(1) [პირდაპირ შეტანილი საერთაშორისო განაცხადი] როდესაც საერთაშორისო განაცხადის შეტანა საერთაშორისო ბიუროში პირდაპირ ხორციელდება, შეტანის თარიღი, მე-(3) პუნქტიდან გამომდინარე, უნდა იყოს თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურომ მიიღო ეს განაცხადი.

(2) [არაპირდაპირი შეტანილი განაცხადი]როდესაც საერთაშორისო განაცხადის შეტანა ხორციელდება განმცხადებლის მონაწილე მხარის უწყების მიერ, შეტანის თარიღი განისაზღვრება დადგენილი წესის შესაბამისად.

(3) [საერთაშორისო განაცხადი გარკვეული უსწორობებით] როდესაც საერთაშორისო განაცხადს იმ თარიღით, როდესაც იგი მიიღო საერთაშორისო ბიურომ, აქვს უსწორობა, რომელიც მიჩნეულია საერთაშორისო განაცხადის თარიღის გადატანის გამომწვევ უსწორობად, შეტანის თარიღი არის ის თარიღი, როდესაც საერთაშორისო ბიურო იღებს ასეთ უსწორობის შესწორება