ობიექტებზე, სადაც გამოიყენება ან/და ინახება რადიოაქტიური ნივთიერებები საჭიროა:
ა) ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საველე ოპერაციების შტაბის შემადგენლობაში რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ჩართვა;
ბ) რადიოაქტიური იზოტოპის განსაზღვრა და გამოსხივების ფონის დადგენა, რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული ზონის საზღვრების დადგენა და მის სხვადასხვა მონაკვეთში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სამუშაო დროის განსაზღვრა;
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დაწყება, მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციისაგან ნებართვის მიღების შემდეგ;
დ) ობიექტის ადმინისტრაციასთან ერთად დოზიმეტრული კონტროლი და დაბინძურების შემთხვევაში, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);
ე) რადიოაქტიური აეროზოლების გავრცელების ზონის შემცირების მიზნით გაფრქვეული წყლის ჭავლების გამოყენება;
ვ) ვენტილაციის სისტემებისა და სხვა საშუალებების ამოქმედება ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
ზ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის მინიმალური რაოდენობის ჩაბმით; მათი ინდივიდუალური დაცვისა და დოზიმეტრული კონტროლის საშუალებებით უზრუნველყოფა;
თ) რადიაციულად დაბინძურებული ზონიდან სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის გამოყვანა და სამედიცინო გამოკვლევაზე გაგზავნა;
ი) სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების, ინდივიდუალური დაცვისა და დოზიმეტრული კონტროლის საშუალებების მარაგის უზრუნველყოფა, კვამლსაწინააღმდეგო სამუშაოების სათადარიგო რგოლების შექმნა რადიოაქტიური მოწამვლის ზონის საზღვრებს გარეთ;
კ) რადიაციული დაბინძურების ზონის შესასვლელში უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობა სამსახურის დანაყოფების შესაბამისი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით და ობიექტის რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის ჩართვით;
ლ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ზონაში მომუშავე სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის სანიტარიული დამუშავების და დოზიმეტრული კონტროლის ორგანიზება, აგრეთვე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აღჭურვილობის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება) და დოზიმეტრული კონტროლის ჩატარება, ასევე შემადგენლობის მიერ მიღებული დასხივების დოზის აღრიცხვ