1. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1959 წლის 22 იანვარს №506 დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ქობულეთის სატყეო მეურნეობიდან კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალისთვის გამოიყო 6 000 ჰა ფართობი. 1986 წელს, საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს №202 დადგენილების მიხედვით, დამატებით 6 727 ჰა ფართობი გამოიყო მკაცრი დაცვის პირობით და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიამ შეადგინა 13 893 ჰა.

2. ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო მესამეული კოლხური ტიპის ფლორის და ფაუნის შემონახვა და შესწავლა. დაცვის მთავარ ობიექტებს წარმოადგენდა წაბლის და წიფლის ტყეები მარადმწვანე ბუჩქნარით.

3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის შექმნამდე კინტრიშის ველი მჭიდროდ იყო დასახლებული. ნაკრძალის სტატუსის მინიჭების შემდეგ მოსახლეობა გადასახლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში, თუმცა სეზონურად, თბილ პერიოდში, ადგილობრივი მოსახლეობა ბრუნდებოდა და იყენებდა დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ბუნებრივ რესურსებს. იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ ტერიტორიების სეზონური გამოყენება, 2007 წელს, საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ შესაბამისად, მკაცრი დაცვის ნაკრძალის 3190 ჰა ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი და მიენიჭა კინტრიშის დაცული ლანდშაფტის სტატუსი (2007 წლის 22 ნოემბერი, N5486-IIს).

4. 2018 წლის 27 დეკემბერს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები (N4236-რს), რომლის საფუძველზეც შეიქმნა კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი (3 108 ჰა) და კინტრიშის ეროვნული პარკი (10 406 ჰა