(1) [მონაწილე მხარეების კანონების დებულებები, რომლებიც შეეხება გამოქვეყნების გადადებას] (ა) როდესაც მონაწილე მხარის კანონი ითვალისწინებს სამრეწველო ნიმუშის გადადებას პერიოდით, რომელიც ნაკლებია დადგენილ პერიოდზე, ამ მონაწილემ მხარემ უნდა განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს გადადების ნებადართული პერიოდის შესახებ.

(ბ) როდესაც მონაწილე მხარის კანონი არ ითვალისწინებს სამრეწველო ნიმუშის გამოქვეყნების გადადებას, მონაწილე მხარემ ამ ფაქტის შესახებ უნდა შეატყობინოს განცხადებით გენერალურ დირეტორს.

(2) [გამოქვეყნების გადადება] როდესაც საერთაშორისო განაცხადი შეიცავს მოთხოვნას გამოქვეყნების გადადების შესახებ, გამოქვეყნება ხორციელდება,(Ι) დადგენილი პერიოდის გასვლისას, როდესაც საერთაშორისო განაცხადში მითითებულ არც ერთ მონაწილე მხარეს არ გაუკეთებია განცხადება (1) პუნქტის შესაბამისად, ან

(ΙΙ) როდესაც საერთაშორისო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ მონაწილე მხარეს გაკეთებული აქვს განცხადება (1) პუნქტის (ა) ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ განცხადებით შეტყობინებული პერიოდის გასვლისას, ან როდესა ერთზე მეტი ასეთი მითითებული მონაწილე მხარეა, მათი განცხადებებით შეტყობინებული უმოკლესი პერიოდის გასვლისას.

(3) [გადადების მოთხოვნების რეჟიმი, როდესაც გადადება შეუძლებელია მოქმედი კანონით] როდესაც მოთხოვნილია გამოქვეყნების გადადება და საერთაშორისო განაცხადში მითითებულ ნებისმიერ მონაწილე მხარეს (1) პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად გაკეთებული აქვს განცხადება, რომ გამოქვეყნების გადადება მისი კანონით შეუძლებელია,(Ι) მე-(ΙΙ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიურო ატყობინებს განმცხადებელს შესაბამისად; თუ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, განმცხადებელმა საერთაშორისო ბიუროსათვის წერილობითი შეტყობინებით არ ამოიღო აღნიშნული მონაწილე მხარის მითითება, საერთაშორისო ბიურო არ გაითვალისწინებს გამოქვეყნების გადადების მოთხოვნას;

(ΙΙ) როდესაც სამრეწველო ნიმუშის გამოსახულებების მაგივრად საერთაშორისო განაცხადს თან ერთვის სამრეწველო ნიმუშის ნიმუში, საერთაშორისო ბიურო არ გაითვალისწინებს აღნიშნული მონაწილე მხარის მითითებას და შესაბამისად შეატყობინებს განმცხადებელს.

(4) [მოთხოვნა უფრო ადრეულ გამოქვეყნებაზე ან საერთაშორისო რეგისტრაციის სპეციალურ ხელმისაწვდომობაზე] (ა) ნებისმერ დროს მე-(2) პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ან ყველა სამრეწველო ნიმუშის გამოქვეყნება, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია და ამ შემთხვევაში გადადების პერიოდი ასეთი სამრეწველო ნიმუშის ან ნიმუშებისათვის გასულად ჩაითვლება საერთაშორისო ბიუროს მიერ ასეთი მოთხოვნის მიღების თარიღიდან.

(ბ) მფლობელს აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ დროს, მე-(20 პუნქტიდან გამომდინარე მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ბიუროს მოსთხოვოს მფლობელის მიერ დასახელებული მესამე პირი უზრუნველყოს ამონაწერით, ან ასეთი პირისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ნებისმიერი ან სამრეწველო ნიმუში, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია.

(5) [უარი და შეზღუდვა] (ა) თუ ნებისმიერ დროს მე-(2) პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელი უარს ამბობს საერთაშორისო რეგისტრაციაზე ყველა მითითებული მონაწილე მხარის მიმართ, სამრეწველო ნიმუში ან ნიმუშები, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია არ ქვეყნდება.

(ბ) თუ ნებისმიერ დროს მე-2 პუნქტის შესაბამისად მოქმედი გადადების პერიოდის განმავლობაში, მფლობელი ზღუდავს საერთაშორისო რეგისტრაციას ყველა მონაწილე მხარის მიმართ ერთი ან რომელიმე სამრწველო ნიმუშით, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანია, სხვა სამრწველო ნიმუში ან ნიმუშები, რომლებიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანს წარმოადგენს არ ქვეყნდება.

(6) [გამოქვეყნება და გამოსახულებების მიწოდება] (ა) ამ მუხლის დებულების შესაბამისად გადადების ნებისმიერი დროის პერიოდის გასვლისას, საერთაშორისო ბიურო, დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, აქვეყნებს საერთაშორისო რეგისტრაციას. თუ ასეთი საფასური არ იქნა გადახდილი დადგენილის შესაბამისად, საერთაშორისო რეგისტრაცია უქმდება და არ ქვეყნდება.

(ბ) მე-5 მუხლის (1) პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საერთაშორისო განაცხადს თან ერთოდა სამრეწველო ნიმუშის ერთი ან მეტი ნიმუში, მფლობელი წარუდგენს საერთაშორისო ბიუროს თითოეული სამრეწველო ნიმუშის, რომელიც ამ განცხადების საგანია, გამოსახულების ასლების დადგენილ რიცხვს დროის დადგენილ ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა არ შეასრულა აღნიშნული, საერთაშორისო რეგისტრაცია უქმდება და არ ქვეყნდებ