1. ფლორა და მცენარეულობა
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორა მდიდარია სხავადასხვა სახეობებით. აჭარის ფლორის თითქმის ნახევარი (48.72%) გვხვდება აქ. 895 ჭურჭელბოჭკოვანი მცენარე არის აღწერილი კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე (დანართი 8. სახეობების ჩამონათვალი). კინტრიში წარმოადგენს მესამეული პერიოდის თერმოფილური წარმომადგენლების ერთ-ერთ თავშესაფარს, რომლებიც შემორჩნენ გამყინვარების ეპოქიდან. ამ რაიონში თავმოყრილია რელიქტური და ენდემური სახეობები.
ბ) კინტრიშის ტერიტორიაზე არსებული ფლორის სახეობები გაერთიანებულია 116 ოჯახში. სასიცოცხლო ფორმების მიხედვით აქ არის 36 სახის ხე (აჭარის ველური ბუნების ველურად ზრდადი ხეების 63%), 55 სახის ბუჩქი (78%), 19 სახეობა, რომელიც იზრდება ხის ან ბუჩქის სახით (50%), 5 სახის ხვიარა მცენარე (46%) და 591 სახის ბალახოვანი მცენარე (35.6%). არაადგილობრივი ფლორა წარმოდგენილია 43 სახეობით (აჭარის ფლორის არაადგილობრივი სახეობების 18%).
გ) საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ კანონის (2006) შესაბამისად 13 სახეობა დაცულია (აჭარის ფლორის სახეობების 61.9% დაცულია წითელი წიგნით); მცენარეების 193 სახეობა რეკომენდებულია კავკასიის წითელ ნუსხაში შესატანად (მცენარეთა საერთო რაოდენობიდან 69.4% რეკომენდებულია წითელ წიგნში შესატანად). 7 სახეობა დგას გადაშენების საფრთხის წინაშე IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით.
დ) კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებულია: დეკორატიული მცენარეების 153 სახეობა, სამკურნალო მცენარეების 144 სახეობა, საკვები 91 სახეობის მცენარე. აჭარის რეგიონის ველური მცენარეულობის 78.1% გამოიყენება ტრადიციულ დეკორატიულ მებაღეობაში და ლანდშაფტურ დიზაინში, ხოლო აჭარის რეგიონის ველური მცენარეულობის 100% გამოიყენება ტრადიციულ კულინარიაში.
2. მცენარეთა ენდემური და რელიქტური სახეობები და საქართველოს „წითელ წიგნში“ ან/და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელი წიგნში შეტანილი მცენარეთა სახეობები:
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიები უაღრესად მდიდარია ენდემური სახეობებით. 895 ჭურჭელბოჭკოვანი სახეობის გარდა, 144 სახეობა არის ენდემური, რომელიც შეადგენს აჭარის ენდემური ფლორის 66.5%-ს. 64 სახეობა არის ენდემური კავკასიისთვის, 17 − საქართველოსთვის, 54 არის კოლხური ენდემი და 9 მიეკუთვნება აჭარა-ლაზეთის ენდემურ ჯგუფს. ენდემური სახეობების ჩამონათვალი მოყვანილია დანართში 8.
ბ) კინტრიშის დაცული ტერიტორიები ცნობილია რელიქტური მცენარეული სახეობების მრავალფეროვნებით. მესამეული თერმოფილური სახეობები ტიპიურია ამ რეგიონისთვის. ზოგიერთი რელიქტური სახეობების სია წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.
ცხრილი 2. რელიქტური სახეობები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში
№
სახეობები
1
უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii Trautv.)
2
აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky)
3
ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill
4
ჩვეულებრივი კაკალი (Juglans regia L.)
5
იმერული მუხა (Quercus imeretina Stev. Ex Malleev)
6
თელა − შიშველი თელადუმა (Ulmus glabra Huds.)
7
კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica Stev.)
8
კოლხური ლეღვი (Ficus carica L.)
9
კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.)
3. 36-მდე სახეობა ითვლება გადაშენების საფრთხის ქვეშ გლობალურად ან ეროვნული მასშტაბით, ან შეტანილია როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის საქართველოს ენდემური მცენარეების წითელი წიგნის მიხედვით. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები მოყვანილია ცხრილში 3, ქვემოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიებზე ხვდება უთხოვარის (Taxus baccata L.) ცალკე მდგომი კორომები.
ცხრილი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობები
№
სახეობები
კინტრიში
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი მცენარეების IUCN-ის წითელი ნუსხა
კავკასიური ენდემური სახეობების წითელი ნუსხა (2013)
საქართველოს წითელი ნუსხა (2014)
1
Arafoe aromatica M.Pimen. & Lavrova (არაფოე)
1
VU B1ab(ii)+2ab(ii)
2
Astragalus doluchanovii Manden.* (გლერძი)
1
VU D2
3
Betula medwediewii Regel*(მედვედევის არყი)
1
DD (2014)
VU B1ab(iii,v)
VU
4
Buxus colchica Pojark. (კოლხური ბზა)
1
LR/NT (1998)
VU
5
Castanea sativa Mill. (ჩვეულებრივი წაბლი)
1
LC (2017)
VU
6
Cerastium oreades Schischk.(პირთეთრა)
1
NT
7
Chaerophyllum astrantiae Boiss.& Bal. (ღიმი)
1
NT (2008)
NT
8
Dactylorhiza euxina (Nevski) Czerep.(ორქიდეა)
1
NT (2008)
9
Daphne albowiana Woronow ex Pobed. (ალბოვის მაჯაღვერი)
1
EN B2ab(iii)
EN
10
Epimedium colchicum (Boiss.) Trautv.* (კოლხური ჩიტიწვივა)
1
NT
11
Galanthus krasnovii A. Khokhr.* (თეთრყვავილა)
1
EN B2ab(iii,v)
12
Grossheimia polyphylla (Ledeb.) Holub.* (მრავალფოთოლა ხახვისთავა)
1
NT
13
Juglans regia L. (კაკლის ხე)
1
LC (2017)
VU
14
Laserpitium affine Ledeb.* (მსგავსი ლაზერპიციუმი)
1
EN B1ab(iii)+2ab(iii)
15
Laurus nobilis L. (კეთილშობილი დაფნა)
1
LC (2017)
VU
16
Myosotis lazica M.Pop.* (ლაზური კესანე)
1
NT (2008)
NT
17
Onobrychis meschetica Grossh. (მესხეთის ესპარცეტი)
1
NT (2008)
NT
18
Oxytropis lazica Boiss.
1
NT
19
Onobrychis kemulariae Chinth. (კემულარიას ესპარცეტი)
1
VU D2
20
Paederotella pontica (Rupr.exBoss.) Kem-Nath.* გიტარისფოთოლა თავყვითელა
1
VU B2ac(ii)
21
Paeonia macrophylla (Albov) Lomak.* ./დიდფოთოლა იორდასალამი
1
VU B1ab(iii,v)
22
Psephellus adjaricus (Albov) Grossh.* /აჭარული ფსეფელუსი/
1
CR B2ab(iii,v) (2008)
CR B2ab(iii,v)
23
Quercus hartwissiana Steven (ჰართვისის მუხა)
DD (2017)
VU
24
Quercus imeretina Steven ex Woronow* (იმერული მუხა)
1
VU B2ab(iii)
VU
25
Quercus pontica K.Koch*(პონტოს მუხა)
1
VU B2ab(iii)
VU
26
Ranunculus vermirrhizus Khokhr. (ბაია)
1
CR B1ab(i,ii,iii)+2ab(i,ii,iii)
27
Rhododendron ungernii Trautv.* (უნგერნის შქერი)
1
VU B1ab(iii)
VU
28
Senecio pandurifolius C.Koch
1
NT
29
Salix kikodseae Goerz* (ქიქოძის ტირიფი)
1
VU
VU
30
Scabiosa adzharica Schchian.* (აჭარული ფოლიო)
1
EN B1ab(iii)+2ab(iii) (2008)
EN B1ab(iii)+2ab(iii)
31
Staphylea colchica Steven* (კოლხური ჯონჯოლი)
1
VU A2c; B1ab(iii)+2ab(iii)
VU
32
Swida koenigii (C.K. Schneid.) Pojark. ex Grossh.*
1
VU B2ab(iii)
33
Tripleurospermum szowitzii (DC.) Pobed.
1
VU D2
34
Ulmus glabra Huds. (შიშველი თელადუმა)
1
DD (2017)
EN
35
Verbascum adzharicum Gritzenko (აჭარული ქერიფქლა)
1
VU D2
36
Viola orthoceras Ledeb.* (სწორრქიანი ია)
1
VU B1ab(iii)+2ab(iii)
4. ფაუნა, მათ შორის ეროვნულ ან გლობალურ დონეზე გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები:
ა) ფაუნის შესახებ მონაცემები საჭიროებს განახლებას და შემდგომ კვლევებს. არსებული მონაცემებით, ძუძუმწოვრების 38 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. (დანართი 9. ძუძუმწოვართა ჩამონათვალი). აღნიშნული 38 სახეობიდან 5- საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. 3 მათგანი მოწყვლადია: სამხრეთული ცხვირნალა (Rhinolophus euryale), კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus) და წავი (Lutra lutra). ორი სახეობა იმყოფება გადაშენების საფრთხის წინაშე: მურა დათვი (Ursus arctos) და არჩვი (Rupicapra rupicapra); ერთი სახეობა − ფოცხვერი (Lynx Lynx) კრიტიკულად გადაშენების საფრთხის ქვეშაა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული სახეობები რომლებიც ითვლება გადაშენების საფრთხის წინაშე როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, მოყვანილია ცხრილი 4-ში.
ცხრილი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ძუძუმწოვრები
ჩვეულებივი დასახელება
ლათინური დასახელება
კავკასიური ენდემური
საქართველოს წითელი ნუსხა
IUCN-ის წითელი ნუსხა
ფოცხვერი
Lynx lynx
CR
LC
პრომეთეს მემინდვრია
Prometheomys schaposchnikovi
ü
VU
NT
არჩვი
Rupicapra rupicapra
EN
LC
კავკასიური ციყვი
Sciurus anomalus
ü
VU
LC
მურა დათვი
Ursus arctos
EN
LC
5. ფრინველთა 147 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად 147 სახეობიდან 43 წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში მუდმივ მაცხოვრებელს და ისინი ბუდობენ კვლევის რაიონის ფარგლებში. კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), და ჭოტი (Aegolius funereus) მიეკუთვნებიან წლის განმავლობაში მცხოვრებ ბინადართ და არიან საქართველოს წითელ ნუსხის ჩამონათვალში, როგორც მოწყვლადი სახეობები. სხვადასხვა კვლევების თანახმად 35 სახეობა ბუდობს კინტრიშის დაცული ტერიტორიის ფარგლებში და არ იმყოფება აქ სხვა სეზონზე. 59 სახეობა არის მიგრანტი სახეობა და ზამთრობით სტუმრობს ტერიტორიას. მაგალითად მცირე კირკიტა (Falco naumanni) და თვალშავი (Falco vespertinus) არიან გადაშენების საფრთხის ქვეშ საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით, ხოლო კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius) მოწყვლადი სახეობაა. ისინი არ არიან კინტრიშის დაცული ტერიტორიების მუდმივი ბინადრნი და მხოლოდ სტუმრობენ მას. 10 სახეობა არის მოხეტიალე და მხოლოდ რამდენჯერმე მოხდა მათი დაფიქსირება ამ ტერიტორიაზე (დანართი 10. ფრინველების ჩამონათვალი). სულ საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილია ფრინველების 16 სახეობა. ამავე დროს 8 მათგანი არის შეტანილი IUCN-ის წითელ ნუსხაში: ორი სახეობა საფრთხის ქვეშაა, ორია მოწყვლადი და ორი − გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი (ცხრილი 5).
ცხრილი 5. გლობალურად გადაშენების საფრთხის ქვეშ და გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი სახეობები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე
№
Species
IUCN
Red List
1
ფასკუნჯი
Neophron percnopterus
EN
2
გავაზი
Falco cherrug
EN
3
დადი მყივანი არწივი
Clanga clanga (formerly Aquila clanga)
VU
4
ბექობის არწივი
Aquila heliacal
VU
5
სვავი
Aegypius monachus
NT
6
თვალშავი
Falco vespertinus
NT
7
კრავიჭამია
Gypaetus barbatus
NT
8
კავკასიური როჭო
Lyrurus mlokosiewiczi (Tetrao mlokosiewiczi)
NT
6. რეპტილიები: რეპტილიების 9 სახეობა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. მათ შორის მიჩნეულია, რომ კავკასიური გველგესლას (Vipera kaznakovi) ემუქრება გაქრობა, როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში.დიდთავიანი წყლის გველი (Natrix megalocephala) IUCN-ის წითელ ნუსხაში აღნიშნულია, როგორც მოწყვლადი სახეობა (დანართი 11 რეპტილიების და ამფიბიების ნუსხა).
7. ამფიბიები: ამფიბიების 8 სახეობაა ცნობილია ან შესაძლებელია ვივარაუდოთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, მათი ჰაბიტატის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად. ხუთი მათგანი ითვლება კავკასიის ენდემურ სახეობად. მათ შორის ერთი სახეობა, კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) არის მოწყვლადი, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით. ორი მათგანი, ჩრდილოეთის მცირეაზიური ტრიტონი (Trituturus bittatus (Ommatotriton ophryticus) და კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხესთან ახლოს მდგომი სახეობა (დანართი 11 რეპტილიების და ამფიბიების ნუსხა).
8. ლიტერატურული მონაცემების თანახმად თევზების 15 სახეობა იქნა აღწერილი მდინარე კინტრიშში. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში მხოლოდ 3 სახეობა გვხვდება: ტრანსკავკასიური ფრიტა (Alburnoides fasciatus), შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax) და მდინარის კალმახი (Salmo trutta fario). თევზის სახეობების ჩამონათვალი საჭიროებს განახლებას და გადამოწმებას.
9. უხერხემლოები: კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე უხერხემლოთა მრავალფეროვანი სახეობა ბინადრობს. ობობასმაგვართა დაახლოებით 45 სახეობა, 15 სახეობის ჭრიჭინა, 10 სახეობის კალია არის შემჩნეული კდტ-ში. კდტ მდიდარია პეპლების სახეობებით, მხოლოდ ერთი, ნიმფალიდების (Nymhalidae) ოჯახი წარმოდგენილია 30 სახეობით. ფუტკრის 15-ზე მეტი სახეობა ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე რომლებიც მოიცავს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს, როგორიცაა იისფერი კელა დურგალი (Xylocopa violacea). აქ ბინადრობს ასევე კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana), 44 ადგილობრივი და რეგიონისთვის დამახასიათებელი მოლუსკი, ასევე კიბოსნაირები, მათ შორის კოლხური ფართოფეხა კიბო (Astacus colchicus).
10. ხერხემლიანთა რელიქტური და ენდემური სახეობები: კინტრიშის დაცული ტერიტორია მდიდარია ენდემური სახეობებით. ძუძუმწოვრების 12 სახეობა, ფრინველების 3 სახეობა, რეპტილიების 5 და ამფიბიების 5 სახეობა − ამას დამატებული უცნობი, მაგრამ სავარაუდოდ ენდემურ და რელიქტურ უხერხემლოთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ითვლებიან ენდემურად კავკასიისთვის ან საქართველოსთვის (მაგ., კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana)) (დანართი 12-ში წარმოდგენილია ენდემურ სახეობათა ნუსხა).
11. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი ფასეულობები
ა) კოლხური შერეული ტყე თავისი ფლორით და ფაუნით: პოლიდომინანტური და წიფელი-წაბლის ტყეები მარადმწვანე ქვეტყესთან ერთად. ისინი შედგება რელიქტური, ენდემური და გლობალური და საქართველოს მასშტაბით გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისგან. გავრცელებულ სახეობებს მიეკუთვნება აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), წაბლი(Castanea sativa Mill) და სხვა მრავალი. ქვეტყეს ქმნის კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.), შქერი (Rhododendron ponticum L.), ბაძგი (Ilex colchica Pojark.), და სხვ. მათი გავრცელების არეალი ასევე წარმოადგენს თავშესაფარს არა მარტო ისეთი ენდემური და რელიქტური სახეობებისთვის, როგორებიც არის ჩვეულებრივიკაკალი (Juglans regia L), პონტოს მუხა (Quercus pontica C.Koch), ჩვეულებრივი უთხოვარი (Taxus baccata L.), არამედ სხვა სახეობებისთვისაც.
ბ) ფოთლოვანი ტყეები, ერთეული წიწვოვანი სახეობებით (შერეული წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეები) თავისი ფლორით და ფაუნით. ეს ტყეები გავრცელებულია 1,800 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და მისი ძირითადი წარმომადგენლებია აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis (L.) Peterm), კავკასიური სოჭი (Abies nordmaniana (Stev.) Spach).
გ) სუბალპური ტანბრეცილიი ტყე და მდელობეი: არეალი, სადაც საქართველოს ენდემური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ხის სახეობები გვხვდება, მათ შორის არყის ხის კორომები, მედვედევის არყის ხის (Betula medwedewii Regel) დომინირებით და დეკიანები.
დ) კინტრიშის მდინარეები/ღელეები/ტბები: ისინი წარმოადგენენ საარსებო გარემოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ თევზების სახეობებისთვის, ისეთი როგორიცაა მდინარის კალმახი (Salmo trutta fario) და წარსულში შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax). შავი ზღვის ორაგული, წარუსულში საქვირითოდ ამოდიოდა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, თუმცა ბოლო პერიოდში ეს სახეობა აღარ დაფიქსირებულა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში. ტბები თავშესაფარს წარმოადგენს მცირეაზიური ტრიტონისთვის (Ommatotriton ophryticus) და მდიდარია უხერხემლოთა სახეობებით.
ე) ენდემური და გლობალურად და ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის ქვეშ ან გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი მცენარეული სახეობები (მაგ. კოლხური ბზა(Buxus colchica Pojark), რომლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა; აღნიშნული სახეობა საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადია და ითვლება გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფ სახეობად IUCN-ის წითელი ნუსხის მიხედვით).
12. მტაცებლები: აღნიშნული მოიცავს მურა დათვს (Ursus arctos) - გადაშენების საფრთხის წინაშე სტატუსით, ფოცხვერს (Lynx lynx) - გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე, და წავს (Lutra lutra) - მოწყვლადი, რომლებიც ეროვნული მასშტაბით იმყოფებიან გადაშენების საფრთხის ქვეშ. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის საფარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და მტკიცე საარსებო გარემოს წარმოადგენს ფოცხვერისთვის.
13. არჩვი (Rupicapra rupicapra) გვხვდება კინტრიშის სუბალპურ ზოლში; ემუქრება გაქრობის საფრთხე. არჩვი განეკუთვნება შედარებით მცირე და განსაკუთრებულად გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ მცირე კავკასიონის პოპულაციას, რომელიც წინაპირობას წარმოადგენს მისი მთავარი ღირებულების კატეგორიაში შეტანას.
14. ენდემური და გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველები: ამ ჯგუფში შედის ისეთი სახეობები, როგორიც არის ეროვნული თვალთახედვით მოწყვლადი და გლობალურად გადაშენების საფრთხესთან ახლოს მყოფი კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ისევე როგორც ტყის ტიპიური ფრინველები. კავკასიური როჭო წარმოადგენს ძირითად ფასეულობას, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მცირე კავკასიის პოპულაცია იზოლირებულია და მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დიდი კავკასიონის პოპულაციას.
15. ენდემური ჰერპეტოფაუნა: წარმომადგენლებია კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasicus) და სხვ. კინტრიშის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს აღნიშნული სახეობების შენარჩუნებისთვის. კავკასიური სალამანდრას პოპულაციები კინტრიშისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე გენეტიკურად იმდენად განსხვავდებიან აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული პოპულაციებისგან, რომ შესაძლებელია კრიპტულ სახეობადაც იქნას მიჩნეული.
16. უხერხემლოები: კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდიდარია ენდემური და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებით. ასე მაგალითად: კინტრიშის ენდემური ჭიაყელა (Alollobophora kintrishiana), 44 ადგილობრივი და რეგიონისთვის დამახასიათებელი მოლუსკი, ასევე კიბოსნაირები, მათ შორის კოლხური ფართოფეხა კიბო (Astacus colchicus