1. სასწავლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკური საშუალებები დაგეგმილი ამოცანების შესრულებისა და საკუთარი საქმიანობის წარმართვისათვის ამ წესის შესაბამისად.

2. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სინთეზურ საწვრთნელ მოწყობილობებს გააჩნდეს კონკრეტული ამოცანისთვის შესაბამისი მახასიათებლები და აკმაყოფილებდეს ამოცანის შესაბამის მოთხოვნებს.

3.  პუნქტზე სწავლების დროს, სასწავლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ადგილზე სწავლების ინსტრუქტორს და პირს, რომელიც გადის სწავლებას აქვთ ერთი და იგივე ინფორმაცია და ასევე სწავლების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინსტრუქტორის მიერ სწავლების პროცესში მისი დაუყოვნებლივ ჩარევის შესაძლებლობა.

შენიშვნა: მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ერთი და იგივე ინფორმაციის ფლობა გულისხმობს, ერთსა და იმავე სამეთვალყურეო პუნქტზე ან პუნქტის სამუშაო პოზიციაზე არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობა