(1) [მონაწილე მხარეების კანონები და განსაზღვრული საერთაშორისო ხელშეკრულებები] ამ აქტის დებულებები გავლენას არ ახდენს ნებისმიერ მეტ დაცვაზე, რომელიც შეიძლება მინიჭებული იქნეს მონაწილე მხარის კანაონით, ისინი აგრეთვე არანაირ გავლენას არ ახდენენ მხატვრული და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებებისათვის საერთაშორისო საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულებებითა და კონვენციებით მინიჭებულ დაცვაზე, ან სამრეწველო ნიმუშებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სავაჭრო ასპექტების შეთანხმებით, რომელიც თან ერთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებას, მინიჭებულ დაცვაზე.
(2) [პარიზის კონვენციასთან შესაბამისობის ვალდებულება]თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა დააკმაყოფილოს პარიზის კონვენციის ის დებულებები, რომლებიც ეხება სამრეწველო ნიმუშებს.