1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიძლება შეიქმნას საკრებულოს უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებულ უმრავლესობის წევრთა სიას.
2.
უმრავლესობის შემადგენლობაში არ შეიძლება ფრაქციის ნაწილის შეყვანა;
3.
უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მასში შემავალი საკრებულოს უფრაქციო წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
4.
საკრებულოს ფრაქციას და/ან უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ,სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება;
5.
საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის უმრავლესობაში განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. ოპოზიციის წევრთა სიას იურიდიულ, სამანდატო და საპროცედურო საკითხთა კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.თავი VII
ახალ არჩეული საკრებულოს პირველი სხდომ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 42. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 40. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 44. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 40. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 39. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია
- მუხლი 51. საკრებულოს უმრავლესობა და საკრებულოს ოპოზიცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 35. კომისიის სხდომის ოქმი
- მუხლი 36. საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი
- მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია
- მუხლი 38. საკრებულოს ფრაქციის უფლებები
- მუხლი 39. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია
- მუხლი 40. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 42. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 43. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 44. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 45. ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. ახალარჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 41, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-41/