1. ჭაჭუნის აღკვეთილის გეომორფოლოგიური, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, ბუნებრივი ლანდშაფტები და ჰაბიტატები დაცულია და აღდგენილია. ცხოველთა და მცენარეთა პოპულაციები და ჯგუფები დაცულია მათ ბუნებრივ და დიდწილად უცვლელ გარემოში. ჭაჭუნის აღკვეთილი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნულ და გლობალურ დონეზე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გენოფონდის გრძელვადიან კონსერვაციას. სახეობების პოპულაციის რაოდენობა გაზრდილია ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ტევადობის ფარგლებში.

2. ზემოთ აღნიშნული ზოგადი გრძელვადიანი მიზანი შეიძლება განისაზღვროს ჭაჭუნის აღკვეთილის იდენტიფიცირებული ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებებისთვის.

3. მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებიდან 25 წლის შემდეგ:

ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ჭალის ტყის ჰაბიტატების კონსერვაციის სტატუსი, 2022 წელთან შედარებით, იქნება შენარჩუნებული ან გაუმჯობესებული. ასევე, ტყით დაფარული ფართობი იქნება შენარჩუნებული, ან გაზრდილი. ტყის კორომის მახასიათებლები ასახავენ ჯანსაღ, თითქმის ბუნებრივ ან ბუნებრივ ტყეებს. მნიშვნელოვანი მცენარეული სახეობები: ჭალის მუხა (Quercus pedinculiflora), საკმლის ხე  (საღსაღაჯი) (Pistacia mutica), შავი ღვია  (Junipereta foetidisima), მრავალნაყოფა ღვია (Junipereta polycarpos), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra) და პატარა თელადუმა (Ulmus minor)), ჭალის ვერხვი (Populus canescens) და თეთრფოთოლა ვერხვი (Populus alba), წარმოდგენილი იქნებიან მინიმუმ იგივე რაოდენობით, როგორც 2022 წელს. მცენარეთა მავნებლების რაოდენობა იქნება მინიმალური;

ბ) ჭაჭუნის აღკვეთილის ჭალის ტყე და სემიარიდული მდელოები, იქ არსებული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით: ლელიანის კატა (Felis chaus), თეთრკუდა ფსოვი (Haliaeetus albicilla) და ბექობის არწივი (Aquila heliacal), წარმოდგენილი იქნებიან მინიმუმ იმავე რაოდენობით, როგორც 2022 წელს და პოპულაციის რაოდენობა ახლოს იქნება მათ ბუნებრივ ტევადობასთან;

გ) ჭაჭუნის აღკვეთილის სემიარიდულ მდელოებს, 2022 წელთან შედარებით, ექნება საშუალო ან დაბალი დეგრადაცია, რომელიც ასახულია საძოვრების დეგრადაციის ინდექსებშ