1. ზოგადი: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ისევე როგორც ლაგოდეხის აღკვეთილის ბუნებრივი ლანდშაფტები და ჰაბიტატები დაცულია და შენარჩუნებულია, საჭიროების შემთხვევაში, კანონით დაშვებულ ადგილებში აღდგენილია. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციები და ჯგუფები დაცულია მათ ბუნებრივ და დიდწილად ხელუხლებელ გარემოში. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ და გლობალურ დონეზე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გენოფონდის გრძელვადიან კონსერვაციას. სახეობების პოპულაციის რაოდენობა აღწევს ტერიტორიისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ტევადობას.
2. ზემოთ აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისთვის იდენტიფიცირებული ძირითადი ბიომრავალფეროვნების და გეომორფოლოგიური ღირებულებებისთვის. მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ:
ა) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფართოფოთლოვანი ტყეების კონსერვაციის სტატუსი შენარჩუნებული ან გაუმჯობესებულია 2022 წელთან შედარებით, ტყით დაფარული ფართობი შენარჩუნებულია, ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს, მნიშვნელოვანი ტყის მცენარეული სახეობები, მათ შორის წიფელი (Fagus orientalis), ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa) და სხვები წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელს;
ბ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ალპურ და სუბალპურ მდელოებს აქვს საშუალო ან დაბალი დეგრადაცია 2021 წელთან შედარებით, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებში;
გ) ფართოფოთლოვანი ტყეები, ალპური და სუბალპური მდელოები იქ არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით – ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx), აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), არჩვი (Rupicapra rupicapra), კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), კავკასიური როჭო (Lirurus mlokosiewiczi), მთის არწივი (Aquila chrysaetos), წარმოადგენენ მინიმუმ იგივე რაოდენობას, როგორც 2021 წელ