მუხლი 36🔗
სამხედრო შეკრებებზე გაწვეული მოქალაქის მიერ სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში დასახიჩრების (ჭრილობის, ტრავმის, კონტუზიის) მიღების შემთხვევაში შემოწმება ტარდება მიუხედავად იმისა, იცვლება თუ არა მისი სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორია. სამხედრო შეკრების გავლის პერიოდში დაავადებისას შემოწმება ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ცვლის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის კატეგორიას ან იწვევს მის უვარგისობას (მათ შორის, დროებითს) სამხედრო სამსახურისათვის