1. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს უკავია 13 514 ჰა, რომელიც შედგება კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალისა (3 108 ჰა) და კინტრიშის ეროვნული პარკისგან (10 406 ჰა). დაცული ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის ხეობაში შავ ზღვასა და აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედს შორის (დანართი 1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობა). კინტრიშის ტერიტორია გარშემორტყმულია აჭარა-გურიის, ჩაქვის და ქობულეთის ქედებით. ისინი გამოყოფენ ტერიტორიას ჩოლოქის და აჭისწყალის აუზებიდან, გურიასა და შიდა აჭარისგან. კინტრიშის ხეობა შემოსაზღვრულია მთიანი ხეობებით სამი მხრიდან და ღიაა მხოლოდ დასავლეთით შავი ზღვისკენ

2. კინტრიშის დაცული ტერიტორია მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. აჭარის კიდევ ორი მუნიციპალიტეტი ესაზღვრება კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს: შუახევი აღმოსავლეთიდან და ქედა − სამხრეთიდან. კინტრიშის სამხრეთ საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილი მიჯნავს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს მტირალას ეროვნული პარკისგან. ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კინტრიშის დაცულ ტერიტორიები შემოსაზღვრულია ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის მიწებით (დანართი 2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების საზღვრები).

3. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალს უკავია 3 108 ჰა ტერიტორია და მას მართავს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. მისი ჩრდილოეთ საზღვარი მიჰყვება მდინარე აჭისწყლის ველის წყალგამყოფს. საზღვრები დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან მიჰყვება კინტრიშის ველს, ხოლო აღმოსავლეთ საზღვრები მდინარე ჭერულის ღელეს, რომელიც ჩაედინება მდინარე კინტრიშში.

4. კინტრიშის ეროვნული პარკი იკავებს 10 406 ჰა-ს და მას მართავს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. ჩრდილოეთ საზღვარი მიჯნავს მას კინტრიშის ნაკრძალისგან და მიჰყვება კინტრიშის ველს. მისი სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრები გრძელდება აჭარა-იმერეთის ქედის გასწვრივ. ჩრდილო- დასავლეთი საზღვარი მიჰყვება ქობულეთის ქედს, ხოლო სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი − მორვილის ქედ