1.
საკრებულოს მორიგი სხდომა იწყება საკრებულოს წევრთა რეგისტრაციით. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია იწყება საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
2.
საკრებულოს მორიგი სხდომა გაიხსნება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო ქვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა ქვორუმი, სხდომის გახსნა გადაიდება მომდევნო დღისთვის.
3.
მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 54. საკრებულოს სხდომის დაწყება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. ახალარჩეული საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 49. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 50. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 51. საკრებულოს სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
- მუხლი 52. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 53. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა
- მუხლი 55. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 58. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
- მუხლი 59. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-54/