გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ღირებულებების დაცვას კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე ცნობიერების გაზრდისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე, როგორებიცაა სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა, უცხო ქვეყნის ვიზიტორები და სხვა.

მიზანი 10. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და ვიზიტორების ცნობიერება კინტრიშის დაცული ტერიტორიების როლის, მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ საკმაოდ მაღალია.

ინდიკატორი 10: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წელს, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ცოდნა, დამოკიდებულება და შესაბამისი საქმიანობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, 2015 წლის მოსახლეობის აღქმის და გათვითცნობიერების კვლევის შედეგებთან შედარებით.

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

10.1 გრძელვადიანი გარემოსდაცვითი კონცეფციის განსაზღვრა, საგანმანათლებლო ღონისძიებების მიზნებისა და სამიზნე ჯგუფების გამოვლენა.

გარემოსდაცვითი განათლების კონცეფცია არსებობს.

მენეჯმენტის გეგმის განმავლობაში გამოვლენილია პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები.

გარემოსდაცვითი განათლების კონცეფცია.

10.2 ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება: მდინარე კინტრიშის პროგრამა, პროგრამა კინტრიშის ბუნებრივი კავშირების შესახებ, უთხოვარისა და კოლხური ტყის პროგრამები.

მინიმუმ 5 სკოლა ატარებს ყოველწლიურად ერთ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამას.

ჩატარებული ღონისძიებების დამადასტურებული მასალები: ანგარიში, მონაწილეთა სიები, ფოტომასალა.

10.3 ეკობანაკების მოწყობა ბათუმის, ქობულეთის, ფოთის სკოლის მოსწავლეებისათვის.

მინიმუმ 4 ეკობანაკი მოეწყო 9 წლის განმავლობაში.

ჩატარებული ღონისძიებების დამადასტურებული მასალები: ანგარიში, მონაწილეთა სიები, ფოტომასალ