1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორა და ფაუნა შეიცავს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესულ, კავკასიისა და საქართველოს ენდემურ მრავალ სახეობას და კინტრიშის დაცული ტერიტორიები წარმატებით ასრულებს ამ სახეობების გენოფონდის ეფექტიანი და გრძელვადიანი შენარჩუნების ფუნქციას;

2. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახეობების, პოპულაციების რიცხოვნობა გაზრდილია და მიახლოებულია ბუნებრივ ტევადობას 2044 წლისთვის;

ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითად ძუძუმწოვართა სახეობების პოპულაციები, მათ შორის მურა დათვის (Ursus arctos), ფოცხვერის (Lynx lynx) და არჩვი (Rupicarpa rupicarpa), ახლოს არიან ამ სახეობების ტერიტორიების ბუნებრივ ტევადობასთან;

ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ენდემური და გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველთა სახეობები, მათ შორის, კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi) აგრძელებენ გამრავლებას კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და მობინადრე წყვილთა რაოდენობა კვლავაც შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

გ) ჰერპეტოფაუნას სახეობების მრავალფეროვნება და რაოდენობა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, როგორიცაა კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) და ჩრდილოეთის ზოლიანი ტრიტონი (Triturus vittatus (Ommatotriton ophryticus), შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

დ) უხერხემლოთა ენდემური ან გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (მათ შორის: კინტრიშის ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana Kvavadze), და ა.შ.) მრავალფეროვნება და რაოდენობა კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია ან იზრდება 2019 წელთან შედარებით.

ე) ენდემური ან გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი, ან გაქრობის საფრთხესთან ახლოს მყოფი ფლორის სახეობების, მაგ. კოლხური ბზის (Buxus colchica Pojark), წაბლის (Castanea Sativa Mill ) გავრცელების არეალი შენარჩუნებულია ან იზრდებ