1. კინტრიშის დაცული ტერიტორია მიეკუთვნება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების მართვის ორ კატეგორიას: კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი − კატეგორია Ia და კინტრიშის ეროვნული პარკი − კატეგორია II. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი ერთ-ერთი ნაკრძალია საქართველოში არსებულ 14 ნაკრძალს შორის, ხოლო კინტრიშის ეროვნული პარკი შედის საქართველოში არსებულ 12 ეროვნულ პარკში.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების გარდა, აჭარის დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება მტირალას, მაჭახელას და ქობულეთის დაცული ტერიტორიები (დანართი 3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა რეგიონის ფარგლებში).

3. კინტრიშის დაცული ტერიტორიები უშუალოდ ესაზღვრება მტირალას ეროვნულ პარკს, ქმნის რა დაცული ტერიტორიების უწყვეტ მასივს 26 212 ჰა ფართობით.

4. მაჭახელას ეროვნულ პარკთან ერთად კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი ქმნიან დაცული ტერიტორიების ქსელს, რომელიც იცავს რეგიონის კოლხურ რელიქტურ ტყეებს.

5. კინტრიშის დაცული ტეროტორიები 3 სხვა დაცულ ტერიტორიასთან ერთად (კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებულ