ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წარმოადგენენ მდიდარ ეკოსაგანმანათლებლო რესურსს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გზით უზრუნველყოფს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ცოდნის ზრდას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართ და მათ ჩართულობას მართვაში, და საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევა