1. საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, საფუძველზე, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი დარბაზი.

2. საზოგადოებრივი დარბაზის შემადგენლობა და შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით თვეში ერთხელ მაინც.

3. საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საზოგადოებრივი დარბაზი ასრულებს თვითმმართველობის განხორციელების დამხმარე ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა უშუალოდ მონაწილეობს მის განხორციელებაში და მისი რეკომენდაციებით მიღებული საკრებულოს გადაწყვეტილება იძენს უფრო მაღალი ხარისხის ნდობისა და ლეგიტიმაციის საფუძვლებს. საზოგადოებრივი დარბაზის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და წინდადებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და მას საკრებულოსათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია.

5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და/ან თანამდებობის პირს მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად.

6. მიმართვა შეიძლება შეეხებოდეს როგორც იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება ამ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე შეიძლება შეეხებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი საკითხის შესწავლას, გადაწყვეტილების მომზადებას, მიღებას, მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ან გაუქმებას.

7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და/ან თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მიმართვაზე.

8. საკრებულოს უფლება აქვს პერიოდულად ჩაატაროს ან გამართოს ამომრჩეველთა ღია ( საჯარო ) მოსმენა. ამომრჩეველთა მოსმენა ტარდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ბრძანება გამოიცემა მოსმენამდე 7 დღით ადრე მაინც.

9. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს მოქალაქეთა შემოსულ განცხადებებს და განმცხადებლებთან შეთანხმებით ადგენს „ღია კარის სხდომაში” გამომსვლელთა სიას.

10. საკრებულოს აპარატი აცნობებს „ღია კარის სხდომაზე“ მონაწილე პირს მის მიერ დასმული საკითხის განხილვის მიმდინარეობის შესახებ და აკონტროლებს დასმული საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გადაწყვეტა