1. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ნებადართული იყო და რეგულირდებოდა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში. ბუნებრივი რესურსი არ გამოიყენებოდა კომერციული მიზნით. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე დასახლებები იქ არსებულ რესურსებს მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის იყენებდნენ. ძირითადად მოსახლეობა იყენებს საძოვრებს და არის მოთხოვნა საშეშე და სამასალე მერქანზე. თითოეულ ოჯახზე გასაცემი ხის მასალის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 6 მ3. მეფუტკრეობა ტრადიციულია ადგილობრივი თემებისთვის. არამერქნული პროდუქტები ასევე გამოიყენება მდგრადი გზით.

2. მკაცრი დაცვის რეჟიმის ნაკრძალის შექმნამდე (1959 წ.), კინტრიშის ხეობა უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული. ზოგიერთი დასახლება შემოიფარგლა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში. ხინო, ზემო ხინო, დიდავაკი, ზერაბოსელი, მესხიქედი, წერაქვეთი, გოგოური, ბუღრათა და გორა − ის ადგილებია, რომლებიც მდებარეობს დაცული ლანდშაფტში. ცხემვანი ნაწილობრივ მდებარეობს კინტრიშის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში. ცხემვანში სამი ოჯახი მუდმივად ცხოვრობს. სეზონურად, მაცხოვრებელთა რიცხვი 12 კაცამდე იზრდება. ზამთრის პერიოდში ხინოში სამი ადამიანი რჩება. ისინი ცხოვრობენ იქაურ მონასტერში. ხინოში 15 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია. სეზონურად, ხალხი ბრუნდება სოფლებში მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად. სოფელ დიდვაკეში მხოლოდ ერთი მუდმივი მაცხოვრებელია, 14 რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია. მიწის კულტივაცია, მეფუტკრეობა და მეცხოველეობა ჩვეული საქმიანობაა.

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების შიგნით მდებარე სხვა სოფლები მიტოვებულნი არიან და მუდმივი მაცხოვრებლები არ გააჩნიათ. ხალხი ძირითადად სტუმრობს ამ სოფლებს სეზონურად მეფუტკრეობისთვის ან მიწის დასამუშავებლად. ზერაბოსელში 7-8 სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთია, 3-4 − მესხიქედში, 1 − ბუღრათასა და 7 − გოგოურსა და წერაქვეთში.

4. საბაზო კვლევის მიხედვით, 20 ოჯახს ბოსტნეულს მოყავს. საშუალოდ, წლიური მოსავალი შეადგენს: რვა ტონა სიმინდს, ერთი ტონა ლობიოს, ექვს ტონა კარტოფილს, ერთი ტონა სხვა ბოსტნეულს და ხუთ ტონა ხილს. მათ შორის 3 ოჯახს ჰყავს სულ 12 ძროხა, საძოვრებისთვის გამოიყენება კინტრიშის დაცული ლანდშაფტის საძოვრები. საძოვრებზე დატვირთვა დაბალია და წინასწარი შეფასებით ამ მომენტში უარყოფითი ეფექტი არ გააჩნია, თუმცა საკითხი მოითხოვს დეტალურ შესწავლას.

5. შედარებით მჭიდროდ დასახლებული სოფლები კინტრიშის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს მდებარეობს. ეს სოფლები ეკუთვნის ჭახათის თემს. მათ შორისა არის კობალაური, ვარჯანაული, კეჭიეთი და ჭახათი. 10-15 წლის წინ, ჭახათის თემის კუთვნილი ძროხები კინტრიშის საძოვრებზე ძოვდნენ. ამჟამად, ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი რიცხვის შემცირების გამო მეზობელი კინტრიშის დაცული ტერიტორიების საძოვრები არ გამოიყენება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში არ არის საძოვრები, რაც ხელს უწყობს ტრადიციული გამოყეების ზონის შიგნით დაბალ ზეწოლას საძოვრებზე. ამ სოფლების მოსახლეობას ეკუთვნის 240 ძროხა.

6. ადგილობრივი მოსახლეობა კინტრიშში არამერქნულ პროდუქტებს იყენებს. ხალხი აგროვებს თხილს, წაბლს, სოკოს და სხვა. არამერქნული პროდუქტები გამოიყენება შინამეურნეობაში, მაგრამ არა კომერციულად. ამჟამად რესურსები ინტენსიურ ექსპლოატაციას არ განიცდიან და მათი გამოყენება რაიმე უარყოფით გავლენას არ ახდენს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოსისტემებზე.

7. კინტრიშის ხეობაში ფართოდ გავრცელებულია მეფუტკრეობა. სეზონურად, დაახლოებით 500-600 ფუტკრის სკა შეიძლება აღმოაჩინოთ კინტრიშის დაცული ტერიტორიების სივრცეში.

8. ეკო-ტურიზმი განიხილება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის კარგი პოტენციალი. ხინოში ერთადერთი საოჯახო სასტუმროს შემოსავალმა 2017 და 2018 წლებში 4,000-5,000 ლარი შეადგინა. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ხელს უწყობს ეკო-ტურიზმის განვითარებას. არსებობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების პრობლემა. არ არსებობს ნარჩენების მართვა. საცხოვრებელი ადგილები, საპირფარეშოები ცუდ მდგომარეობაშია. არსებული გზები ცუდად მოვლილია.

თავი III. გრძელვადიანი მიზნე