1. განსაკუთრებული საშიშროების პირობებში ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ტარდება შემდეგ ობიექტებზე:
ა) საშიში ქიმიური ნივთიერებების მქონე და ბიოლოგიური საფრთხის შემცველ ობიექტებზე;
ბ) რადიოაქტიური ნივთიერებების მქონე ობიექტებზე;
გ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და მასალების განთავსების ობიექტებზე;
დ) ფენოვანი სასარგებლო წიაღისეულის, სამთო-ქიმიური ნედლეულისა და მადნის სამთომომპოვებელი მრეწველობის მიწისქვეშა შახტებსა და მაღაროებში;
ე) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის შედეგად დანგრეულ შენობა-ნაგებობებში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობისათვის და საგანგებო სიტუაციის ზონაში მოყოლილი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს:
ა) კონტაქტი საშიშ ქიმიურ და ბიოლოგიურ ნივთიერებებთან;
ბ) რადიოაქტიური დასხივება, მათ შორის რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნისას და რადიოაქტიური ნალექის გამოყოფისას;
გ) ფეთქებადი ნივთიერებების, აირისა და მტვრის ნარევების აფეთქება;
დ) ცეცხლის სწრაფი გავრცელება, მათ შორის ტექნოლოგიურ კომუნიკაციებზე;
ე) მეთანის აფეთქების საშიშროება, ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობებისა და ნახშირის მტვრის დიდი რაოდენობით არსებობა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და სხვა;
ვ) ადამიანებისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სწრაფი აღმოჩენის სირთულე და ხშირ შემთხვევებში შეუძლებლობ