. საერთაშორისო რეგისტრაცია, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, გამოქვეყნება და საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემების კონფიდენციალური ასლები
(1) [ საერთაშორისო რეგისტრაცია]საერთაშორისო ბიურო ახორციელებს თითოეული სამრეწველო ნიმუშის, რომელიც საერთაშორისო განაცხადის საგანია, რეგისტრაციას მის მიერ საერთაშორისო განაცხადის მიღებისთანავე, ან თუ შეთავაზებულია შესწორებები მე-8 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი შესწორებების მიღებისთანავე. რეგისტრაცია განხორციელდება იმისდა მიუხედავად გადადებულია თუ არა გამოქვეყნება მე-11 მუხლის თანახმად.
(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი] (ა) (ბ) ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი.
(ბ) როდესაც საერთაშორისო განაცხადს იმ თარიღით, როდესაც იგი მიიღო საერთაშორისო ბიურომ, აქვს უსწორობა, რომელიც დაკავშირებულია მე-5 მუხლის მე-(2) პუნქტთან, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურო იღებს ასეთი უსწორობის შესწორებას, ან საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღი, იმისდა მიხედვით რომელიც უფრო გვიანდელია.
(3) [გამოქვეყნება](ა) მონაცემები საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ. ასეთი გამოქვეყნება ყველა მონაწილე მხარისათვის საკმარისი საჯაროობის მქონედ ითვლება და მფლობელმა არ უნდა მოითხოვოს არანაირი სხვა საჯაროობა.
(ბ) საერთაშორისო ბიურო უგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნებული მასალის ასლს თითოეულ მითითებულ უწყებას.
(4) [კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა გამოქვეყნების წინ] მე-(5) პუნქტიდან და მე-11 მუხლის მე-(4) პუნქტის (ბ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიურო თითოეული საერთაშირისო განაცხადისა და თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციისათვის იცავს კონფიდენციალურობას გამოქვეყნებამდე.
(5) [კონფიდენციალური ასლები] (ა) საერთაშორისო ბიურო რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ უგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემების ასლს საერთაშორისო განაცხადზე თანდართული ნებისმიერი შესაბამისი განცხადებით, დოკუმენტით ან ნიმუშით, თითოეულ უწყებას, რომელმაც შეატყობინა საერთაშორისო ბიუროს, რომ მას სურს მიიღოს ასეთი ასლი და მითითებული იყო საერთაშორისო განაცხადში.
(ბ) უწყებამ, საერთაშორისო ბიუროს მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე, უნდა დაიცვას თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციის კონფიდენციალურობა, რომლის ასლი გაუგზავნა მას საერთაშორისო ბიურომ და შეუძლია ამ ასლის გამოყენება საერთაშორისო რეგისტრაციის და სამრეწველო ნიმუშების დაცვაზე განაცხადების ექსპერტიზისათვის მონაწილე მხარის მიერ ან მხარისათვის, რომლისთვისაც ეს უწყება უფლებამოსილია. კერძოდ, მას შეუძლია არ გაუმხილოს ასეთი საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსი უწყების გარეთ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის ამ საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციული და იურიდიული პროცესი შეეხება საერთაშორისო განაცხადის, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველს, შეტანის უფლებამოსილების შესახებ დავას. ასეთი ადმინისტრაციული და იურიდიული პროცესის შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსი შეიძლება კონფიდენციალურად გააცნონ პროცესის მონაწილე მხარეებს, რომლებიც ვალდებული არიან პატივი სცენ ასეთ კონფიდენციალურობა