2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი  საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელი