1.
საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ  მაინც.
2.
ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
3.
საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე.
4.
საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახებ.
5.
ობიექტური გარემოებების არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საკრებულომ მოქმედი  კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შესაძლებელია განახორციელოს და საკრებულოს სხდომები ჩაატაროს დისტანციურად ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით