1. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014