმობით ამოღებული იქნა „მაიკროსოფტის“ მობილური ტელე-ფონი, რის შესახებაც შედგა ჩრეკის ოქმი. ს-------- ა-----–---მ გამოკითხვის ოქმში მიუ-თითა, რომ ტელეფონი მას გადასცა ი-----–- ს-------მ. 2018 წლის 6 აპრილს წალენჯი-ხის რაიონულ სამმართველოში ჩატარებულ ნივთის ამოცნობის დროს თ------–- ბელ-ქანიამ ამოიცნო ნივთები: რესივერი და პულტი, ასევე ი-----–- ე--------ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული წვერსაპარსი. მან (პ------ კ-----–---–--მ) დანიშნა ჰაბი-დოსკოპიური ექსპერტიზა სოკარ პეტროლიუმ ჯორჯიასაგან გამოთხოვილ დისკზე, რის შედეგად გაირკვა, რომ ჩრეკის შედეგად ამოღებულმა ი-----–- ე--------ს ავტომანქანამ გაიარა წ--–------------------ის საავტომობილო გზა. გარდა ამისა, მან (პ------ კვარახე-ლიამ) მონაწილეობა მიიღო ქ-------ის დაწესებულებაში ბრალდებულებისაგან ნიმუშე-ბის აღების პროცესში, რასაც ესწრებოდნენ ადვოკატები და კინიკოლოგი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დადგენილია, რომ თ------–- ბ--–-----საგან, ლ------- ჯ-----საგან და ი-----–- ე---------საგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუშები, ასევე, ლ------- ჯ-----საგან, ი-----–- ს--------საგან და ი-----–- ე--------საგან აღებული იქნა სუნი ნიმუშები.
(ტ. 1, ს.ფ. 138-140, ტ. 4, ს.ფ. 102-109, 125, 146)
2018 წლის 6 აპრილს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ---- ღ-------–--ს მიერ შედგე-ნილი ორი ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ლ---- ლ------ს წარედგინა რამდენიმე ერთგვაროვანი ნივთი, საიდანაც მან ამოიცნო თ----- ს------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ჰუბლოტის“ ფირმის მაჯის საათი და „სამსუნგის“ ფირმის მობი-ლური ტელეფონი.
(ტ. 2, ს.ფ. 172-177)
მოწმე ლ---- ბ---–--მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან, როგორც კინოლოგმა ლ-------- ჯ-----საგან, ი-----–- ს-------საგან და ი-----–- ე--------საგან აიღო სუნის ნი-მუშები, რაც დაილუქა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 26 აპრილის №--------- ოდოროლოგიური დასკვნის თა-ნახმად, ე-- ც--------ს, თ------–- ბ--–-----სა და ლ---- ლ------ს საცხოვრებელი სახლე-ბიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიცირებისათ-ვის და იდენტურია ბრალდებულების ი-----–- ს-------საგან და ლ------- ჯ-----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების, ხოლო არაიდენტურია ი-----–- ე--------საგან აღე-ბული სუნის კვალის ნიმუშის.
(ტ. 4, ს.ფ. 139)
ოდოროლოგიური ექსპერტიზის ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის შინა-არსი და განმარტა, რომ მისი დასკვნა კატეგორიულია.
მსჯავრდებულმა ი-----–- ს-------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას აღიარა, რომ 2018 წლის 29 მარტს მის მიერ იქნა განხორციებული ქურდობა სამ ოჯახში, თუმცა განმარტა, რომ ქურდობის სამივე ეპიზოდი ჩაიდინა მარტო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ლ------- ჯ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას განმარტა, რომ იგი შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გ--–--------------------–--–----------ში და სადავო ნივთებთან შეხება არასოდეს ჰქონია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 1 ივნისის №--------- ბიოლოგიური ექსპერტიზის დას-კვნის თანახმად:
– პაკეტში წარწერით: „ი-----–- ე--------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო წვერსაპარსი...“’ მოთავსებული საპარსი მოწყობილობის პირებისა და ჩამრთველ ღილა-კებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუ-თვნის ი-----–- ე--------ს, მინორული წილი ეკუთვნის თ------–- ბ--–-----ს. ამავე სა-პარსის ტარსა და პაკეტში მოთავსებულ ელ სადენზე არსებული ბიომასალის გენეტიკუ-რი პროფილი ეკუთვნის ი-----–- ე--------ს;
– პაკეტში წარწერით: „წ-–------------------ში სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული მაგთი-სატის დისტანციური პულტი...“ მოთავსებულ დისტანციურ პულტზე არსებული ბიო-მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ------- ჯ-----ს.
– პაკეტში წარწერით: „წ-–------------------ში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამო-ღებული რესივერი...“ მოთავსებული ე.წ. რესივერზე არსებული ბიომასალის გენეტი-კური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ლ------- ჯ-----ს.
– პაკეტში წარწერით: „წ-–------------------ში ჩრეკისასა ამოღებული მოდემი ...“, მოთავ-სებული ე.წ. მოდემზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------- ჯ-----ს.
ექსპერტმა ნ---- კ--–----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ი-----–- ე--------მ განმარტა, რომ იგი გააჩერა ორმა პიროვნებამ, რომელთაგან ერთი იყო ი-----–- ს------- და მოილაპარაკეს, რომ და-ეხმარებოდა საკუთარი ავტომანქანით, კერძოდ წაიყვანდა და წამოიყვანდა წ--–------აში ქურდობის განსახორციელებლად. მართლაც, 2018 წლის 29 მარტს წაიყვანა ისინი წ--–--------ში, სადაც განახორციელეს ქურდობა თ------–- ბ--–-----ს, ე-- ც--------ს და ლ---- ლ------ს საცხოვრებელ სახლებში. მანვე განმარტა, რომ მისი ავტომანქანიდან ჩხრეკისას ამოღებული იქნა წვერსაპარსი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით დასტურდება, რომ ი-----–- ე-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწი-ლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს, ე-- ც--------ს და ლ---- ლ------ს ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწი-ლის შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად 01 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად მოსახდელად პენიტენციურ და-წესებულებაში, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 03 (სამი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ლ------- ჯ-----ს უდანაშაუ-ლოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტაცია ლ------- ჯ-----ს გამართლების ნაწილში არის ის, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და არ შეიძ-ლება იგი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი პროვოცირებულია დაინტერესებული პოლიციის თანამ-შრომლების მიერ და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა მაგთისატის პულტზე, რესივერზე და მოდემზე ლ------- ჯ-----ს გენეტიკური პროფილი. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ ლ------- ჯახა-იას ჩვენებას იმ ნაწილში, რომ შემთხვევის დღეს ლ------- ჯ----- იმყოფებოდა გ--–--------------------–--–-------ნაში.
ლ------- ჯ----- კატეგორიულად უარყოფს თავის მონაწილეობას მისთვის ბრალად წარ-დგენილ ქურდობის ეპიზოდებში და განმარტავს, რომ სადავო ნივთებთან შეხება არ ჰქო-ნია. თუმცა ამის საპირისპიროდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებუ-ლებები, რომლებითაც დასტურდება ლ------- ჯ-----ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხუ-ლი დანაშაულების ჩადენა.
– ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ დაზარალებულებისაგან ფარულად დაუფლებულ ნივთებზე აღმოჩნდა ლ------- ჯ-----ს გენეტიკური პროფილი.
კერძოდ: წ-–------------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღე-ბულ მაგთისატის დისტანციურ პულტზე, რესივერზე და მოდემზე.
– ს-------- ა-----–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 29 მარტს მასთან სტუმრად მივიდა ლ------- ჯ----- და ი-----–- ს-------. ი-----–- ს-------მ მას გადასცა სტა-ფილოსფერი „მაიკროსოფტის“ ფირმის ტელეფონი, რასაც ესწრებოდა ლ------- ჯ-----.
– მოწმე თ----- ს------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მისგან ჩხრეკისას ამოღებუ-ლი საათი და ტელეფონი 2018 წლის 30 მარტს თბილისში, დიდუბის ტერიტორიაზე გა-დასცა ლ-------ე ჯ-----მ. თავის ტელეფონში გაუცვალა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ასევე აჩუქა მაჯის საათი.
– ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ე-- ც--------ს, თანდი-ლა ბ--–-----სა და ლ---- ლ------ს საცხოვრებელი სახლებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ი-----–- ს-------საგან და ლ------- ჯ------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
– სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ე--------მ დაადასტურა, რომ დახმარება გაუწია თავისი ავტომანქანით ი-----–- ს-------ს და სხვა პიროვნებას, რომლებმაც განახორციელეს ქურდობა ქ. წ--–------აში, ე-- ც--------ს, ლ---- ლ------ს, თ------–- ბ--–-----ს საცხოვრებელ სახლებში.
ამდენად, დაზარალებულებისაგან ფარულად დაუფლებულ ნივთებზე ლ------- ჯ-----ს გენეტიკური პროფილის არსებობა კატეგორიულად გამორიცხავს ლ------- ჯ-----ს ჩვე-ნებასა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს იმის შესახებ, რომ ლ------- ჯ----- შე-მთხვევის ღამეს იმყოფებოდა გ--–--------------------–--–-------ნაში და რომ მას ამ ნივ-თებთან შემხებლობა არ ჰქონია. ხოლო რაც შეეხება ვერსიას იმის თაობაზე, რომ ამ ნივ-თებზე მისი გენეტიკური პროფილის არსებობა პროვოცირებულია პოლიციის თანამ-შრომლების მიერ, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–- ს-------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციე-ლების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია; აგრეთვე ის გარემოება, რომ მსჯა-ვრებული წარსულში ნასამართლევია და ი-----–- ს-------ს მიერ ჩადენილი დანაშა-ულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალის-წინებით ჩადენილი დანაშაულებისათვის, როგორც დანაშაულთა ერთობლიობით, ისე განაჩენთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებუ-ლი სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ს-------ს და ლ------- ჯ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვ-ლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
daadgina:
ი-----–- ს-------ს და ლ------- ჯ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვ-ლელი:
ი-----–- ს------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მი-მართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღ-კვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მი-მართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღ-კვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-----–- ს-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩე-ნით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი-----–- ს-------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ი-----–- ს-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკა-ვების დღიდან – 2018 წლის 05 აპრილიდან.
ი-----–- ს-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმე-ბულია.
ლ------- ჯ-----ს ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადენილი ქმედება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მიმართ ჩადენილი ქმე-დება), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ------–- ბ--–-----ს მიმართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ლ---- ლ------ს მი-მართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღ-კვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მი-მართ ჩადენილი ქმედება) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე-- ც--------ს მიმართ ჩადენილი ქმედება) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ------- ჯ-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
ლ------- ჯ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი ფაქტობრივი დაკავე-ბის დღიდან – 2018 წლის 05 აპრილიდან.
ლ------- ჯ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
ნივთიერი მტკიცებულებები – ამოღებული სუნის, ნერწყვის, თმის ნიმუშები, კანის სახე-ლურის ანაწმენდები და ხელის კვლები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების (განაჩენის) კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები – „ჰიუნდაი აქცენტის“ მარკის ავტომანქანა, „მაიკროსოფ-ტის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ინტერნეტის მოდემი ადაპტორთან ერთან, ნეთ ბუქი, „ჰუბლოტის“ ფირმის მაჯის საათი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პულტი, არხის მიმღები „რესივერი“, წვერსაპარსი სადენით, სანთებელა, ბილაინის ფირ-მის მობილური ტელეფონი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, კონვერტი მასში მოთავსებულ დოკუმენტებთან ერთად, ჩანთა, სამსუნგის ფირმის მობილური ტელე-ფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (განაჩენის) კანო-ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები – გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი დისკებზე, დაერ-თოს სისხლის სამართლის საქმეს ამავე საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili