(1) [პირდაპირი ან არაპირდაპირი შეტანა] (ა) საერთაშორისო განაცხადის შეტანა შესაძლებელია, განმცხადებლის არჩევანის მიხედვით ან პირდაპირ საერთაშორისო ბიუროში, ან განმცხადებლის მონაწილე მხარის უწყების საშუალებით.

(ბ) (ა) ქვეპუნქტის მიუხედავათ, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია განცხადებით შეატყობინოს გენერალურ დირექტორს, რომ განაცხადები შეიძლება არ იქნეს შეტანილი მისი უწყების მეშვეობით.

(2) [გადაგზავნის საფასური არაპირდაპირი შეტანის შემთხვევაში]ნებისმიერი მონაწილე მხარის უწყებას შეუძლია მოითხოვოს, რომ განმცხადებელმა მის სასარგებლოდ გადაიხადოს ამ უწყების საშუალებით შეტანილი ნებისმიერი საერთაშორისო განაცხადის გადაგზავნის საფასურ