1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს (თუ ოთხშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.

2. ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 137-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც ინდივიდუალურად უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღისა და დაწყების დროის შესახებ. საკრებულოს წევრებს მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიეწოდოთ დღის წესრიგის და განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტები, რასაც ორგანიზებას უწევს და მასზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი.

4. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახე