1.      მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიძლება შეიქმნას საკრებულოს უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერებით დადასტურებულ უმრავლესობის წევრთა სიას.

2.      უმრავლესობის შემადგენლობაში არ შეიძლება ფრაქციის ნაწილის შეყვანა;

3.      უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი არ არის საკრებულოს თანამდებობა და შესაძლებელია ამ სტატუსის საკრებულოს თანამდებობასთან შეთავსება. საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და მასში შემავალი საკრებულოს უფრაქციო  წევრთა მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

4.      საკრებულოს ფრაქციას და/ან უფრაქციო წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დატოვოს საკრებულოს უმრავლესობა. მისი დატოვების შესახებ იგი აცნობებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიას. თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი საკრებულოს წევრი საკრებულოს ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში გაერთიანდა, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება. შესაბამის ცვლილებას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინებით რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო. საკრებულოს ბიურო რეგისტრაციაში არ გაატარებს შესაბამის ცვლილებას, თუ საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთა რაოდენობა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები გახდა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს უმრავლესობა დაშლილად ითვლება.

საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის უმრავლესობაში განეკუთვნება საკრებულოს ოპოზიციას. ოპოზიციის წევრთა სიას იურიდიულ საკითხთა, სამანდატო  საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.
თავი VII
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდო