1. სამრეწველო დანიშნულების შენობებში ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა:

ა) ტექნოლოგიური მოწყობილობების გაჩერების და ელექტროენერგიის გათიშვის საჭიროების და შესაძლებლობის დადგენა, აგრეთვე ზომების მიღება ჰიდრო ან ზეთსისტემებში მუშა სითხეების მიწოდების შესაწყვეტად;

ბ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის განსაზღვრა გადასატვირთ კვანძებში, სატრანსპორტიორო გალერეებში, ზეთის და საკაბელო გვირაბებში, სარდაფებში. სატრანსპორტიორო გალერეებში მზიდ კონსტრუქციებზე ხანძრის ჩასაქრობად და მათ დასაცავად დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდების ორგანიზება, მელულეების პოზიციების განსაზღვრა გალერეების გადასატვირთ კვანძებთან შეერთების ადგილებში;

გ) ქაფის მიწოდება გვირაბების, სარდაფების, კოლექტორებისა და გალერეების დასაცავად;

დ) დიდი წარმადობის წყლის ლულების მიწოდება გადახურვის ელემენტების გასაგრილებლად, მუშა სისტემებიდან გამოსული სითხეების შადრევნული წვის ჩასაქრობად;

ე) ზეთის სარდაფებში ქაფის ლულების მიწოდება ზეთის ავზების და ზეთსატარების ტრანშეებში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად და მათ დასაცავად;

ვ) ზომების მიღება ავარიების შედეგად დაღვრილი გამდნარი ლითონების და წიდის ფართობის შესამცირებლად და ნადნობის სარკის გასაგრილებლად, საყალიბე მიწის, კაზმის, ქვიშის გამოყენებით, ამასთან უნდა გამოირიცხოს ნადნობში წყლის მოხვედრა;

ზ) მატერიალურ ფასეულობათა განთავსების ადგილის დადგენა და მათი ევაკუაციისათვის ან დასაცავად ზომების მიღება ჩასატვირთ-გადმოსატვირთი საშუალებების გამოყენებით; დაწყობილი წვადი მასალების ევაკუაციის ორგანიზება ობიექტის მომსახურე პერსონალის დახმარებით;

თ) ლაფეტის და დიდი წარმადობის სახანძრო ლულების მიწოდება გრძივი გასასვლელების მხრიდან, ხოლო განივ გასასვლელებში მცირე წარმადობის ან გამფრქვევი სახანძრო ლულების მიწოდება;

ი) კონტროლის ორგანიზება შენობა-ნაგებობის მზიდი და სტელაჟური კონსტრუქციების მდგომარეობაზე, მათ დასაცავად სახანძრო ლულების მიწოდების უზრუნველყოფა;

კ) ჟანგბადის გაჟონვის აღმოჩენის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება დაზიანებების აღმოსაფხვრელად და საჭიროების შემთხვევაში ჟანგბადის ინერტული აირით გასაზავებლად; ატმოსფეროს შემადგენლობის ანალიზისათვის ობიექტის აირსამაშველო სამსახურის გამოძახება (ასეთისარსებობის შემთხვევაში);

ლ) თბოიზოლაციის კონსტრუქციული თავისებურებების, ხანძარსაწინააღმდეგო სარტყელების მოწყობის ადგილების და იზოლაციაში ცეცხლის გავრცელების ფარგლების დადგენა მოსინჯვით ან საკონტროლო გახსნით მთელ სიღრმეზე. გაფრქვეული წყლის ჭავლის მიწოდება აპარატების და მილსადენების დასაცავად და გასაგრილებლად, მათი თბოიზოლაციის დაზიანების გარეშე;

მ) სავენტილაციო სისტემის გათიშვა და ცეცხლმოდებულ სათავსებში გამაციებელი ნივთიერებების (აგენტის) მიწოდების შესაწყვეტად ზომების მიღება;

ნ) გამაციებელი აგენტის ღრუბლის გავრცელების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრა, მისი გავრცელების თავიდან აცილება გაფრქვეული წყლის ჭავლის გამოყენებით, გაციების სისტემებიდან სადრენაჟე რესივერში გამაციებელი აგენტის გაშვების და მაცივარი აგრეგატების გაჩერების შესაძლებლობის დადგენა;

ო) სამღებრო-მოსაპირკეთებელ საწარმოებში ხანძრის ჩაქრობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით;

პ) მიწისქვეშა ბუნკერების და ტრანსპორტიორების ლენტების დასაცავად სახანძრო ლულების მიწოდება, ბუნკერების ქვეშ არსებული ნაფოტების ინტენსიური დასველება და გატანა, ბუნკერების ამოვსებული ფანჯრების გაწმენდა;

ჟ) სახანძრო ლულების მიწოდება დახრილი გალერეების ზედა ნაწილში საამქროების მხრიდან და ჩაქრობის ორგანიზება ქვემოდან ზემოთ;

რ) გამფრქვევი ლულების გამოყენება სათავსებში, სადაც დაგროვილია მტვერი, ხოლო სათავსების დანამვის შემდეგ ხანძრის ჩაქრობის განხორციელება კომპაქტური ჭავლებით;

ს) ადამიანთა გადასარჩენად მიმართული ზომების მიღება ობიექტის აირსამაშველო და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებთან ერთად ავარიების (რომლებსაც თან სდევს ხანძარი) ლიკვიდაციის გეგმის შესაბამისად;

ტ) აფეთქებების, დამწვრობის, მოწამვლის გამომწვევი, სწრაფი თერმული დაშლის ან მომეტებული საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების შემადგენლობის, რაოდენობისა და განთავსების ადგილის, მათი დაცვის და საშიში ზონიდან გატანის ხერხების დადგენა. ჰაერთან, წყალთან, სხვა ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან, აგრეთვე მჟავეებთან, ტუტეებთან და სხვა საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან ინტენსიური ურთიერთქმედების უნარის მქონე ნივთიერებების არსებობის, მათი განთავსების ადგილის და რაოდენობის დადგენა;

უ) ჩამკეტი და სასუნთქი არმატურების, ელექტროკაბელების ტრასების, ლითონის მზიდი კონსტრუქციების არსებობის დადგენა და ზომების მიღება მათი მთლიანობის შესანარჩუნებლად და დასაცავად;

ფ) ტექნოლოგიური დანადგარების განსაზღვრა, რომელთა გაჩერება შეუძლებელია ტექნიკური მიზეზების გამო. იმ აპარატების, მოწყობილობების და მილსადენების არსებობის დადგენა, რომელთა მაღალ ტემპერატურამდე გახურება გათვალისწინებულია ტექნოლოგიური პირობებით;

ქ) სამრეწველო კანალიზაციის გამტარუნარიანობის დადგენა და ჩაქრობის დროს საამქროს ტერიტორიიდან, დანადგარებსა და შემოზვინვებიდან წყლის მოცილების შესაძლებლობის განსაზღვრა; ქარის მიმართულების, ობიექტის ტერიტორიის ქანობის და ადგილის რელიეფის განსაზღვრა მომიჯნავე დანადგარებსა და საამქროებში ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით;

ღ) შემომღობი ზვინების მოწყობის უზრუნველყოფა წვადი სითხეებისა და გამდნარი ნივთიერებების დაღვრის თავიდან აცილების მიზნით;

ყ) ჩირაღდნული წვის ზონაში გამფრქვევი წყლის ლულების მიწოდება გამოსხივების ტემპერატურის შესამცირებლად. აირის ჩირაღდნული წვის მქონე კომუნიკაციების, აპარატების და მილსადენების გაგრილება აირის გამოსვლის სრულ შეწყვეტამდე;

შ) საგუშაგოების მოწყობა, ავტოცისტერნებით ტერიტორიის პატრულირების ორგანიზება ობიექტზე შექმნილი ვითარების შესამოწმებლად და წვის ახალი კერების აღმოსაფხვრელად;

ჩ) ყველა ტექნოლოგიური აპარატის შევსება წყლის ორთქლით ან ინერტული აირით და ინტენსიური გაგრილება აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, ცეცხლის გადასვლის ან ავარიის გავრცელების საშიშროების არსებობისას;

ც) ნარჩენების შეგროვების ადგილზე დიდი ფართობის ხანძრების ჩაქრობისას ავიატექნიკის გამოყენება;

ძ) დიდი ფართობის გადახურვებზე წვის ლიკვიდაციისას საწყის პოზიციებად ხანძარსაწინააღმდეგო ზონების და კედლების გამოყენება, საჭირო რაოდენობის სახანძრო ლულების თავმოყრის უზრუნველყოფით. მშრალი მილების არსებული სისტემების გამოყენება ცეცხლმაქრი ნივთიერებების მისაწოდებლად;

წ) ცეცხლის გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო ზონის ქვეშ, ისე გადახურვიდან.

2. სამრეწველო დანიშნულების შენობების შიგნით განვითარებულ ხანძრებზე საჭიროა დიდი წარმადობის ლულების მიწოდება რამოდენიმე მიმართულებით ერთდროულად გადახურვების მზიდი კონსტრუქციების, ქვედა სარტყლის სვეტების, სახურავის და კედლების პანელების გასაგრილებლად, აგრეთვე კერების ჩასაქრობად და მატერიალური ფასეულობების დასაცავა