1. პროცედურულს მიეკუთვნება შემდეგი საკითხები:

ა) შესვენების გამოცხადების და ხანგძლივობის შესახებ;

ბ) საკრებულოს სხდომის გადადების შესახებ;

გ) სიტყვით გამოსვლის დროის გახანგძლივების შესახებ;

დ) სხდომაზე მოწვეული პირისთვის სიტყვით გამოსვლით უფლების მიცემის შესახებ;

ე) განსახილველ საკითხზე დებატების გადადების ან შეწყვეტის შესახებ;

ვ) საკრებულოს კომისიისათვის საკითხის დამატებით შესასწავლად გადაცემის შესახებ;

ზ) კამათის გარეშე საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ;

თ) სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ;

ი) საკრებულოს სხდომაზე საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა მოწვევის შესახებ;

კ) კენჭისყრის წესის შესახებ;

ლ) კენჭისყრის გადადების შესახებ;

მ) გამომსვლელთა რიგითობის დადგენის (შეცვლის) შესახებ;

ნ) საკრებულოს წევრთა დამატებითი რეგისტრაციის გავლის შესახებ;

ო) კენჭისყრისას ხმების ხელახალი დათვლის შესახებ.

2. პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით ან, სხდომის თავმჯდომარის წინადადებით კენჭისყრის გარეშე, თუ სხდომაზე დამსწრე საკრებულოს არცერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრ