1. „საკონსულო დაწესებულება“– ნებისმიერი გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო, საკონსულო სააგენტო ან დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახური (საკონსულო განყოფილება);
2. „საკონსულო ოლქი“ – საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად საკონსულო დაწესებულებისათვის გამოყოფილი რაიონი;
3. „საკონსულო დაწესებულების მეთაური“ – პირი, რომელსაც ევალება იმოქმედოს, როგორც ასეთმა;
4. „საკონსულო თანამდებობის პირი“ – ნებისმიერი პირი, საკონსულო დაწესებულების მეთაურის ჩათვლით, რომელსაც ევალება საკონსულო ფუნქციების შესრულება;
5. „საკონსულოს მოსამსახურე“ – ნებისმიერი პირი, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მოვალეობას ასრულებს საკონსულო დაწესებულებაში;
6. „მომსახურე პერსონალის მუშაკი“ – ნებისმიერი პირი, რომელიც საკონსულო დაწესებულების მომსახურების მოვალეობებს ასრულებს;
7. „საკონსულო დაწესებულების მუშაკები“ – საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულოს მოსამსახურეები და მომსახურე პერსონალის მუშაკები;
8. „ოჯახის წევრები“ – საკონსულო დაწესებულების მუშაკის ცოლი (ქმარი); შვილები, მშობლები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მასთან ერთად და მის კმაყოფაზე იმყოფებიან;
9. „მოქალაქე“ – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც წარმდგენი ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეა ამ სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესაბამისად;
10. „საკონსულო კარ-მიდამო“ – შენობები ან შენობათა ნაწილები და ამ შენობათა ან შენობათა ნაწილების მომსახურე მიწის ნაკვეთები, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისათვის გამოიყენება, ვის საკუთრებასაც არ უნდა შეადგენდნენ ისინი;
11. „საკონსულოს არქივები“ – ყველა ქაღალდი, დოკუმენტი, კორესპონდენცია, წიგნი, ფილმი, ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და გამოყენების ტექნიკური საშუალებანი, საკონსულო დაწესებულების რეესტრები შიფრებითა და კოდებით, კარტოთეკებითა და მოწყობის ნებისმიერი საგნებით, რომლებიც მათი შენახვისა და დაცვის უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი;
12. „გემი“ – ნებისმიერი სამოქალაქო გემი, რომელსაც უფლება აქვს აღმართოს წარმდგენი სახელმწიფოს დროშა;
13. „საჰაერო ხომალდი“ – ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს წარმდგენი სახელმწიფოს ამოსაცნობი ნიშნები.
კარი II
ზოგადი დებულებანი საკონსულო ურთიერთობათა შესახ