ობიექტებზე, სადაც იწარმოება, გამოიყენება, გადამუშავდება ან/და ინახება ფეთქებადი ნივთიერებები და მასალები, მათ შორის, პიროტექნიკური ნაკეთობები საჭიროა:

ა) ნივთიერებებისა და მასალების აფეთქებამდე, აგრეთვე მათი შესაფუთი მასალის დაწვამდე დარჩენილი მინიმალური დროის განსაზღვრა;

ბ) მოსალოდნელი აფეთქების საშიში ფაქტორების, საშიში ზონის ფართობის, ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების განთავსების ადგილის და რაოდენობის, აგრეთვე მათი უსაფრთხო ზონაში გადატანის ხერხების დადგენა;

გ) ობიექტზე არსებული ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ხანძრის ჩაქრობის დანადგარების მდგომარეობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, მათი ამოქმედება;

დ) საშიშ ზონაში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოებში მონაწილეთათვის საფრთხის არსებობის შესახებ ერთიანი სიგნალის დადგენა და შემადგენლობისთვის შეტყობინება;

ე) წვადი ფეთქებადი ნივთიერებების და მასალების ჩაქრობის დროს გაფრქვეული წყლის და ქაფის, აგრეთვე სპეციალური ტექნიკის გამოყენება;

ვ) წვის ლიკვიდაციასთან ერთად თბური გამოსხივების ზონაში განთავსებული ტექნოლოგიური აპარატებისა და ფეთქებადი მასალების გაგრილება;

ზ) კონსტრუქციების დაშლისა და გახსნისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული აფეთქების თავიდან აცილების მიზნით;

თ) სახანძრო სახელოს ხაზებისა და ელექტროსადენების გაყვანა შენობა-ნაგებობების კუთხეების მიმართულებით;

ი) ჰერმეტულ აპარატებში მყარი ფეთქებადი ნივთიერებების წვის დროს, აპარატების ინტენსიური გაგრილებისათვის ზომების მიღება;

კ) შესაძლო დაზიანების ზონის გარეთ მდებარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებიდან სამსახურის დანაყოფისა და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების სათადარიგო გაშლის გათვალისწინება;

ლ) შემადგენლობის დაცვა აფეთქების ტალღით, კონსტრუქციების ნამსხვრევებითა და ნანგრევებით გამოწვეული დაზიანებისაგან;

მ) შენობა-ნაგებობებისა და მასალების აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცეცხლმოდებული ნაწილებისაგან გაჩენილი ხანძრის ახალი კერების ლიკვიდაციისათვის ხანძრის ჩაქრობის საშუალებებით აღჭურვილი შემადგენლობის განთავსებ