1. რელიეფი − კინტრიშის დაცულ ტერიტორიები იკავებს აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედის დასავლეთ ნაწილს. რელიეფი მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ტერიტორია ხასიათდება საშუალო სიმაღლის მთებით და მდინარე კინტრიშის და მისი შენაკადების მიერ ფორმირებული ხეობებით. დაცული ტერიტორიები ზღვის დონიდან 300-2,500 მ სიმაღლეზეა გადაჭიმული. ტერიტორიისთვის დამახასიათებელია ნებისმიერი დახრილობის და ექსპოზიციის ფერდობები, რომელსაც ენაცვლება სანაპირო მოვაკებები. უმაღლესი წერტილი კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში არის მთა სარბიელა (2,471 მ ზღვის დონიდან). დაცული ტერიტორიების ფარგლებშია ასევე მოქცეული მთები: პერანგა (2,334მ), გვანცა (2,153 მ), კალვა (1,763 მ), ტურამი (1,379 მ) და კაპრონის სერი (1,354 მ).
2. გეოლოგიური სტრუქტურა − კინტრიშის გეოლოგია ფორმირებულია პალეოცენის, ეოცენის, ოლიგოცენის, პლიოცენის და პოსტ-პლიოცენის პერიოდების დანალექი და ცარცის და მესამეული პერიოდის ვულკანური ქანებით. უფრო ხშირად გვხვდება ბაზალტები, ანდეზიტები და სხვადასხვაგვარი ტუფები და ტუფო-ბრეკჩიები. ზერაბოსელის, ასევე, სოფელ ჭახათის შემოგარენში გავრცელებულია ბაზალტები, ფიქლები, ქვიშაქვები. სოფელ ხინოს ზემო ტერიტორიაზე დომინირებენ კირქვები.
3. ნიადაგები − ნიადაგების ვერტიკალური ზონირება დამახასიათებელია აჭარის რეგიონისათვის. კინტრიშის ხეობაში აღინიშნება შემდეგი ტიპის ნიადაგები (დანართი 4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ნიადაგები):
ა) წითელმიწა ნიადაგი დამახასიათებელია 600 მეტრამდე ზღვის დონიდან;
ბ) ყვითელ-ყომრალი ნიადაგები (Ocsic Cambisols გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მიხედვით) გავრცელებულია 1,000 მეტრ სიმაღლემდე ზღვის დონიდან;
გ) ყომრალი ნიადაგი გავრცელებულია 1,000-1,100 მ-დან 1,500-1,880 მ-მდე ზღვრებში ზღვის დონიდან და
დ) მთა-მდელოს კორდიანი და მთა-მდელოს კორდიან-ტორფნარი ნიადაგები კი დამახასიათებელია 1,800-2,600 მ ზღვის დონიდან სიმაღლეზე.
4. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებში ყველაზე მეტად გავრცელებულია ყომრალი ტიპის ნიადაგები.
5. ჰიდროლოგია
ა) კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით (დანართი 5. ჰიდროლოგიური რუკა). აქ არის მცირე და საშუალო ზომის მდინარეები. კინტრიშის წლის აუზის საერთო ფართი შეადგენს 284 კმ2, რომლის უდიდესი ნაწილი მდებარეობს დაცული ტერიტორიების ქვედა მხარეს. კინტრიშის აუზი მოიცავს მდინარე კინტრიშსა და მის შენაკადებს. მდინარე კინტრიში იწყება ზღვის დონიდან 2,400 მ სიმაღლეზე ხინოს მთიდან და უერთდება შავ ზღვას ქობულეთთან ახლოს. მისი სიგრძე შეადგენს 45 კილომეტრს. მდინარის მხოლოდ 25-კილომეტრიანი ნაწილი მიედინება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში;
ბ) მდინარე კინტრის გააჩნია ბევრი შესართავი. მდინარის ზედა მხარეს სოფელ დიდვაკესთან უერთდება ჭიდილის ღელე და წერაქვათი ღელე, შემდეგ ხენკა და კობრონის წყალი და კინკიში, ზერაბოსელთან ახლოს. სხვა, მცირე შენაკადები, მათ შორის საკირისღელე, მიზანათი ღელე, ლაშეს ღელე, წერულა, მაღალხევი, საკირეა, აბშილა და ბოლქვაძეები;
გ) ზოგიერთი მდინარე წარმოქმნის ჩანჩქერებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში. აქ არის 30 მ სიმაღლის მდინარე მისანათის ჩანჩქერი და ორსაფეხურიანი 70 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი მდინარე ჩრდიალაზე. კინტიშის დაცული ტერიტორიები ასევე მდიდარია წყაროებით;
დ) მდინარეები და მცირე ღელეები ძირითადად იკვებებიან წყაროებით და ალპური და სუბ-ალპური მთებიდან თოვლი დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლებით. კოკისპირული წვიმების დროს მდინარე კინტრიშის ნაკადის დებიტმა შეიძლება მიაღწიოს 60-90 მ3/წმ-ში;
ე) კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ასევე არის ორი ტბა. ტბიყელის ტბა მდებარეობს 2,200 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ის იკვებება გრუნტის წყლებით და ატმოსფერული ნალექებით. დიდვაკის ტბაც ასევე დაცული ტერიტორიის ფარგლებში