მუხლი 38🔗

იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურის შემოწმების დროს სამხედრო სამედიცინო საექიმო კომისიას აქვს საფუძველი ჩათვალოს, რომ დაავადების დასახიჩრების (ჭრილობა, ტრავმა, კონტუზია) შედეგად, რომელთა მიხედვითაც ის შემოწმებას გადის, არ არის დაკავშირებული სამხედრო სამსახურთან, სამხედრო-სამედიცინო კომისია გამოითხოვს სამხედრო ნაწილიდან სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქის სამედიცინო შემოწმების ბარათს. ამ დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში – პირად საქმეს მოქალაქის გამწვევი სამხედრო კომისარიატიდან, შემოწმების დროს შეიძლება მხედველობაში მიიღონ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამხედრო-სამედიცინო კომისიაში წარდგენილი სხვა სამედიცინო დოკუმენტები